არჩევნებიჩვენ სხვა გზას ვირჩევთ
ცეტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 14 აგვისტოს აქტი

ჩვენს ხელთ არის ცეტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 14 აგვისტოს აქტი ჩვენს გაოცებას იწვევს ის,რ ომ აქტი შედგენილია 14 აგვისტოს და ჩვენ ის გადმოგვეცა დღეს, 15 აგვისტოს, მაშინ როცა ჩვენი ბოლო კონტაქტი საარჩევნო კომისიასთან შედგა გუშინ, 14 აგისტოს, 23 საათის შემდგომ.
აქტში მინიშნებულია, რომ თანმიმდევრობით შემოწმდა (1063 ფურცელზე) მხარდამჭერთა (31 887 ხელმოწერა), და ამავე აქტის მიხედვით, შემოწმების შედეგად, გაბათილდა 9 606 ხელმოწერა და დარჩა 22 241 ნამდვილი ხელმოწერა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა პარტიის რეგისტრაციისთვის. საჭირო იყო 25 000 ხელმოწერა.
ამ ეტაპზე ჩვენ ვითხოვთ სასწრაფოდ გადმოგვცენ დახარვეზებული ხელმოწერები!




