მეცნიერთა კონგრესი
პროგრამა არსებობს, სრულიად კონკრეტული და ანგარიშგასაწევი. ახლა მთავარია მისი სარეალიზაციო გზების ძებნა

გავეცანი პუბლიკაციას, ღრმა, დასაბუთებული და ეროვნული სულით გაჟღენთილი დიკუმენტია, თუმცა, სამწუხაროდ, არ ვარ დარწმუნებული, რომ მას სახელმძღვანელოდ მიიღებს მოქმედი ხელისუფლება.
ამ პროგრამით ხელისუფლებაში თავად უნდა მოვიდეს ძალა, რომელიც თვითონვე შეეცდება მის ხორცშესხმას. როგორ მოვიდეს? საკითხავიც ესაა. ამ საარჩევნო სისტემით, ამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური განწყობით, რომელიც დღეს ქვეყანაშია, ეს უკიდურესად რთული მისაღწევია.
იკვრება ჯადოსნური წრე, რომელიც უნდა გავარღვიოთ. პროგრამა არსებობს, სრულიად კონკრეტული და ანგარიშგასაწევი. ახლა მთავარია მისი სარეალიზაციო გზების ძებნა. თუ მართლა მოხერხდა ნახსენები მსოფლიო კონგრესის ჩატარება, მისი რეზოლუცია და მოთხოვნები მართლა შეიძლება იქცეს იმ ანგარიშგასაწევ ფაქტად, რომელსაც ხელისუფლება ვერ “გაატარებს”. მიზანი არსებობს. საჭიროა ბრძოლა მის მისაღწევად.