"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიპარტნიორებისლაიდერი

დავფიქრდეთ,სერიოზულად დავფიქრდეთ ძალა და გონება ღირსებით ცხოვრებას უნდა და არა მონობას !

უკვე 25 წელზე მეტია, ჩვენ, „თეთრები“ საკითხს ასე ვაყენებთ:

მთავარია არა ის, თუ რა ხდება და რა დღეში ვართ, არამედ ის, თუ რატომ ` ხდება

.● ჩვენ 25 წელზე მეტია მუდმივ საარჩევნო რეჟიმში ვართ,

● 25 წელზე მეტია არნახული მასშტაბით იზრდება პოლიტიკაში სოციალური დემაგოგია…

● 25წელზე მეტია, გადარჩენას სხვაგან და ბელადში ვეძებთ…

● 25 წელზე მეტია, პოლიტიკოსები ვეგუებით გარედან მართვას.

ოცდახუთწლიანმა საარჩევნო რეჟიმმა  პოლიტიკოსებს სახე დააკარგვინა,სოციალურ დემაგოგებად აქცია…

● 25 წელზე მეტია, პარტიები იყიდებიან და მყიდველებიც ჰყავთ…

● 25 წელია საქართველოში დიდ პატივშია პარტიიდან პარტიაში მომთაბარე, მოღალატე პოლიტიკოსები…

● 25 წელია, ბიზნესის წარმომადგენლები უგულებელყოფენ ეროვნულ ძალებს, ქედს იხრიან გარედან მართვადი პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციების მედიის საშუალებების წინაშე.

ყოველივე ამის შედეგია, რომ საქართველოში პოლიტიკამ გონებაც  დაკარგა და ზნეობაც.

● 25 წელია ინტელიგენცია (თუ ამას ინტელიგენცია ჰქვია) , მიეყიდა ხელისუფლებას და იცავს მათ ხალხისგან…ამან ხელისუფლება გაათავხედა და გააბოროტა იმავდროულად…

● თითქმის 25 წელია ქართული საინფორმაცოო სივრცე ქართული აღარ არის..მეტიც,ებრძვის საქართველოს…

● 25 წელია, ქვეყანა მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს …

გამოსავალი მხოლოდ მაშინ მოიძებნება, როცა გაეცემა პასუხი კითხვას, თუ რატომ ხდება ყოველივე ეს…ერთი,რაც ზედაპირზე დევს,არის ის,რომ ამის მოთმენა მხოლოდ ღირსებადაკარგულ ადამიანებს შეუძლიათ!

ყველაზე დიდი ძალა დღეს ღირსებით  ცხოვრებას უნდა…რაც მეტი ცხოვრობს ღირსებით, მით მეტია ქვეყნის 

პერსპექტივა…მონები და უღირსონი  ქვეყანას და საკუთარ თავს,შვილებს
მომავალს ართმევენ!

საკუთარ თავს ვეუბნები ,თუ დღევანდელიბას ეგუები ,ეს თვითკვლელობაა , ქვეყნისა და ხალხის ღალატია ,ღირსების დაკარგვის ტოლფასია!

მე ბრძოლაში ვარ,25 წელზე მეტია ფორმირებადი სიყალბის და პოლიტიკური მაფიის წინააღმდეგ.. ჩემთვის მიუღებელია “მერე რა”ს პრინციპით რამეზე ,,მით უფრო , დღევანდელი უკადრებელ ყოფაზე შეგუება!

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! სჯობს რამდენიმე მორალური და პროგრესული კაცი გიჭერდეს მხარს,ვიდრე ათასები ბრმად  გიკრავდნენ ტაშს !

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *