მეცნიერთა კონგრესიპროექტები
მეცნიერთა კონგრესის მიმართვა პოლიტიკური პარტიებისადმი

ბატონებო, 30 წელია, საქართველო ცხოვრობს პოლიტიკურ პარტიათა დაპირისპირების ეპოქაში. ძალაუფლებისათვის ბრძოლაში დაიკარგა საქართველო, ფეხქვეშ ითელება ხალხის ინტერესი. ჩვენს მიერ შემუშავებული სისტემური ცვლილებების პროგრამა: „მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით იარაღია ამ მიზნის მისაღწევად“, ეკუთვნის ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მას აღიარებს. გთავაზობთ, გაეცნოთ ამ პროგრამას და გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება. ჩვენი სურვილია, ეს მოხდეს 18 სექტემბრის სახალხო შეკრებამდე. ამ შეკრებაზე ყველანი ვიყოთ, როგორც რიგითი ჯარისკაცები. სახალხო შეკრებამ უნდა მოისმინოს ყველა პოლიტიკური პარტიის პოზიცია პროგრამისადმი, რეკომენდაცია მისცეს ამომრჩეველს, დაუჭიროს მხარი მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც აღიარებენ და სამოქმედოდ იღებენ მეცნიერების 21 პუნქტიან პროგრამას.
 
			