მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

ქართული წმ.ჯვრის ცერემონიალი მილანში

✅️ქართული წმ.ჯვრის ცერემონიალი მილანში,წმ.მარიამის სახელობის ეკლესიაში,რომელიც მდებარეობს უვა მარძორატი სორმანი დი მისალიას ვილაში ,მილანიდან 40 კმ.ში,რომლის მეპატრონეც გახლავთ ალბერტო უვა მარძორატი .ღონისძიება ჩატარდა ქართულ-იტალიური ასოციაცია “ACIGEA ” -ს [ასოციაციის პრეზიდენტი ლალი ფანჩულიძე ,ვიცე პრეზიდენტი რობერტო იონგი ლავარინი,მაია ბუბაშვილი] და ევროპის არისტოკრატიის [პრეზიდენტი გვიდო ფარნეტი მერენდა სალეკი,ვიცე პრეზიდენტი ლალი ფანჩულიძე] ეგიდით.

სტუმრებს შორის იყვნენ პრინცი რობერტო სპრეთი მალმეზი და პრინცესა დონა ლაურა სპრეტი მალმეზი , პრინცი ეძრა ფოსკარი ვიდმან რიცონიკო,პრინცი პიერო კაპუტო,პრინცი ალესანდრო სენინი სან მარინოს ელჩი,სენატორი მარიო მანტოვანი Fratelli d’Italia-დან (ლომბარდიის ყოფილი რეგიონალური მრჩეველი და ევროპარლამენტარი სტრასბურგში) ,მან პატივი მიაგო საქართველოს წმიდა ჯვარს, ქართველი და მართლმადიდებლური მრევლის თემების მოსმენისა და თანამშრომლობის ინსტიტუციური ვალდებულებისთვის.

საქართველოდან როგორც საპატიო სტუმარი მოწვეული იყო პოლიტიკოსი,გელათის აკადემიის აკადემიკოსი ბ-ნი თეიმურაზ შაშიაშვილი,საქართველოს დელეგაციას ბ-ნ თეიმურაზ შაშიაშვილთან ერთად წარმოადგენდა ევროპის ბიზნეს ალიანსის პრეზიდენტი,ევროპის არისტოკრატიის წევრი ირმა მანჯგალაძე,ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლუარა ნიჟარაძე ,სტუდენტი თამარ ზედელაშვილი,რომელიც საღამოზე თავისი ორიგინალურობით გამოირჩეოდა,რაც შეუმჩნეველი არ დარჩენიათ საღამოს დამსწრე დიდგვაროვანთ.

მოწვეულ სტუმართა სია დიდგვაროვან ბანოვანთა რკალს წარმოადგენდა:პრინცები და პრინცესები,გრაფები და გრაფინიები,ბარონები და ბარონესები,სენატორები, ,ადვოკატები,ექიმები,ეს იყო ნამდვილი ევროპა,სწორედ ასეთია ევროპა და არა ისეთი ევროკავშირიდან რომ გვანახებენ ცისარტყელას დროშებით.

მე დავინახე ამაყი ევროპელები,თავისი კულტურით,არისტოკრატიული მიხრა-მოხრით,კლასიკური მისალმებისა და დამშვიდობების ცერემონიალით,თავაზიანობით და ეთიკური ზნე-ჩვეულებებით,ეს იყო ურთიერთობების ის კულტურა რომელიც გამოარჩევს მაღალ საზოგადოებას უფრო დაბალი ფენის საზოგადოებისგან,განვითარების სხვადასხვა საფეხურზე საზოგადოებათაშორისი განსხვავების ზღვარიც სხვადასხვა საფეხურებს გადის,მაგრამ რა დროც არ უნდა გავიდეს დიდგვაროვანთა შთამომავალნი ისტორიულ საფუძვლებს ინახავენ და შთამომავლობას გადასცემენ. სწორედ ეს არის ის რჩეული საზოგადოება დიდგვაროვნული ჩამომავლობით,ისტორიული წარსულით,კულტურით,ღირებულებებით,რომელიც არ იკარგება რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს.

წმ.მარიამის ეკლესიაში აღევლინა მართლმადიდებლური ლოცვა-კურთხევა ,რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ქართველი და იტალიელი მართლმადიდებლები,ისე იტალიელი კათოლიკეებიც,ლოცვა აღავლინეს სევასტი გრაფმა უწმინდესმა მამა კლაუდიო იოან კოკანიმ(კანტაკუზინოს საიმპერატორო სახლის დელეგატი, მართლმადიდებელი სამრევლოს მღვდელი) და უწმიდესმა,პროფესორმა მამა სერჯო მაინოლდიმ (იტალიის წმინდა მართლმადიდებლური მიტროპოლიტის არქიეპისკოპოსის ლომბარდიისა და პიემონტის ვიკარი, კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო, ფილოსოფიის და თეოლოგიის პროფესორი);
მამა კლაუდიო იოან კოკანის კურთხევით მისმა ღირსება გრაფინია მანდილოსანმა ლალი ფანჩულიძემ რჩეული საზოგადოების რამდენიმე წევრს გადასცა წმ.ჯვრის ნიშანი დიპლომით და მათ შორის პოლიტიკოსს,გელათის აკადემიის აკადემიკოსს ბ-ნ თეიმურაზ შაშიაშვილს და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს,ევროპის არისტოკრატიის წევრს თავადიშვილ ლუარა ნიჟარაძეს.
ოფიციალური მისალმებები გააკეთეს : გრაფი ალბერტო უვა პარეა მარძორატიმ, პროფესორმა ჯაკომო მარია პრატიმ, მანდილოსანმა აზნაურმა მაია ბუბაშვილმა, პატივცემულმა პროფესორმა თეიმურაზ შაშიაშვილმა,ევროპის არისტოკრატიის პრეზიდენტმა გვიდო ფარნეტი სალეკმა.

გამომსვლელები აღნიშნავდნენ ისტორიისა და ეროვნული იდენტობის ,ეროვნული კულტურის მნიშვნელობას.ხაზგასმით და მკაფიოდ იქნა ნათქვამი ქრისტიანული რელიგიის დაცვა ყოველგვარი მავნე მტარვალთა ხელყოფისაგან,რელიგიური კულტურის შენახვა ,მისი გადაცემა თაობებისათვის ისეთივე სიწმინდით როგორც იქნა მოტანილი დღემდე.

არავის არ უნდა მიეცეს უფლება შელახოს ეროვნული ისტორია,კულტურა და რელიგია,თქვეს გამომსვლელებმა.
პრინც ფოკასმა ხაზგასმით აღნიშნა რომ უნდა გვქონდეს წარსულის ხედვა,რათა მოგვცეს ნათელი მომავალი ახალ რომში,არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი მორალური მოვალეობები-სულიერი კეთილშობილება და საერთო ფასეულობების დაცვა,რომელმაც ათასწლეულები გამოიარა ქრისტიანული ტრადიციების სახით,და რომელსაც ჩვენ ყველანი ვიზიარებთ.

საოცარი და შთამბეჭდავი იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორის ჯაკომო მარია პრატის გამოსვლა,რომელმაც პრომეთესა და ზევსის ამბავი გაიხსენა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ბერძნული მითოლოგიის ღვთაების დედოფალი კოლხი მედეა.

ისტორიული რაკურსი მარძორატთა დინასტიის შესახებ გააკეთა ალბერტო უვა პარეა მარძორატმა ,რომელმაც ვილა მისალიას მითოლოგიასა და მარძორატთა ისტორიულ წარსულზე ისაუბრა .

„ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას, ქრისტიანული ცივილიზაციის ერთგულნი, პატივისცემით ვიცავთ ისტორიულ ჭეშმარიტებას, სოციალურ სამართლიანობას, ჩვენს ქვეყანას თუ მამათა მიწას, ვცდილობთ ვიყოთ ჩვენი წინაპრების ღირსი“-აღნიშნა თავის გამოსვლაში ევროპის არისტოკრატიის პრეზიდენტმა გვიდო ფარნეტი მერენდა სალეკმა

ქართული დელეგაციის სახელით სიტყვა გელათის აკადემიის აკადემიკოსმა ბ-ნ თეიმურაზ შაშიაშვილმა წარმოსთქვა,
რომელმაც ისაუბრა საქართველოს უძველესი კულტურის მქონე ერზე,მის ისტორიაზე,მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ქრისტიანულ რელიგიის მჭიდრო კავშირებზე,ქართველი და იტალიელი ერების მეგობრობაზე,მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და ორგანიზატორებს ლალი ფანჩულიძესა და რობერტო იონგი ლავარინს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისათვის.

ავემარიას საგალობელო შეასრულა საოპერო მომღერალმა ნანა ქავთარაშვილმა.

გრაფინია მანდილოსანი ლალი ფანჩულიძე აზნაური დაინიშნა წმინდა ელენეს იმპერატრიცა საავადმყოფოს ორდენის იუსტიციის ლედად. პრინცმა დონ რობერტომ , დონა ლაურა სპრეტი მალმესა ფოკას ჩეფალონიამ, და ფლავიო ანჯელო დუკას კომნენომ პირდაპირ გადასცეს მოწმობა და კურთხეული ნიშნები იტალიის წმინდა მართლმადიდებლური არქიეპისკოპოსის ვიკარის, უწმიდესი მამა სერჯოს (ეკუს საპატრიარქოს პროტოპრესვიტერი) თანდასწრებით. კონსტანტინოპოლის პრინცმა პროფესორმა ფოკასმა გაიხსენა თავისი დინასტიის შორეული ქართული წარმომავლობა, ისტორიული კავშირი (რელიგიური, პოლიტიკური და სამხედრო) ბიზანტიის იმპერიასა და საქართველოს ბაგრატიულ სამეფოებს შორის, საერთო ევრაზიული ქრისტიანული ტრადიციის სახელით კიდევ უფრო დიდი თანამშრომლობის იმედით.

საღამოს თავისებურ ორიგინალობას აძლევდა ქალებისა და მამაკაცების ორიგინალური ჩაცმულობა,მანდილოსნები გრძელი კაბებით და მამაკაცები სმოკინგებით, თავისებური ორიგინალური იყო მანდილოსანი მაია ბუბაშვილის ტრადიციული ქართული ჩოხა კაბით,რომელიც დამახასიათებელია კავკასიელი რაინდებისთვის, მკერდზე ვაზნის ქამრით,ამ სამოსს ისტორიულად ატარებდნენ მამაკაცები, მაგრამ ასევე სხვადასხვა ქალი მეომრებიც.

ბიზანტიური სტილის ქართული სამოსი, რომელსაც გრაფინია აზნაური ლალი ფანჩულიძე ატარებდა, იყო წმინდა თამარ დედოფლის კლასიკური სამოსი, ტრადიციული ევრაზიული სამაიას ცეკვა ეძღვნება თავად დედოფალს სწორედ ამ სამოსით, ძლიერი სპარსული, სიმბოლური და ეზოთერული გავლენით.

საღამოს სამკაულს წარმოადგენდა მილანში არსებული ქართული ცეკვის ანსამბლის მიერ შესრულებული ქართული ცეკვა,ხელმძღვანელი ქორეოგრაფი გოდერძი კოხრეიძე

გალა ვახშამზე ისმოდა ქართულ-იტალიური სიმღერა მომღერალ ნანა ქავთარაშვილის შესრულებით და პიანისტ მატეო ბორეტის მუსიკალური ინტერლუდიებით .

იტალიაში ქარხანა “ჩელტის ”მიერ ჩამოსხმული ქართული ღვინო სუფრის მშვენებას წარმოადგენდა.
და ბოლოს კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა საქართველოს ღირსეულ შვილს,ქართულ იტალიური ურთიერთობების გაღრმავებისა და მნიშვნელოვანი წვლილისთვის ,ქალბატონ ლალი ფანჩულიძეს,რომლის ორიგინალურობაზე თავად იტალიელები არიან აღფრთოვანებული და ჩვენ ქართველებმა რატომ არ უნდა ვიამაყოთ მისით,”საქართველოვ შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი”!მიუხედავად იმისა რომ ქალბატონი ლალი უცხოეთშიც ღირსეულად ემსახურება ქართულ საქმეს და ქართული კულტურის წარმოჩენას,ვისურვებდით რომ ასეთი კადრები საქართველოს სამსახურში იყვნენ საქართველოშივე და მათი პოტენციალი ადგილზე ხმარდებოდეს საქართველოს.

არ შეიძლება განსაკუთრებული მადლიერება არ გამოვხატოთ პოლიტიკოს ,ევროპის არისტოკრატიის წარმომადგენლის რობერტო იონგი ლავარინის მიმართ,რომელსაც იტალიაში “შავ ბარონად”მოიხსენიებენ,რაც ნიშნავს რომ უძლეველი რაინდული თვისებების და ღირსების კაცია,დიდი ადამიანურობითა და ქართველების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემით.

ეს იყო დაუვიწყარი საღამო,ნამდვილ ევროპელებთან,ევროპის შუაგულში ქართულ-იტალიური ურთიერთობების,ქართული კულტურისა და ისტორიის წინახაზზე წარმოსაჩენად და გასაღრმავებლად.

პატივისცემით,
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,ევროპის არისტოკრატიის წევრი
ლუარა ნიჟარაძე
10.06.2023

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *