მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

მეცნიერთა კონგრესი: რეალობას შევხედოთ თვალებში – ეს ქართული სახელმწიფოს  ყოფნა-არყოფნის საკითხია!

 დაპირისპირება დავტოვოთ წარსულში და თანამშრომლობით ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე!

 

დაპირისპირება დავტოვოთ წარსულში და თანამშრომლობით ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე!

 მთავარი შეხვედრა დანიშნულია ოთხშაბათს,30 ნოემბერს, 17 საათზე ,მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრში „მუზა“

 19 ნოემბერს დასრულდა მეცნიერთა კონგრესის დელეგაციის 20 დღიანი შეხვედრები  ქართველ ემიგრანტებთან იტალიში, საბერძნეთსა და თურქეთში.

მეცნიერთა კონგრესის 20 კაციანმა დელეგაციამ, ყოველგვარი გარე დაფინანსების გარეშე, 20 დღე პრაქტიკულად ავტობუსში იცხოვრა, 10000-ზე მეტი კილომეტრი გაიარა, დარბაზებში, ქუჩებში, მოედნებზე, პარკებში, ოჯახებში, საერთო ჯამში 15 000 მდე ქართველ ემიგრანტს შეხვდა…

აშკარაა, რომ დემოგრაფიული სიტუაცია ქვეყანაში, საქართველოდან ემიგრაციის და საქართველოში უცხოელთა მოზღვავების მიზეზები, ქართველ ემიგრანტთა პრობლემები ზოგადად, სერიოზულ გააზრებას და სახელმწიფოებრივ გადაწყვეტას საჭიროებს.  ამ თემის პოლიტიზება, დამნაშავის ძებნა კიდევ მეტად გაამწვავებს სიტუაციას, მეტად დაგვაპირისპირებს… დღეს, მთავარია შევძლოთ გაერთიანება ამ პრობლემის დასაძლევად, რამეთუ ეს, ქართული სახელმწიფოს, არც მეტი და  არც ნაკლები, ყოფნა-არყოფნის საკითხია..

მეცნიერთა კონგრესმა, სწორედ ამ განწყობის, სწორედ თანამშრომლობაზე  ორიენტირებული წერილები გაუგზავნა პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტარებს, მეცნიერებათა აკადემიას, პოლიტიკურ პარტიებს, მედიის საშუალებებს.

მთავარი შეხვედრა დანიშნულია ოთხშაბათს, 30 ნოემბერს, 17 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრში „მუზა“ (მის.:მერაბ ბერძენიშვილის N1, კუს ტბის ასახვევთან).

მეცნიერთა კონგრესი  ანგარიშს ჩააბარებს საზოგადოების, მეცნიერების, კულტურისა და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლებს, ემიგრანტებთან შეხვედრების თაობაზე, წარუდგენს მოსაზრებებს ამ ურთულეს და უმძიმეს პრობლემასთან დაკავშირებით.

ჩვენ საჯაროდ ვაცხადებთ, რომ უმაღლესი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით   ემიგრანტებისთვის მიცემულ სიტყვას და შეუძლებელს შევძლებთ, მით უფრო მაშინ, როცა ხელისუფლებაც, ოპოზიციაც,  მეცნიერებიც, საერთოდ, ხალხი, გავერთიანდებით ამ საკითხში.

რეალობას შევხედოთ თვალებში: ქვეყანის და ხალხის მდგომარეობა არ აძლევს ხელისუფლებას თვითკმაყოფილების, ოპოზიციას ჩასაფრებისა და გაბოროტების, ინტელიგენციას დუმილის, საინფორმაციო საშუალებებს მხოლოდ მათთვის მისაღები პოლიტიკური ძალებისთვის მსახურების და სხვათა იგნორირების უფლებას!

დღეს და ამ სიტუაციაში, პოლიტიკური დაპირისპირებაც, ძალაუფლების შენარჩუნებისა და მისი მოპოვებისთვის ბრძოლაც, საქვეყნო პრობლემების და მოაზროვნე ადამიანების იგნორირებაც   დანაშაულია და  დანაშაულია ასეთ დროს ინტელიგენციის დუმილიც!

ქვეყნის მომავალის განმსაზღვრელია ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაცია პრინციპით: მთავარშიერთობა, სადაოშითავისუფლება, მაგრამ ყველაფერშისიყვარული! მთავარი სამშობლოა, დიახ, სამშობლო! და არა, ბრძოლა ხელისუფლებისთვის!  

კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რატომ ვცხოვრობთ მდიდარ ქვეყანაში ღარიბად, რატომ ტოვებს უამრავი თანამემამულე ქვეყანას და რატომ არის უცხოელთა ასეთი ინტერესი საქართველოში ცხოვრებისთვის. მეცნიერთა კონგრესი აკეთებს დასკვნას, რომ ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა პოლიტიკური დაპირისპირების, მეცნიერების იგნორირების, ყალბი ეროვნული პათოსის, დემოკრატიის თამაშის, სოციალური დემაგოგიის, ელიტარული პოლიტიკური კორუფციის, ხელისუფლებისა და პოლიტიკურ ძალთა ერთმანეთის ჯიბრზე მოქმედების 30 წლიანი რეალობის შედეგია.

დავტოვოთ ეს  წარსულში და ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე! ამ განწყობით შევქმენით ჩვენ ქვეყნის განვითარების კონცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“. პროგრამული დოკუმენტი „ახალი განზომილება – რა შევხვალოთ, რომ გადავრჩეთ?“, სისტემური ცვლილებების  21-პუნქტიანი პროგრამა: “მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად“.

სწორედ ამ მიზნით ვიკრიბებით ოთხშაბათს, 30 ნოემბერს 17 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრში „მუზა“.

 

მეცნიერთა კონგრესი

28ნოემბერი,2022 წელი

                                                 

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *