მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

ეროვნული დოქტრინის პროექტი გადაეცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

7 მარტს, პარლამენტში, ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ხსოვნასთან დაკავშირებულ საღამოზე, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის პროექტის ავტორ  მეცნიერთა დიდი ჯგუფის სახელით, „მეცნიერთა კონგრესის“ წევრმა, პროფესორმა მურმან კვარაცხელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, გადასცა დოქტრინის პროექტის რამდენიმე ეგზემპლარი და წერილი, რომელშიც გამოთქმულია თხოვნა დოკუმენტის პარლამენტში, კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე  განხილვის თაობაზე.

„ჩვენ, „ეროვნულ სახლმწიფოებრივი დოქტრინის“ პროექტს შეგნებულად გადმოგცემთ პარლამენტში, ჟიული შარტავას 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ვფიქრობთ, რომ ამ დოკუმენტში თაობათა განწყობაა მოცემული. მოცემულია ის, რა იდეებისთვის ბრძოლასაც შეეწირნენ ჟიული შარტავა, მისი მეგობრები, ათასობით ახალგაზრდა. ჩვენ, მეცნიერებმა, სწორედ ამ განწყობით, შევქმენით „ეროვნულ სახლმწიფოებრივი დოქტრინა“ და სწორედ ამ განწყობით, ვთავაზობთ მის განხილვას სახელისუფლებო წრეებს, მეცნიერებს, საზოგადოებას, ჩვენი ქვეყნის მეგობრებს მთელ მსოფლიოში.“ – ნათქვამია მეცნიერთა მიმართვაში პარლამენტის თავმდომარისადმი.

უახლოეს დღეებში, ეროვნული დოქტრინის პროექტი თანმხლები წერილით, გადაეცემა საქართველოს პრემიერ -მინისტრს ირაკლი კობახიძეს.

მომავალი კვირიდან პროექტი დაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, დარგობრივ აკადემიებს, ყველა უმაღლეს სასწავლებელს.

მეცნიერთა კონგრესის წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *