"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი

ჯანმრთელობის, სოციალური და შრომის დაცვა საქართველოში

(მეცნიერული კონსტრუქციის აწყობის პირობების შექმნა)

 

1.0 ზოგადი ნაწილი – საფუძველი

არსებული მდგომარეობის შეფასება; სასურველი მდგომარეობის განსაზღვრა; მიზნის მიღწევის შესაძლებლობები – ძირითად ორიენტირებზე: მატერიალურ-ტექნიური ბაზა; დაფინანსება და მისი ფორმები; დარგობრივ-პროგრამული მიმართულებები; კადრები – იერარქია, შიდა რანგირება; პროექტის მონახაზის შექმნა და მისი განხორციელების სავარაუდო დაგეგმვის, ორგანიზების, მენეჯმენტის, კონტროლის საფუძვლების ჩამოყალიბება.

2.0 კონკრეტული ნაწილი – განსაზღვრა

დარგის მრავალპროფილურობა;  პრიორიტეტული იერარქიების დადგენა და მათი მოქმედების დიაპაზონის შეფასება; მრავალგანზომილებიანი, ურთიერთდამოკიდებული საფეხურობრივი სისტემის სიბრტყითი და სივრცობრივი განფენის მოდელირება; ავტომატიზირების დონეების განსაზღვრა.

 

  • ნორმატირების ნაწილი – პარამეტრირება

ფუნდამენტალური მაჩვენებლების წარმოჩენა-დამუშავება; გაფილტვრა-ოპტიმიზაცია; მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოყოფა; კონკრეტული მაჩვენებლის განვითარების დინამიკა არსებულ სისტემაში და სავარაუდო კონსტრუქციაში; მონაცემთა შედარებითი ანალიზი და სასურველი პარამეტრების განვითარების სქემების პროგნოზირება.

 

  • შეჯერების ნაწილი – რეზიუმე
    ერთიანი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და ჩასატარებელი სამუშაოების ფუნქციური გადანაწილების ორგანიზაცია.

ცალკეული მიმართულების (ჯანდაცვა, სოცდაცვა, შრომის დაცვა) 30-წლიანი განვითარების მოკლე, მაგრამ ქრონოლოგიური აღწერა:
ა) ორგანიზაციის  – კერძო, სახელმწიფო, შერეული, საფონდო, კორპორაციული საკუთრების ფორმის ჩათვლით
ბ) დაფინანსების ფორმების განხილვა – გამოყენება (სახელმწიფო პროგრამისტული ბიუჯეტი; პაციენტზე მიბმული სახელმწიფო დაფინანსება; სადაზღვევი ინდივიდიალურ-კოლექტიური; ადგილობრივი საბიუჯეტო – მერია, მუნიციპალიტეტი, გამგეობა; მონო და პოლიფორმულ-გადაფარვითი; თანაგადახდა. 
გ) ეფექტურობის განსაზღვრა – სახელმწიფოსთვის, პაციენტისთვის, სამედიცინო დაწესებულებისათვის, სამედიცინო კადრისათვის

დ) სახელმწიფოს ზემოქმედების როლი თითოეულ დარგის განვითარების ტემპზე და მისი მაკროეკონომიკური თავისებურებები (მინიმალურ-მაქსიმალურ დონეებზე შედარებითი ანალიზით მასტიმულირებელი და დამამუხრუჭებელი (მაგ, საპენსიო სახელმწიფო უზრუნველყოფა) თავისებურებების წარმოჩენით
ე) სახელმწიფო ტენდერები და შიდაუწყებრივ, შიდადაწესებულებრივი კორუფციული სქემების საკვანძო ადგილების გამოყოფა, როგორც ხარჯვითი ნაწილის გაზრდის მავნე ტენდენცია

1) პრობლემები
– ჯანდაცვა (შეუსაბამობა კერძო, ან კორპორაციული საკუთრების მქონე დაწესებულების უფლებებსა  და დაფინანსების ფორმას შორის – „DRG“ და თვითდაფინანსების დამატებვითი თანხების მოძიება, შექმნილი დეფიციტის შესავსებად)
-სოცდაცვა (დამატებით განსახილველია დემოგრაფიული საკითხების წახალისების სერიოზული დაგეგმვა და ასიგნირების რეალურად ეფექტური ფორმების შემუშავება)
– შრომის დაცვა (მინიმალური და საშუალო ხელფასის თანაფარდობა – ევროპის შრომის დეკლარაციით – არანაკლებ 60%-ისა – ოქროს კვეთი, ფიბონაჩის მიმდევრობა, კლასიკური პირამიდა, რომელიც იძლევა იერარქიული დონეების რაოდენობრივ განსაზღვრას კონკრეტულ უწყებაში… გასათვალისწინებელია პარეტოს ინდექსი ადამიანთა სოციუმში – 80/20%%, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას შრომითი სახელფასო განაწილების არქიტექტურაში, როგორც პირობითი მაქსიმუმი)
– სამედიცინო-საკადრო, ექიმების მომზადება – უქყვეტი განათლება, ლიცენზირების დახვეწა და ჟენევის (დაპირება და არა ფიცი), ჰელსინკის (ცოდნა და სინდისი), ალმაატის (ტექნოლოგიების  ხელმისაწვდომობა ყველა პაციენტისთვის) დეკლარაციების გამოყენება.

2) გამოსავალი
– დღევანდელი სიტუაცია შეიძლება შედარდეს „უკან მიდევნებულ ლამპარს“, ან „ქრონიკული მდევარის სინდრომს“, როცა სახელმწიფო და სხვა მონაწილე დაინტერესებული სტრუქტურები მისდევენ ამ მონსტრ სისტემას უკან და „უნივერსალური“ წებოს გამოყენებვით მუდმივად აწებებენ დაზიანებების დეფექტებს
– რადგან არ არსებობს ერთიანი ნების და ერთიანი მიდგომის კოორდინაცია შექმნილი პრობლემური  საკითხების გრძელპერსპექტივიანი ვადით გადასაჭრელად, აუცილებელია ამოქმედდეს ერთიანი, მეცნიერულად შესწავლილი და შემუშავებული მექანიზმი, ახალი კონსტრუქციით. „სუფთა ფურცლიდან“ (კონცეფციიდან) დაწყების დრო ქვეყანას აღარ აქვს და დღეს კიდევ შესაძლებელია არსებული კონსტრუქცია დამუშავდეს, ძირფესვიანად შეკეთდეს და გრძელვადიანი თვითგანვითარების მექანიზმიც ჩაიდოს
– გამოყენებულ უნდა იყოს ე.წ. „ბაყაყი“ და „ქორი“ მეცნიერების მიდგომები და გამოიყოს ისეთი მეცნიერთა ჯგუფი, რომლებიც შეძლებენ ოპტიმალური სიმაღლის მიგნებას და სტრუქტურის ოპტიმალური ფაზლის დანახვა-აგებას, უმცირესი დეტალების გათვალისწინებით.

3) დამატებითი ალტერნატული შემოსავალ
რეაბილიტაციის სამსახურის გამართვა, უპირველეს ყოვლისა, ემიგრანტებისთვის და ემიგრანტების მეშვეობითვე მათი საკადრო დაკომპლექტება, სათადო მომზადების შემდეგ (მაგ. ფსიქოლორეაბილიტაცია) და სამკურნალო ტურიზმის განვითარება (ორთოპედული სტომატოლოგია, ბალნეოლოგია, კლიმტოთერაპია, ტრადიციული სამედიცინო მეთოდოლოგიების გამოყენება).

 

23.10.2023                                                                                             ვარლამ კვანტალიანი სპეციალისტი

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *