მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

მოსაზრებები „ქართულ ქარტიასთან“ დაკავშირებით

 

საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით, რეალურად დასტურდება ქვეყნის საერთო პოლიტიკური კურსის რადიკალურად ცვლილების მცდელობა, რასაც უმძიმესი გავლენის მოხდენა შეუძლია დამოუკიდებელი საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებაზე, თავისუფლების შენარჩუნებაზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიური განვითარების პერსპექტივაზე.
გასაზიარებელია იდეა,რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ყველა სუბიექტი, ვისთვისაც უალტერნატივოა ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი, შეუერთდნენ კონკრეტულ დოკუმენტს, რომელში ჩამოყალიბებული პრიორიტეტები საერთო საფუძველი იქნება არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების შემთხვევაში, უპირობოდ და აუცილებლად შესასრულებლი.
საერთო პოლიტიკასთან დაკავშირებით

1. შევთანხმდეთ, რომ საქართველო თანამშრომლობის, მეგობრობის ხელშეკრულებებს აფორმებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პატივს სცემენ ჩვენს ტრადიციებს, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას
2. საერთაშორისო მასშტაბით ავტორიტეტული ინსტიტუტების, მაღალკვალიფიციურ ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა მონაწილეობით, მივიღებთ კანონს „პოლიტიკური, საზოგადოებრივი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ“. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაც წყაროებიდან ხდება მათი დაფინანსება. მიუხედავად იმისა, ეს ეროვნული წყაროა, თუ უცხოური.
3. ახალი პარლამენტის მიერ, დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, მივირებთ კანონს რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.
4. ახალი კონსტიტუციის მიღებამდე, უნდა გამოირიცხოს რეფერენდუმის გარეშე ცვლილებების შეტანა მოქმედი კონსტიტუციის 78-ე მუხლში, რომლითაც განსაზღვრულია ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსი.
5. დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს ყველა კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს, ქვეყნის მიერ არჩეულ ევროპულ გზას.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით
• ახალი საარჩევნო კანონის მიღება სამართლიანი არჩევნების ჩატარების მსოფლიო საუკეთესო გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელშიც დაცული იქნება ყოველი ადამიანის უმნიშვნელოვანესი უფლება: „აირჩიოს და იყოს არჩეული“.
• მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, გაუქმდეს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ქვეყანაში გვექნება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიები.
• 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით:
– გამჭვირვალე გახდეს საარჩევნო სიების ფორმირების წესი;
– გაუქმდეს პარტიების დაყოფა კვალიფიციურ და არაკვალიფიციურად;
– ყველა პარტიას მიეცეს ერთნაირი სასტარტო მოედანი არჩევნებში მონაწილეობისთვის – ერთნაირი დრო ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ ტელევიზიებში, საინფორმაციო საშუალებებში;

ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა
– ქართული ტრადიციების და მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, შეიქმნას დღევანდელისგან სრულიად განსხვავებული მართვის სისტემა, რომელმაც მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს ფულის, დაინტერესებული, როგორც გარე, ასევე შიდა ძალების გავლენა პოლიტიკაზე… მართვის ახალი სისტემის მიზანი უნდა იყოს დღევანდელი ფულისუფლების ქვეყნიდან ნიჭის ძალაუფლების ქვეყანაზე გადასვლა.
– ერთობლივი ძალისხმევით, საზოგადოებასთან მუშაობის გაძლიერებით, მოხდეს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არ გაუქმდეს უვიზო რეჟიმი ევროპასთან და შესაძლებელი გახდეს უვიზო რეჟიმის გახსნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. უმნიშვნელოვანესად უნდა იქნას მიჩნეული, რომ არ დაიწყოს ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია.
– მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით და ჩვენში დღემდე არსებული მძიმე გამოცდილებიდან გამომდინარე, შემუშავდეს კანონი საინფორმაციო საშუალებების შესახებ, რომლის მიზანი უნდა იყოს სამართლიანობა, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, როგორც პოლიტიკური გავლენა საინფორმაციო საშუალებებზე, ასევე მათი პოლიტიკური მიკერძოებულობა, მათ ყველანაირად შეეწყოს ხელი მათ საქმიანობაში ქვეყანაში გამჭვირვალობის დამკვიდრების მიზნით;
– შემდგომში, ქვეყანაში პოლარიზაციისა და დაპირისპირების შემცირების მიზნით და იმ პრინციპის დასამკვიდრებლად, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება, რომ ხელისუფლება მსახურია და არა უფროსი, წესად იქნას შემოღებული, ხელისუფლებისადმი ნდობის რეფერენდუმის ჩატარება. სასურველია, რომ ეს აისახოს „კანონში ხელისუფლების თაობაზე“.
– მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, მიღებული იქნას კანონი ყველა დონეზე სახელმწიფო აპარატის, მთელი რიგი თანამდებობების უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო მიმართულების ინსტიტუტებში დეპოლიტიზაციის შესახებ.

კიდევ ერთი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი
სერიოზულ უხერხულობას ქმნის ის, რომ ერთის მხრივ , ვაქვეყნებთ ერთობის დოკუმენტს და, მეორეს მხრივ , ვქმნით გაერთიანებას „ყველა ერთის წინააღმდეგ“ და ეს ერთი ბიძინა ივანიშვილია . ჩვენ ვფიქრობთ რომ ასეთი დოკუმენტი კი არ უნდა გვაპირისპირებდეს ერთის, ან ერთმანეთის წინააღმდეგ, არამედ ყველას გვაერთიანებდეს სამშობლოსთვის. ვფიქრობთ, ღირს დაფიქრება იმაზე , რომ ბიძინა ივანიშვილის, როგორც მეცენატის დამსახურების გამო ქვეყნის წინაშე და იმის გათვალისწინებით, რომ შურისძიების განწყობა მიუღებლად ჩაითვალოს ქართული პოლიტიკისთვის, მივიღოთ კანონი ბიძინა ივანიშვილის იმუნიტეტის დაცვისა და ხელშეუხებლობის (მათ შორის ქონების) შესახებ. (არ გამოვრიცხავთ, რომ ხელისუფლების აგრესიულ ქმედებებს ბევრად განსაზღვრავს ოპოზიციის აგრესიულობა). ჩვენ ასევე გვჭირდება მოსაზრებების გაცვლა და პოზიციის ჩამოყალიბება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით .
ჩვენ, ამ დოკუმენტზე ხელისმომწერნი, ვინც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მივიღებთ მანდატს, ვიღებთ ვალდებულებას და ვდებთ პირობას, შევასრულებთ ამ დოკუმენტში ჩაწერილ პირობებს მაქსიმუმ, ერთი წლის განმავლობაში და ვიღებთ გადაწყვეტილებას, თვისუფალ და სამართლიან პირობებში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე.

P.S. ამ დოკუმენტს ვაქვეყნებთ საერთო – საჯარო განხილვისთვის . მიწვევის შემთხვევაში, მზად ვართ , მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის, თუ საზოგადოებრივი გაერთიანების მიერ შექმნილ ანალოგიური დოკუმენტების განხილვაში. სიამოვნებით მივიღებთ ყველა წინადადებას და მოსაზრებას ჩვენს პროექტთან დაკავშირებით , იქნება ეს საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლებისგან, თუ პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანებებისგან.
ათი დღის განმავლობაში საბოლოო სახეს მივცემთ ამ დოკუმენტს. კარგი იქნება, თუ პრეზიდენტის პატრონაჟით და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოხდება ამ დოკუმენტების საჯარო განხილვა . დარწმუნებულნი ვართ , რომ ასეთი მუშაობა მიგვიყვანს საერთო დოკუმენტამდე . თუ ეს არ მოხდა , ჩვენ დოკუმენტის საბოლოო ვარიანტს „ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დოქტრინასთან“ და „ეროვნული თანხმობის კონცეფციასთან “ ერთად გამოვიტანთ საერთო-სახალხო განხილვაზე , წარვადგენთ მეცნიერებათა აკადემიასა და სამეცნიერო ინსტიტუტებში, პოლიტიკურ პარტიებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ მისიებში .

31 მაისი , 2024 წელი

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *