ტელევიზია "ქართული TV"

მიმართვა

პატივისცემით გიგზავნით მეცნიერთა კონგრესის 2022 წლის 8 თებერვლის გელათის სესიის მიმართვას, დაზუსტებულს 2023 წლის 8 თებერვალს: ერთად შევქმნათ ეროვნულსახელმწიფოებრივი განწყობის ტელევიზია

მამულიშვილთა მიერ დაწყებულ ამ კეთილშობილურ საქმეს პატრიოტი ადამიანების დიდი თანადგომა სჭირდება. პირველ ეტაპზე მინიმუმ, 500 ადამიანი ვჭირდებით, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში გარანტირებულად შევძლებთ ტელევიზია „„ქართული TV“-სთვის ყოველთვიურად, შეძლებისდაგვარად,  100-დან 500 ლარამდე შენატანის უზრუნველყოფას.

გელათში გადაწყვეტილება მივიღეთ, 2023 წლის ივნისის ბოლომდე, შევძლოთ ასეთი ადამიანების გაერთიანება ტელევიზიის ირგვლივ და პროექტის სრულყოფილად დაწყება.

თქვენი თანადგომის დიდი იმედი გვაქვს.  თქვენგან მხარდაჭერა არასდროს გვაკლდა, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით ვჭირდებით ერთმანეთს მომავლის საქართველოსთვის ბრძოლაში!

ერთად გავხდეთ დიდ მამულიშვილთა მიერ დაწყებული ამ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საქმის და ისტორიული პროცესის მონაწილე!

ქვეყნის დიდგორი ახლა გადის ხალხისთვის მართალი სიტყვის მიწოდებაზე!

 “ქართული ერთობის დარბაზის” სახელით :
რომან რურუა
ტარიელ ხარხელაური
რამაზ ყურაშვილი
სააქციო საზოგადოება ”ქართულის” სახელით :
ირაკლი მაჭავარიანი
ზურაბ ჩხაიძე
“გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” ფონდის სახელით:
ვახში ჟვანია
კობა კობალაძე
მეცნიერთა კონგრესის სახელით:
რამაზ გახოკიძე
შოთა ჩხეიძე
ერეკლე შონია
ციური გარუჩავა
ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის საორგანიზაციო ჯგუფის სახელით:
ირმა მანჯგალაძე
ინოვაციური ტექნოლოგიებისა და პროექტების ცენტრის სახელით:
ამირან აფციაური
გოჩა ცოფურაშვილი
გიორგი კეპაშვილი
ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური მისიის სახელით:
ფერდინანდ ლორთქიფანიძე
გიორგი ბენდელავა
ტელეკომპანია „”ქართულის TV” – ს მხარდამჭერი საზოგადოების სახელით:
ჯუმბერ კოპალიანი
მანუჩარ მაჩაიძე
რეზო ძოძუაშვილი
კობა ზარნაძე
ლერი უდესიანი
ტელეკომპანია “ქართულის” სახელით:
მარინე (მანანა) იმედაძე

საკონტაქტო პირები: ვახში ჟვანია – ტელ.: 577 40 71 82),
მანანა იმედაძე – ტელ.:558 14 33 32
ამირან აფციაური – ტელ.: 514 01 01 71
ერეკლე შონია 599 50 30 51
ირინა ჯიბლაძე – ტელ. 595 41 27 72

პ.ს ამ წერილის ადრესატი შეიძლება გახდეს ყველა, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება. მომდევნო წლის მაისისთვის გამოქვეყნდება სია, ვის გაუგზავნა მეცნიერთა კონგრესმა ასეთი წერილი და ვინ საკუთარი სურვილით შემოუერთდა ამ პროცესს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *