მორალური გუნდი

ლუარა ნიჟარაძე: მე არც რუსეთის,არც ამერიკის,და არც ევროპის არ ვარ მეხოტბე

სადიდებელი სალხინო სიტყვა ვით გითხრა ერო,
როს ვმცირდებით,ვიქსაქსებით,
ვიფანტებით ვითარც ფანტელი,
სადიდებელი გულგასახარი
ვით მოგარგო სამშობლოვ ჩემო,
ცრუპენტელობით გაბრიყვებენ,
გცრიან საცერზე,
ქართველებიდან განდევნილი გაგიხდა ერი,
შემოგსევია წურბელები უცხოტომელთა,
გაუყიდიხარ,დაუთმიხარ,
გაუძარცვიხარ
ისევ ქართველის ,
გამყიდველი ქართველის ხელით.
ვით მოგეფერო,ვით მოგარგო სიტყვა მალამოდ,
მაშინ როდესაც მიმოფანტულა ყველგან ქართველი,
უცხოტომელებს დაუყვიათ სამშობლო ჩემი,
აჩანჩურების სათარეშო გაუხდიათ
კრწანისის ველი.
ვით მოგიბრუნდე,ან ვით მიმიღებ,ან ვით დამხვდები,
ან ვით გამიგებ ,ვით მაპატიებ,
მეც გიღალატე
უცხოობაში გავატარე თვრამეტი წელი!?
ვერც ამერიკა ,ვერც ევროპა და ვერც რუსეთი,
ვერ მიმღერებს იავნანას ტკბილი ჰანგებით,
ვერც მიმიღებენ ,
მათი ვასალი ვერც მე გავხდები.

გინდაც დამდაგეთ
გინდაც დამშანთეთ ,
გინდაც დამხვრიტეთ ,
გინდ ცეცხლზე დამწვით ამომიტვიფრეთ შანთით ჯვარები,
ოღონ ქართულად
მხოლოდ ქართულად
ოღონდ ქართულად
მხოლოდ ქართველად
ამიგუგუნეთ ლუშნუ ზარები!

ლ.ნ.2022.12 ივლისი,იტალია

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *