ბიო-რაციონალური საქართველო

მეცნიერთა კონგრესი – მომავლის პროექტები

მეცნიერება+საკუთრება+ფინანსები+საქმის ორგანიზაცია (მენეჯმენტი)+რეკლამა.

პროექტი

მხოლოდ მეცნიერთა კონგრესისწევრებისა

 და ამ პროგრამის პარტნიორებისთვის

 

მეცნიერთა კონგრესი – მომავლის პროექტებ

მეცნიერება+საკუთრება+ფინანსები+საქმის ორგანიზაცია (მენეჯმენტი)+რეკლამა.

 

I პრეამბულა

„მეცნიერთა კონგრესი“ თვლის, რომ დანაშაულია, მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ ღარიბად. ამის ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევს საბჭოთა პერიოდიდან მექანიკურად, ყოველგვარი ანალიზისა და გააზრების გარეშე გადმოტანილ კონცეფციას სოციალური ბიუჯეტის თაობაზე. „მეცნიერთა კონგრესის“ პოზიცია გამოკვეთილია: ქვეყანას სჭირდება განვითარების ბიუჯეტი, მეცნიერული პროგრამები და, რაც მთავარია, არა ქუჩის რადიკალიზაცია და რევოლუციები, არამედ სწორედ ინტელექტუალური რადიკალიზაცია და ინტელექტუალური რევოლუცია. სწორედ ამას ემსახურება “მეცნიერთა კონგრესის” მთავარი საბრძოლო ამოცანა – უნდა დასრულდეს  პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა და დაიწყოს  მეცნიერების ერა. აქვე ვაკეთებთ ხაზგასმას: რაც დრო გადის,  საქართველო კარგავს იმ ინტელექტუალურ უპირატესობას, რომელიც მას ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჰქონდა  და ეს აღიარებული იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

“მეცნიერთა კონგრესის” 10-ზე მეტი წლის ექსპერიმენტებმა და რეალური მდგომარეობის ანალიზმა დაგვარწმუნა, რომ ამ მიწის, ამ წყლის, ამ ჰაერის, ამ სითბოს, ამ ბუნებრივი და ადამიანური რესურსების, გეოგრაფიული და ინტელექტუალური პოტენციალის ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნდა იყოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ ამ ქვეყანას აქვს განსაკუთრებული სულიერი მისია, თუ ამას კარგად გავაცნობიერებთ და ქვეყნის დამანგრეველი დაპირისპირებიდან გადავალთ თანამშრომლობაზე, თანამშრომლობის ჰარმონიზაციაზე.

“მეცნიერთა კონგრესის” ანალიზით, ქვეყანა კრიზისშია მაშინ, როცა დაპირისპირებაა ქვეყნის შიგნით და ეს კრიზისი მით უფრო ღრმაა, რაც უფრო მძიმე და ძლიერია დაპირისპირება. ჩვენი ქვეყნის ისტორიის ანალიზი ადასტურებს, რომ ქვეყანა მხოლოდ მაშინ გამოდიოდა კრიზისიდან, როცა დაპირისპირეული მხარეები პოულობდნენ ერთმანეთთან მისასვლელ გზებს, პოულობდნენ ძალას თანამშრომლობისთვის, ან როცა რომელიმე მეცნიერებასა და ინტელექტზე ორიენტირებული გუნდი (ძალა) ახერხებდა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის შეერთებას მეცნიერულ პროგრამებში.

სწორედ აქედან გაჩნდა “მეცნიერთა კონგრესში” „ეროვნული თანხმობის ხელისუფლების“ კონცეფცია , რომელიც პრაქტიკულად უარყვეს პოლიტიკურმა ძალებმა და ქვეყანა კრიზისის გამწვავების გზით წაიყვანეს. “მეცნიერთა კონგრესის” დიდი ნაწილი თვლის, რომ საარჩევნო პრროცესი ძირითადად, ანტიქართულია და რეალური აღმავლობა შეიძლება დაიწყოს არჩევნების შემდგომ, განახლებული ეროვნული მოძრაობით. ამის აუცილებლობაში მოაზროვნე ადამიანს დარწმუნება არ სჭირდება და შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად სჩანს, რომ დაპირისპირების დროს მთავარი საქმისთვის, სამშობლოსა და ხალხისთვის არც ხელისუფლებას, არც პოლიტიკოსებს, არც პარტიებს არ სცალიათ. მათთვის მთავარი არა ხალისა და ქვეყნის კეთილდღეობა, არამედ არჩევნები, ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ხალხსა და ქვეყანაზე ბატნობაა.

ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ. ინტელექტზე, მეცნიერიულ პროგრამებზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანამედროვე ტექნოლოგიების მოძიების და ქვეყანაში გადმოტანის გზას. სწორედ ამიტომ ჰქვია ჩვენს მთავარ პროგრამულ დოკუმენტს – “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”… სწორედ ამიტომ შეიქმნა 21-პუნქტიანი პროგრამა – “მთავარია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად”… სწორედ ამ მიზნით ჩამოყალიბდა პროგრამული დოკუმენტი: “ახალი ხედვა -რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ”… სწორედ ამ მიზანს ემსახურება   გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში მიღებული “ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინა”. .. სწორედ ეს იყო მიზანი 2006 წლის ეროვნული ყრილობის მიერ მიღებული პროგრამული დოკუმენტისა “ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო”. სწორედ ამ მიზანს ემსახურება “მეცნიერთა კონგრესის” სესიები იტალიაში, საბერძნეთსა და თურქეთში, ემიგრანტთა ყრილობა თბილისში და მიღებული გადაწყვეტილება – “საქართველოში ემიგრანტთა ოჯახების და უცხოეთში ემიგრანტთა უფლებების საერთაშორისო ლიგის” შექმნის თაობაზე.. სწორედ ამიტომ ვამბობთ:  

 

  1. მოქმედების დროა!

“მეცნიერთა კონგრესში” შექმნილია 10-მდე მაგისტრალური მიმართულების, დაწყებული ენერგიის არატრადიციული წყაროების დანერგვა-გამოყენებით, გაგრძელებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ქვეყანაში მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ორგანული პროდუქტების წარმოებით და დამთავრებული ციფრული ეკონომიკის სისტემის დანერგვით. ეს ყველაფერი განივთებულია 60-მდე კონკრეტულ პროექტში, რომელთა მოქმედებაში მოყვანას უნდა მხოლოდ პოლიტიკური ნება და მაქსიმუმ, 6 თვის განმავლობაში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გახდება მოტივირებული და დაჩქარებული ტემპებით, უკეთესობისკენ შეიცვლება ქვეყნის და ხალხის სოციალური ყოფა.

ამ ეტაპზე, ჩვენ ვსაუბრობთ სოფელთან დაკავშირებულ ეკონომიკურ პროგრამებზე, რომელთა მიზანი კონკრეტულია: 20-80 შეიცვალოს 80-20-თ, ანუ თუ დღეს ჩვენ მოხმარებული პროდუქციის მხოლოდ 20 პროცენტს ვაწარმოებთ, 4 წლისთვზე  შევძლოთ 80 პროცენტის წარმოება და, რაც მთავარია, შხამქიმიკატებისა და ჰერბიციდების გარეშე. ეს არის ეპოქალური ამოცანა, რომლის რეალიზაციასაც სჭირდება, როგორც დიდი ინტელექტუალური მობილიზება, ასევე ამ ამოცანის სრული გაცნობიერება ხალხში. შედეგი იქნება წარმოუდგენლად მასშტაბური: მინიმუმ, 1,5 მილიონი ადამიანი დასაქმებული ღირსეული ხელფასით, ანუ ყოველ ადამიანს მინიმალური პენსიით და მინიმალური ხელფასით შეეძლოს 1000 ლ. საწვავის ყიდვა (ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობას უმალავენ), საქართველოს ბიუჯეტში დამატებით მინიმუმ, 20 მილიარდი. ამ პროგრამებით რეალურია, რომ თუ დღეს მოსახლეობის 90%-ზე მეტს არ აქვს  საშუალება მიიღოს საარსებო კალათით განსაზღვრული პროდუქტების მოცულობის ნახევარიც კი, სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება და მაქსიმუმ, 10 წლის განმავლობაში, 90% დღევანდელი ღარიბი და ღატაკი მდგომარეობიდან შეუერთდება დღეს არსებულ საშუალო ფენის 7-8%-ს. 

ჩვენ ვთვლით, რომ ხელისუფლებისა და ძალაუფლებისათვის ბრძოლა კი არ უნდა იყოს მთავარი, არამედ, სწორედ ამ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პროგრამის მოქმედებაში მოყვანა.

 

III კვანტურ მექანიკაზე დამყარებული ახალი ტექნოლოგოიები სოფლის მეურნეობაში

ანალიზით დასტურდება, რომ ქვეყანაში არნახულად შემცირდა მარცვლეული კულტურების, კონკრეტულად – ხორბლის მოყვანა. თუ საბჭოთა პერიოდში ვაწარმოებდით 700 000 ტონა ხორბალს და მხოლოდ 500 000 შემოგვქონდა, მეტიც, მხოლოდ ქიზიყი აწარმოებდა 200 000 ტონას და დედოფლისწყარო 250 000, დღეს მთელს ქვეყანაში მხოლოდ 250 000 იწარმოება. სამწუხაროდ, შხამქიმიკატებით და ჰერბიციდებით და მისი შესყიდვაც კი არ ხდება. რეალობა მწარეა: 1 000 000-მდე ტონა შემოგვაქვს ქვეყნის გარედან, ძირითადად-რუსეთიდან. ხარისხი არის ძალიან დაბალი, პროდუქცია ძირითადად შხამქიმიკატებითა და ჰერბიციდებითაა მიღებული. მეტიც, ნიადაგების მდგომარეობა შხამქიმიკატებისა და ჰერბიციდების გამო, არის კატასტროფული. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, მოსავლიანობაც შემცირდება და მარტო მიწები კი არ მოიწამლება, არამედ მიღებული პროდუქციაც უვარგისი და საწამლავისკენ მიდრეკილი იქნება. ანალოგიური მდგომარეობაა მეცხოველეობაში. მარტო ერთი ფაქტიც ადასტურებს: იყო წლები, 5 მილიონზე მეტი ცხვარი გვყავდა და დღეს 1 მილიონსაც ვერ ვუახლოვდებით.

მსოფლიოში მეცნიერთა პოზიტიურმა ჯგუფებმა დაიწყეს კვანტური მექანიკის მეთოდით მარცვლეული კულტურების მიღება. ეს მეთოდი გამორიცხავს შხამქიმიკატებს და ჰერბიციდებს, ანახევრებს დანახარჯებს პროდუქციის მიღებაზე, ზრდის როგორც პროდუქციის რაოდენობას, ასევე  ნიადაგის ჰუმუსის მოცულობას. საქართველოში ამ მეთოდით მუშაობს აკად. გია ნადარეიშვილი, რომელმაც ცდები ჩაატარა ბატონების: ჯუმბერ პატიაშვილისა და რომან რურუას მიწის ნაკვეთებზე და მიიღო  უნიკალური შედეგი.  რეალური ხდება, რომ ჰექტარზე მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა 10 ტონა ხორბალი და პარალელურად, სულ რამდენიმე დღის განმავლობაში, ნიადაგის ჰუმუსი გაიზარდოს იმდენით, რამდენითაც დღეს 100 წელიწადშიც კი ვერ ახერხხებენ. ესპრაქტიკულად, რევოლუციას ნიშნავს და როგორც არაერთი მეცნიერი ამბობს, მსოფლიოს ხსნაც ამაშია. ამ ექსპერიმენტის შედეგები დადასტურდა ლაბორატორიულადაც ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე. ეს უნივერსიტეტის რექტორის, აკად. დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით  შედგა.

ბატონი გია ნადარეიშვილი, როგორც ექიმი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს უნიკალური ენდემური ჯიშების მარცვლეული კულტურების  სამრეწველო-სამედიცინო დანიშნულებით  გამოყენებას.

ბატონ ჯუმბერ პატიაშვილს, როგორც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ გამორჩეულ პრაქტიკოს-მეცნიერს დანაშაულად მიაჩნია ქვეყანაში აკად. გია ნადარეიშვილის მეთოდისადმი უყურადღებო დამოკიდებულება, მით უფრო მაშინ, როცა საზღვარგარეთის არაერთი ქვეყანა არნახულ ინტერესს იჩენს და   ბატონ გიას კი მიაჩნია, რომ ეს მეთოდი უნდა გახმაურდეს საქართველოდან. აქვე პრინციპული მნიშვნელობა აქვს ბატონი ჯუმბერის შენიშვნას, რომ ამ მეთოდის სრულყოფილად ჩატარებას სჭირდება ძლიერი ტანდემი მეცნიერის და ამ საქმეში გაცნობიერებული ორგანიზატორ-პრაქტიკოსის, ანუ ფერმერის.

 “მეცნიერთა კონგრესი”, რომელიც 5 წელია, აკვირდება ამ პროცესს და რომლის რეკომენდაციითაც უკვე 2 წელია ტელეკომპანია “ქართული TV”-ს ეთერში მიდის  გია ნადარეიშვილის საავტორო გადაცემა “მომავლის ტექნოლოგიები” – მიიჩნევს, რომ დაყოვნება დანაშაულია და იღებს გადაწყვეტილებას, სამეცნიერო-სამრეწველო კონგლომერატის შექმნის თაობაზე.

 

  1. სამეცნიერო-პრაქტიკული კონგლომერატი: მეცნიერება+საკუთრება მიწაზე+ფინანსები+საქმის ორგანიზაცია (მენეჯმენტი)+რეკლამა.

დაიწყო პრაქტიკული მოქმედება. შედგა რამდენიმე შეხვედრა “კავკასიის უნივერსიტეტის” რექტორის, მსოფლიოს უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს პრეზიდენტის, ბატონ კახა შენგელიას, ოლიმპიური და მსოფლიო მრავალგზის ჩემპიონის, ბიზნესის აკადემიის აკადემიკოსის რომან რურუას, ცნობილი ბიზნესმენის, მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის გოჩა ძასოხოვის,  სომელიეთა მსოფლიო ასოციაციის წევრის, შალვა ხეცურიანის, გამოცდილი აგრონომის ტარიელ ბარნაბიშვილის პატრონაჟით. თითქმის ყველა საკითხი გადაწყვეტის სტადიაშია. კონკრეტულ ორგანიზატორად ერთხმად იქნა დანიშნული ქალბატონი მარიამ კიკაძე, რომელმაც თბილისში დათმო თავისი სახლი, გადავიდა პატარძეულში და რამდენიმე წელია, ექსპერიმენტებით  დაადასტურა აკად. გია ნადარეიშვილის და აკად. რამაზ გახოკიძის მეთოდის წარმატებულობა. საინფორმაციო მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო ტელეკომპანიამ  “ქართული TV” და მისმა გენერალურმა დირექტორმა მანანა იმედაძემ, საჯაროდ დაადასტურა ამ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საქმისადმი თანადგომა. “მეცნიერთა კონგრესი” დარწმუნებულია, რომ ამ საქმის საინფორმაციო მხარდამჭერი კიდევ არაერთი ტელევიზია და ინფორმაციის სხვა საშუალება გახდება.

მიღებულია გადაწყვეტილება სასწრაფოდ გამოიკვეთოს  3 მიმართულება:

პირველი – უნიკალური ენდემური ჯიშების მარცვლეული და პარკოსანი კულტურების ბანკის შექმნის და აკადემიკოს გია ნადარეიშვილის მეთოდით სათესლე მასალის გამოყვანა შემდგომში მისი სამრეწველო მიმართულებით გამოყენების თვალსაზრისით;

მეორე – პირველივე ეტაპზე, დრომ რომ არ დავკარგოთ, ოქტომბერშივე 30-50 ჰექტარზე,  ქიზიყში ვიწყებთ სამწლიანი ექსპერიმენტის ჩატარება აკად. ნადარეიშვილის მეთოდის გამოცდის თვალსაზრისით.

მესამე – იმის გათვალისწინებით, რომ აკად. გია ნადარეიშვილის და აკად რამაზ გახოკიძის ექსპერიმენტებმა დაადასტურეს სიცოცხლისუნარიანობა, ჩვენ გადავდივართ ორმოსავლიან პრინციპზე ხორბალზე და ვიწყებთ ამ ექსპერიმენტის განვრცობას სხვა სახეობებზე (სიმინდი, მრავალწლიანი კულტურები). დღეს რეალურად იკვეთება სიმინდზე – ჭყონდიდსა და ქარელში.

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ექსპერტიმენტის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში, “კავკასიის უნივერსიტეტის” ბაზაზე და ზემოთჩამოთვლილ პიროვნებათა პატრონაჟით, შედგეს დიდი მასშტაბის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია.

 

V ექსპერიმენტის მართვის ორგანიზაციული სტრუქტურა

იქმნება რამდენიმე იურიდიული პირი და ექსპერიმენტის მართვის საბჭო საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის  აკადემიის პატრონაჟით.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან წარმომადგენლები “მეცნიერთა კონგრესიდან”, “კავკასიის უნივერსიტეტიდან”, სს “ქართული“-დან…

პარტნიორები: კახა შენგელია, რომან რურუა, გოჩა ძასოხოვი, მარიამ კიკაძე, ტარიელ ბარნაბიშვილი. საერთო გადაწყვეტილებით, პარტნიორთა შეთანხმებით შეიძლება დაემატოს საქმისთვის საჭირო პროფესიონალები და პრაქტიკოს-შემსრულებლები. საბჭოს თავმჯდომარეობა ეთხოვა ბატონ რურუას. 

VI ბიზნეს-პროგრამა: უნიკალური ენდემური ჯიშების მარცვლეული და პარკოსანი კულტურების ბანკის შექმნის და აკადემიკოს გია ნადარეიშვილის მეთოდით სათესლე მასალის გამოყვანა შემდგომში მისი სამრეწველო მიმართულებით გამოყენების თვალსაზრისით;
განმარტებისთვის, საუბარია:
• საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურებზე – პარკოსნებიდან: ცულისპირა, ოსპი, ძაძა, ცერცვი, მუხუდო…მარცვლეული კულტურებიდან: შავფხა, ჯავახეთის დიკა, ჩელტაზანდური (ორი სახეობა), შავი ქერი, მახობელი, გვაწაზანდური, დიკა წითელი, დიკა თეთრი, დიკა შავი, მახა (ორი სახეობა), სელი… ეს ჯიშები პრაქტიკულად, გადაშენების გზაზეა. ზოგიერთ სახეობაში მხოლოდ რამდენიმე მარცვლის მოპოვებაა შესაძლებელი. ეს უმნიშვნელოანესი საქმეს, უპირველესად, ამ ჯიშების გადარჩენის და ხაზგასმით ვამბობთ, ამ ჯიშებისგან მიღებული პროდუქციის სამკურნალო მიმართულებით გამოყენების თვალსაზრისით. ისეთი დაავადებების მკურნალობისთვის როგორებიცაა: შაქრის დიაბეტი, სისხლის დაავადებები, გულის დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, კანის დაავადებები… (ეს ყველაფერი მეცნიერულად უკვე გამოკვლეული და დადასტურებულია)
გადაწყვეტილია 15 -მდე უნიკალური ჯიშის თესლის მოპოვება ორი მიზნით:
პირველი – შეიქმნას ენდემური ჯიშების მარცვლეული კულტურების ბანკი;
მეორე – მიღებული იქნას თესლი შემდგომში სამრეწველო მიზნით პროდუქციის მიღებისთვის.
იმის გათვალისწინებით, რომ დღესდღეობით ეს სათესლე მასალა მცირეა და შეძენისთვის დიდი თანხებია საჭირო, ამიტომ პირველ ეტაპზე, აკად. გია ნადარეიშვილის მეთოდით მოხდეს ამ ჯიშების დათესვა მაქსიმუმ, 1500 – 2000 კვ.მ-ზე.

ფინანსური ანალიზი
• თესლების შეძენისთვის საჭიროა – 6000-8000 ლარი
• მიწის ფართი+ მიწის ანალიზი +დამუშავება+ პირობების შექმნა (მორწყვა, სპეციალური პრეპარატის დასხურება გია ნადარეიშვილის მეთოდით + საბოლოო პროდუქციის მიღება-დაბინავება (თითოეულ კულტურაზე მიღებული იქნება 50-100 კგ. ფარგლებში) – 10000 – 12000 ლარი
• ჯამში – 16000 – 20000 ლარი.
• ანუ ჩვენთვის მთავარია ამ ჯიშების აღდგენა-გამრავლება, რაც წარმოუდგენლად დიდ მოგებას მოგვცემს.

VII. სამწლიანი ექსპერიმენტი აკად. ნადარეიშვილის მეთოდის გამოცდის თვალსაზრისით, როგორც ხორბალზე, ასევე სიმინდზე, საერთოდ, მარცვლოვან კულტურებზე, ვენახზე

1. ქიზიყში – 30 ჰა-ზე ითესება ახალციხის «წითელი დოლი» და კახური «თეთრი დოლი»; სათესლე მასალის მოპოვების და ფინანსური შესაძლებლობების შემთხვევაში, შესაძლებელია 30 ჰა-ზე დაითესოს საშემოდგომო ჭვავი;
2. სამეგრელოში, ჭყონდიდში -მომდევნო წლის გაზაფხულზე, 42 ჰა-ზე ითესება აჯამეთის «თეთრი» და აბაშის «ყვითელი» სიმინდი;
3. ქარელის რაიონში -მომდევნო წლის გაზაფხულზე, 20 ჰა-ზე ითესება აჯამეთის «თეთრი» და აბაშის «ყვითელი» სიმინდი;
ამ ეტაპზე ვიწყებთ საშემოდგოო ხორბლის თესვას ქიზიყში.

VIII. ფინანსური ანალიზი
1 ჰექტრის სათესლე მასალა, დამუშავება საბოლოო პროდუქციის მიღების ჩათვლით – 3000 ლარი; (ინფორმაციისთვის: შხამქიმიკატებითა და ჰერბიციდებით დღეს 6 000 -7 000 ლარამდე ჯდება) ჯამში, 30 ჰა-ზე იქნება 60 000 ლარი
2. ტრანსპორტირება და შენახვა (თანხები ცვალებადია) – არაუმეტეს 14 000 ლარისა
3. პროექტის მომსახურება, რომელშიც შედის პიკაპის ტიპის მანქანის გამოყენება და შრომის ანაზღაურება 50 000 ლარი.
4. მიწის იჯარა – 10 000 ლარამდე
5. გაუთვალისწინებელი ხარჯები – 6 000 ლარი
სავარაუდო შედეგი -პირველივე ეტაპზე, თუ ბუნებრივი კატაკლიზმები არ მოხდა, 1 ჰა-ზე ვიღებთ მინიმუმ, 4 ტონამდე პროდუქციას, ყოველგვარი ქიმიკატებისა და ჰერბიციდების გარეშე. ჯამში, 30 ჰა-ზე 120 ტონა პროდუქციას. 1 კგ ფასი იქნება მინიმუმ, 3 ლარი, ანუ ჯამში მივიღებთ 360 000 ლარს.
ანუ უმაღლესი ხარისხის 120 ტონა ხორბლის თვითღირებულება შეადგენს მაქსიმუმ, 140 000 ლარის ფარგლებში, ხოლო მისი ხორბლად რეალიზაციის პირობებშიც კი, მოგება იქნება მინიმუმ, 220 000 ლარი.
თუ ჩვენ პარალელურად განვავითარებთ ფქვილად გადამუშავებას, მოგების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზრდება, ხოლო თუ განვითარდება პურის წარმოებამდე, მოგების მაჩვენებელი მინიმუმ, გაორმაგდება.

IX. მომავალთან დაკავშირებით

პირველივე სეზონის დასრულებისთანავე, ფირმის დამფუძნებლები იღებენ გადაწყვეტილებას ექსპერიმენტის დასრულების, გაგრძელების ან მისი განვრცობის თაობაზე.
• თუ გადაწყვიტეს, რომ არ ღირს ექსპერიმენტის გაგრძელება, მაშინ მიღებული პროდუქციის რეალიზაციიდან ამონაგებით იფარება გაწეული ხარჯები და დარჩენილი თანხა ნაწილდება დამფუძნებლებს შორის.
• თუ გადაწყვიტეს ექსპერიმენტის გაგრძელება, ამ შემთხვევაში, მიღებული შემოსავლის მინიმუმ 80% გამოყენებული უნდა იქნას ხორბლის წარმოების გაზრდის და სამრეწველო პოტენციალის (წისქვილი, პურის საცხობის, სავაჭრო წერტილი, დისტრიბუციის სისტემა) შექმნისთვის… ხოლო დარჩენილი 20% გამოყენებული უნდა იქნას ჭყონდიდსა და ქარელში სიმინდის მოყვანისთვის.
• ჩვენ ვაგრძელებთ ანალიზს ამ ექსპერიმენტის შედეგებიდან გამომდინარე, როგორი შედეგები შეიძლება დადგეს , როგორც მოსახლეობის იმუნური სისტემის ამაღლების, ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ამ დარგში ქვეყანის მასშტაბით კონკურენტული გარემოს შექმნის, ასევე კომპანიის ფინანსური მდგომარეობის თვალსაზრისით. პირველივე ანალიზები ადასტურებს, რომ ექსპერიმენტის წარმატების შემთხვევაში, შედეგები შთამბეჭდავი იქნება და იმ ხაზგასმასაც ვაკეთებთ, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა იქნება გამოკვეთილად შედეგიანი. ორი სეზონის შედეგებით არათუ ხარჯები იქნება დაფარული და შეიქმნება სამრეწველო პოტენციალი, არამედ პარტნიორების დივიდენდებიც სოლიდური იქნება.
• ექსპერიმენტი არის სამწლიანი. აკად. გია ნადარეიშვილს მიაჩნია, რომ 3 წლის თავზე რეალურად იქნება 10 ტონა ჰექტარზე და სრულად იქნება გაჯანსაღებული მიწა ჰერბიციდების და სასუქების გავლენისგან, ნიადაგის ჰუმუსი იქნება გაზრდილი.

დოკუმენტი შექმნილია “მეცნიერთა კონგრესის” მიერ, სამეცნიერო ცენტრებთან და უამრავ მეცნიერთან, პრაქტიკოსთან დათათბირებით, აკად. გია ნადარეიშვილის, ქალბატონ მარიამ კიკაძის და ბატონ. ტარიელ ბარნაბიშვილის წინადადებათა და მოსაზრებათა გათვალისწინებით.

9 ოქტომბერი, 2024 წელი

პ.ს. ინფორმაცია ექსპერიმენტის ჩატარების თაობაზე ეგზავნებათ: საქართველოსა და საერთაშორისო შესაბამის პროფილის სამეცნიერო ცენტრებს, ხელისუფლებ

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *