ბიო-რაციონალური საქართველო
შეთანხმება „მეცნიერთა კონგრესის“ საბჭოსა და სს “ბიო რაციონალური საქართველო” დამფუძნებლებს შორის
(იმის გათვალისწინებით, რომ სააქციო საზოგადოებაში 45 პროცენტის მფლობელნი არიან “მეცნიერთა კონგრესის” მიერ რეკომენდირებულნი, ეს, პრაქტიკულად არის შეთანხმება 55 პროცენტის მფლობელ სასოფლო-სამეურნეო მიმართულების ფირმასთან)
პროექტი
შეთანხმება „მეცნიერთა კონგრესის“ საბჭოსა და სს “ბიო რაციონალური საქართველო” დამფუძნებლებს შორის
(იმის გათვალისწინებით, რომ სააქციო საზოგადოებაში 45 პროცენტის მფლობელნი არიან “მეცნიერთა კონგრესის” მიერ რეკომენდირებულნი, ეს, პრაქტიკულად არის შეთანხმება 55 პროცენტის მფლობელ სასოფლო-სამეურნეო მიმართულების ფირმასთან)
დასრულდა “მეცნიერთა კონგრესის” სამწლიანი პროექტის: “მეცნიერება+საკუთრება+ფინანსები+საქმის ოგანიზაცია მენეჯმენტი+ რეკლამა” პირველი წელი.
შედეგი: 70 ტონამდე ენდემური ჯიშის ხორბლების მარცვალი…
მეცნიერთა უნიკალური გუნდი…კონტაქტები აშშ-ს MAHA ჯგუფთან
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ჰერბიციდებისა და პესტიციდებისაგან დაუზიანებელი მიწა, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ორგანული თესლის, ანუ ქიმიური პრეპარატებისაგან თავისუჯფალი თესლის მოძიება, მიუხედავად იმისა, რომ მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა აგროვადების დაცვა (დაითესა პრაქტიკულად, ორი თვით გვიან) მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტის მონაწილე ერთი პიროვნება, რომელზეც პრაქტიკულად აგებული იყო მთელი პროექტი, მიზეზთა გამო გამოეთიშა პროექტს, რის გამოც ვერ მოხერხდა შესაბამისი პრეპარატის გამოყენება,..
დამოუკიდებელ მეცნიერთა აზრით, მიღწეული შედეგი არის ამ ეტაპისათვის უნიკალური: მიღებულია ენდემური ჯიშების სამი სახეობის (ახალციხის წითელი დოლი, შავფხა, კახური თეთრი დოლი) ხორბალი 65-70 ტონის მოცულობიოთ. ხაზგასასმელია, რომ საქართველოში ნიადაგის მდგომარეობა არის საშიშ ზონაში – ტყვიის რაოდენობა 12 -ს აჭარბებს, მეცნიერებმა შეძლეს მოძიებულიყო პრაქტიკულად დაუმუშავებელი ნიადაგი (ყამირი) სადაც ანალიზების მიხედვით, ტყვიის შემცველობა 0,3 ფარგლებში იყო, რამაც შესაძლებელი გახადა, მიგვეღო ხორბალი, რომლის ხარისხის ანალოგის მოძებნა საქართველოში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამას ადასტურებს არაერთი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ანალიზი და შეფასება, რომელიც გააკეთეს ცნობილმე მეცნიერებმა: ლალი ახალბედაშვილმა (ბიოლაბორატორიის ხელმძღვანელი) და ნინო ოკრიბელაშვილმა (თბილისის სახელმიფო უნივერსიტეტის მიმართულების ხელმძღვანელი – კათედრის გამგე)
ინტერესი ამ ხორბლისადმი საოცრად დიდია. ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ვისგანაც ჩვენ თესლი შევიძინეთ (3,6 ლარად), ანუ ის, ვინც ითვლება ბიოთესლის მწარმოებლად, დღეს ჩვენ გვთხოვს სრული მოსავლის შეძენას, კილოგრამს – 4 ლარად.
ამ ექსპერიმენტის პირველი წლის ერთ-ერთი უპირველესი შედეგია მეცნიერთა უნიკალური გუნდის შექმნა და ამ გუნდის კავშირები აშშ. იმ გუნდთან, რომელსაც ხელმძღვანელობს მინისტრი რობერტ კენედი ანუ იმ გუნდთან, რომელმაც შექმნა უნიკალური პროგრამა MAHA (გავხადოთ ამერიკა ისევ ჯანმრთელი). ქართული გუნდის მიერ შქმნილი სისტემა უნიკალურია, რომელიც გამოყენებული უნდა იქნას მეორე ეტაპზე. ის გულისხმობს ძირითადში, ხორბლის დათესვამდე თესლის დამუშავების სამ პროცედურას:
- ოზონით დასუფთავება ყოველგვარი ბაქტერიებისაგან
- მეოთხეფაზისეულ ანუ სტრუქტურულ წყალში ჩალბობა
- კოპროლიტებით დამუშავება ( განმარტებისთვის: კოპროლიტი არის ტყის ფოთლების გადამუშავება ჭიაყელებით, მას ეწოდება ვერმის სასუქი, რომელიც მიღებულია ქიმიური ზემოქმედებისაგან თავისუფალი ფოთლებისგან)
“მეცნიერთა კონგრესი” კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ამ შედეგების დადება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ბიზნესმენისა და მეცენატის, გოჩა ძასოხოვის მხარდაჭერა. ეს არ გახლავთ ერთადერთი პროექტი, როცა ის დადგა მეცნიერების გვერდით. ამის დასტურია სულ ორი თვის წინ გამოცემული უნიკალური წიგნი – “საქართველოს სიმდიდრეები- საქართველოს ინტეგრალური რესურსები”
გადაწყვეტილების შესაძლო ვარიანტები
- მიღებული პროდუქცია გაიყიდოს სრულად. თუ ეს მოხდება ნოემბერ-დეკემბერში, შემოსავალი 300 000-350 000 ლარის ფარგლებში იქნება.
- იღებულიპროდუქცია განაწილდეს დამფუძნებლებს შორის დაფუძნების დროს განსაზღვრული პროცენტების შესაბამისად
- “მეცნიერთა კონგრესმა” დაფაროს დანახარჯები და დივიდენდის სახით 50 000 ლარი გადასცეს 55 პროცენტის მფლობელ ფირმას (დახარჯული თანხის ანაზღაურება ოქტომბრის ბოლომე, დივიდენტის – წლის ბოლომდე)
- მიღებული მარცვლეულის ნაწილი დაითესოს (100 – 150 ჰექტარზე) და ნაწილი გაიყიდოს დათესილი ხორბლის მომსახურების მიზნით.
- ნაწილი დაითესოს (100 ჰექტარზე) და დარჩენილი იქცეს ფქვილად, ან მისგან დამზადდეს “ სამკურნალო პური”
- მიღებული პროდუქცია სრულად დაიფქვას წისქვილში და მისგან მიღებული იქნას სამკურნალო პური
- გაგრძელდეს “მეცნიერთა კონგრესის” პროექტი ორი მიმართულებით: როგორც ჯანსაღ ნიადაგზე დათესვით, ასევე და განსაკუთრებით, ჯეჯილის წარმოებისა და ფუნქციური საკვების მიღების მიზნით, დახურულ სივრცეში მეოთხეფაზისეული წყლის და კოპროლიტების გამოყენებით.
მეცნიერთა კონგრესის პოზიცია
ჩვენ ნებისმიერი ზემოთ დასახელებული შესაძლო გადაწყვეტილების მომხრე ვართ, გარდა პირველისა. რადგან ჩვენი ამოცანაა,, დასრულდეს სამწლიანი პროექტი. რამეთუ დღეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია მაგალითი კვების პროდუქტების მიღებისა ყოველგვარი პესტიციდების, ჰერბიციდების და სხვა ქიმიური საშუალებების გარეშე. ანუ ეს არის ჯანსაღი კვების პროდუქტების მირების მიმართულება, რომელიც მსოფლიოში ძლიერდებადა საქართველო შესაძლოა გახდეს ამ მიმართულებით ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანა, რადგან მიუხედავად დაბინძურების მაღალი დონისა, საქართველო კვლავ რჩება უნიკალურ ქვეყნად ოთხი მთავარი კომპონენტის მიხედვით: წყალი, მიწა, ჰაერი,, სითბო.
რეალურ მდგომარეობაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა არა მიღებული პროდუქტის რეალიზაცია, არამედ გაგრძელება პროექტის და მიღება სამკურნალო პურის და ფუნქციური საკვების. ფუნქციური საკების მიღება ხდება ჯეჯილისგან. “მეცნიერთა კონგრესის” პატრონაჟით მიმდინარეობს ექსპერიმენტი, რომლის ხელმძღვანელობას ახორციელებენ ქართველი და ამერიკელი მეცნიერები. ექსპერიმენტის შედეგები იქნება სექტემბრის ბოლოს. ყველა წინაპირობაა, რომ ეს იქნება წარმატებული პროექტი, რომლითაც განსაკუთრებულადაა დაინტერესებული ამერიკული მხარე და რეალურზე რეალურია, მიღებული იქნას არა მარტო ჯანსაღი კვების პროდუქტები, არამედ მედიკამენტები, განსაკუთრებით, ქლოროფილი.
იმის გათვალისწინებით, რომ ერთმა წელმა დიდი გამოცდილება მოგვცა, რომ შეიქმნა მეცნიერთა ძლიერი გუნდი, ამ გუნდს აქვს აშშ -ის მეცნიერთა ინოვაციური ჯგუფის დიდი მხარდაჭერა და არსებობს სახელმწიფოებრივი აზროვნების ბიზნესმენი და მეცენატი, ჩვენ ვიღებთ პროექტის გაგრძელების გადაწყვეტილებას.
მეცნიერთა კონგრესის ვალდებულებები
- ჩვენ დავეთანხმებით სააქციო საზოგადოების საკონტროლო პაკეტის მფლობელი ფირმის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, გაგრძელდეს “მეცნიერთა კონგრესის” პროექტი.
- იღებს პასუხისმგებლობას, რომ საკონტროლო პაკეტის მფლობელტან ერთად შეირჩეს ჯანსაღი ნიადაგი 100 ჰექტრის ფარგლებში და ამ ორგანული თესლის გამოყენებით მიღებული იქნას აბსოლუტურად ჯანსაღი ორგანული ხორბალი ჰექტარზე მინიმუმ 3 ტონის ფარგლებში. 100 ჰექტარზე – მინიმუმ, 300 ტონა;
- იღებს ვალდებულებას, რომ მიღებული პროდუქტის რეალიზაცია მოხდეს : მიზნობრივად – შემდგომში თესლად გამოყენების მიზნით, რამეთუ “მეცნიერთა კონგრესის” და სს “ბიო-რაციონალური საქართველოს” პოზიცია იყო და რჩება, რომ წარმოებული იქნას ჯანსაღი კვების პროდუქტები – სამკურნალო პური”.
- ზემოთ ჩამოთვლილი სამი პუნქტის შესრულება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ დაცული სრულად იქნება დაცული ხორბლის წარმოების აგროვადები. უპირველესად ის, რომ სექტემბრის ბოლოს თესლი იყოს მიწაში და დათესვამდე მინიმუმ, 1 კვირის განმავლობაში თესლის დმუშავება მოხდეს ოზონით, მეოთხეფაზისეული წყლით, კოპროლიტებით
- “მეცნიერთა კონგრესი” მზად არის უახლოეს დღეებში შედგეს: მიღებული პროდუქციის ლაბორატორიული შემოწმება, და შეკრება დამფუძნებლების მეცნიერთა მონაწილეობით, სწორედ იქ, სადაც დასაწყ0ობებულია პირველ წელს მიღებული მარცვალი. ამ შეხვედრაზე “მეცნიერთა კონგრესი” წარმოადგენს პროექტის გაგრძელების ბიზნეს-პროგრამას.
იმის გათვალისწინებით, რომ “მეცნიერთა კონგრესის” პროექტის გაგრძელების მთავარი საფუძველი – ჯანსაღი თესლი გვაქვს და რჩება პროდუქცია რომლის რეალიზებით საჭირო დანახარჯების უდიდესი ნაწილი შეიძლება იქნას მოპოვებული, დამატებითი სახსრების მოცულობა არ იქნება დიდი. მეცნკიერთა კონგრესის ბიზნეს პროგრამა სწორედ ამის გათვალისწინებით იქნება წარმოდგენილი.
სასურველია, ეს შეხვედრა შედგეს 20 სექტემბრამდე ამ დროისთვის უკვე უნდა იყოს გადაწყვეტილი მიწის საკითხი, თუ სად შეიძლება დაითესოს პროდუქცია.
6 “მეცნიერთა კონგრესი” იღებს ვალდებულებას, რომ მოხდეს ერთობლივად შერჩეული ნებისმიერი ბანკის დაინტერესება ამ პროექტით და სახელმწიფო სუბსიდირების მოპოვების მიმართულებითაც.
7. სექტემბრის ბოლოს, მეცნიერთა კონგრესი და ამ ჯგუფში ჩართული მეცნიერები ფართო საზოგადოებას წარმოუდგენენ სრულიად ახალი ექსპერიმენტის (რომელიც 3 თვეა, უკვე მიმდინარეობს) რეალურ შედეგებს, რომლის დაფინანსების პრობლემა დღეს არსებული მონაცემებით, არ არსებობს. სს “ბიო-რაციონალური საქართველო” საკონტროლო პაკეტის მფლობელის დაინტერესების შემთხვევაში, “მეცნიერთა კონგრესი” მზად არის, რომ ამ პროექტის განხორვიელება მოხდეს მისი მონაწილეობით.
8. “მეცნიერთა კონგრესს” ეჭვი არ ეპარება, რომ ეს იქნება წარმატებული პროექტი, მაგრამ თავშივე იღებს ვალდებულებას, რომ ყველაზე ცუდი ვარიანტის შემთხვევაშიც კი, სრულად იქნას დაფარული დანახარჯები და პაკეტის მფლობელმა მიიღოს მინიმუმ დანახარჯების 20%-ის შესაბამისი თანხა დივიდენდის სახით.
დასკვნის სახით
ჩვენ მზად ვართ, მოხდეს ამ და სხვა წინადადებების განხილვა პაკეტის მფლობელი მხარის მონაწილეობით, მიღებული იქნას ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილება, დარწმუნებული ვართ, მეორე მხარეც შემოგვთავაზებს მეცნიერული პროექტის გაგრძელების თანაზომად ვალდებულებებს.
5 სექტემბერი, 2025 წელი