მორალური გუნდი

ლუარა ნიჟარაძე: ვიყიდოთ სოფლის ნობათი და გავაძლიეროთ სოფელი.

 

იტალიიდან ახლახან სამშობლოში დაბრუნებული ფონდ “გზა ცივილიზებული სახელწმიფოსკენ” გენეტარული დირექტორი ფეისბუქ გვერდზე საჭირბოროტო პოსტს აქვეყნებს:

მეტროდან ამოსულს სათნო მოხუცმა გამიღიმა:ქალბატონო სოფლის ნობათი ხომ არ გნებავთ..??ხმა იმდენად რბილი და თავაზიანი იყო შევჩერდი.
რა ღირს კვერცხი?

40 თეთრად ვყიდი თქვენ 30 ად მოგართმევთ.
ათი კვერცხი სამი ლარი მარკეტში კი წინა დღეს ოთხ ლარად ვიყიდე და თანაც სახლში მისულმა სამი ცალი რომ შევწვი მივხვდი ხელოვნურად გამოყვანილი კვერცხი იყო.გული კინაღამ ამერია(ბოდიშით) ..დანარჩენი 7 გადავყარე.რათქმა უნდა ამ სათნო გლეხისგან სოფლის ნამდვილი კვერცხი ავიღე.კვერცხის გემოს რომ ჩაატან და თანაც იცი რას ყიდულობ.
ყველსაც ხომ არ ინებებთ ქალბატონო კილოს 5 ლარად მოგართმევთ.
1.200 გამოვიდა და ორასი “ფეშქაში “იყოსო ,რას ნიშნავს იყო ალალმართალი.
1 კგ კიტრი და მწვანილიც მიაყოლე ვუთხარი “სოფლელ გლეხს”…
ყველაფერი ლამაზად ჩალაგებული მომართვა:ინებეთ ქალბატონო სულ ათი ლარისაა.
ამ დალოცვილ ადამიანს მადლობა გადავუხადე და წამოვედი .

გზაზე ფიქრები მომეძალა.
სოფლიდან საკუთარ ეზოში მოწეული ნატურალური პროდუქტი ჰქონდა წამოღებული და ისე ალალად მოგყიდიდა უარს ვერ ეტყოდი.ის თავის მხრივ იყო გახარებული რომ პროდუქტი გაყიდა და შინ ოჯახში ცოტა ქალაქურ ნავაჭრს წაიღებდა, ცოტასაც მოინახავდა ფულს ,მე კიდევ კმაყოფილი იმით რომ ათ ლარში სულ მცირე ხუთი დღის საკმარისი პროდუქტი ვიყიდე თანაც ნატურალური სუფთა პროდუქტი.მაშინ როცა მარკეტში შესულს ოცდაათი ლარიც არ მეყოფოდა და ისიც არ იცი რა ხარისხის პროდუქტს ყიდულობ.
ძლიერი სოფელი ძლიერი ოჯახია.ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა.ამიტომაც სოფელს დიდი ყურადღება სჭირდება.სოფელი ჩვენი მარჩენალია.თუ სოფელი გაქვს ცხოვრების არ გეშინია.იცი რომ პურს შეჭამ საკუთარი ეზოთი.საკუთარი მეურნეობით.

ყველამ სოფლის ნობათი უნდა ვიყიდოთ. მივცეთ საშუალება ადამიანებს აწარმოონ სოფელში და გაყიდონ.

.ვიყიდოთ სოფლის ნობათი და გავაძლიეროთ სოფელი.

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *