მორალური გუნდისლაიდერი

ლელა კუხიანიძე: ვზივარ და ვოცნებობ: ეს რომელი პლანეტაა

შვედეთის ყოფილი პარლამენტარია ჩემი მეზობელი და როცა ვსაუბრობთ ვეკითხები არათემატიკურსაც ხანდახან.
მარია, რატომ არ ხარ მდიდარი? შემომხედა -Vad sägar du? – რას მეუბნები?
რა ვიცი ჩემს საცოდავ ქვეყანაში 45 მილიონერია პარლამენტში ამ წუთში და შენ ისეთი საწვიმარი გაცვია ძაღლს როცა ვასეირნებთ ,მიკვირსთქო!

Lela, vi tänker om vara landet hela tiden.Vi tänker hur ska få bättre liv än vi har”
ანუ ჩვენ სულ ვფიქრობთ ქვეყანაზე და ხალხზე,რომ უკეთესად ვიყოთ ვიდრე ვართო.

მე, რა ქონებაც მქონდა პარლამენტში შესვლის დროს იმ ქონებით დავტოვე მანდატიო. ჩვენი შემოსავალი და გასავალი საშემოსვლო სამსახურმა იცის და თუ გავდიდრდით უნდა ვაჩვენოთ დეკლარაცია, როგორ!
ასე,რომ ჩვენ ბევრი ფული კი არა, ჩვენ , ბედნიერი ხალხის ყურება, გამრავლება და ერის კეთილდღეობა გვინდაო.
მარია, რატომ არ დარჩით პარლამენტში ?
ძალიან დამღლელია 4 წელი, გგონია,რომ ტოვებ 24 წელს ,იქ მოდუნება გამორიცხულია. გამუდმებული ფიქრი, საუბრები, შეხვედრები და დაკვირვებები ყველა სფეროში სადმე რამე არ გამოგვრჩეს და ხალხს დავუდოთ შედეგი,სხვაობა. ამ ყველაფერს კი მიაქვს უზღვავი ენერგია.
ჩვენ ძილი და მოსვენება არ გვაქვს.ნაყოფიერად ჩადებული 4 წლით ამაყი დავდივარ, მყოფნის, მყოფნის!
ჩვენ ვსარგებლობთ სამოქალაქო ტრანსპორტით და არ დავდივართ რესტორნებში, არ ვუგროვებთ შვილებს გაზარმაცებისთვის თითქმის არაფერს მაგრამ ვუტოვებთ, როგორ უნდა აკეთოს მისი საქმე, საქმე,რომელიც ერს , თითოეულ მოქალაქეს გააბედნიერებს.
არ გაკვირვებია ჩემი კითხვების მაგრამ არც არაფერს მეკითხება ჩემს სამშობლოზე თუმცა მიმანიშნებს: ბევრი მოდიხართ, ძალიან ბევრი თავშესაფრისთვის…..ლელა, ერთსულოვნების დიდი დეფიციტი გაქვთ ერში და არასწორი ორიენტაცია.

სულ მიკეთებს დასწრებას პარლამენტში ,როცა დახურული სხდომა არ არის. ვზივარ და ვოცნებობ:
ეს რომელი პლანეტაა

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *