ბიო-რაციონალური საქართველო
კვანტურ მექანიკაზე დამყარებული ახალი ტექნოლოგოიები სოფლის მეურნეობაში
მეცნიერება+საკუთრება+ფინანსები+საქმის ორგანიზაცია (მენეჯმენტი)+რეკლამა.

კვანტურ მექანიკაზე დამყარებული ახალი ტექნოლოგოიები სოფლის მეურნეობაში
ანალიზით დასტურდება, რომ ქვეყანაში არნახულად შემცირდა მარცვლეული კულტურების, კონკრეტულად – ხორბლის მოყვანა. თუ საბჭოთა პერიოდში ვაწარმოებდით 700 000 ტონა ხორბალს და მხოლოდ 500 000 შემოგვქონდა, მეტიც, მხოლოდ ქიზიყი აწარმოებდა 200 000 ტონას და დედოფლისწყარო 250 000, დღეს მთელს ქვეყანაში მხოლოდ 250 000 იწარმოება. სამწუხაროდ, შხამქიმიკატებით და ჰერბიციდებით და მისი შესყიდვაც კი არ ხდება. რეალობა მწარეა: 1 000 000-მდე ტონა შემოგვაქვს ქვეყნის გარედან, ძირითადად-რუსეთიდან. ხარისხი არის ძალიან დაბალი, პროდუქცია ძირითადად შხამქიმიკატებითა და ჰერბიციდებითაა მიღებული. მეტიც, ნიადაგების მდგომარეობა შხამქიმიკატებისა და ჰერბიციდების გამო, არის კატასტროფული. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, მოსავლიანობაც შემცირდება და მარტო მიწები კი არ მოიწამლება, არამედ მიღებული პროდუქციაც უვარგისი და საწამლავისკენ მიდრეკილი იქნება. ანალოგიური მდგომარეობაა მეცხოველეობაში. მარტო ერთი ფაქტიც ადასტურებს: იყო წლები, 5 მილიონზე მეტი ცხვარი გვყავდა და დღეს 1 მილიონსაც ვერ ვუახლოვდებით.
მსოფლიოში მეცნიერთა პოზიტიურმა ჯგუფებმა დაიწყეს კვანტური მექანიკის მეთოდით მარცვლეული კულტურების მიღება. ეს მეთოდი გამორიცხავს შხამქიმიკატებს და ჰერბიციდებს, ანახევრებს დანახარჯებს პროდუქციის მიღებაზე, ზრდის როგორც პროდუქციის რაოდენობას, ასევე ნიადაგის ჰუმუსის მოცულობას. საქართველოში ამ მეთოდით მუშაობს აკად. გია ნადარეიშვილი, რომელმაც ცდები ჩაატარა ბატონების: ჯუმბერ პატიაშვილისა და რომან რურუას მიწის ნაკვეთებზე და მიიღო უნიკალური შედეგი. რეალური ხდება, რომ ჰექტარზე მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა 10 ტონა ხორბალი და პარალელურად, სულ რამდენიმე დღის განმავლობაში, ნიადაგის ჰუმუსი გაიზარდოს იმდენით, რამდენითაც დღეს 100 წელიწადშიც კი ვერ ახერხხებენ. ესპრაქტიკულად, რევოლუციას ნიშნავს და როგორც არაერთი მეცნიერი ამბობს, მსოფლიოს ხსნაც ამაშია. ამ ექსპერიმენტის შედეგები დადასტურდა ლაბორატორიულადაც ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე. ეს უნივერსიტეტის რექტორის, აკად. დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით შედგა.
ბატონი გია ნადარეიშვილი, როგორც ექიმი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს უნიკალური ენდემური ჯიშების მარცვლეული კულტურების სამრეწველო-სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებას.
ბატონ ჯუმბერ პატიაშვილს, როგორც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ გამორჩეულ პრაქტიკოს-მეცნიერს დანაშაულად მიაჩნია ქვეყანაში აკად. გია ნადარეიშვილის მეთოდისადმი უყურადღებო დამოკიდებულება, მით უფრო მაშინ, როცა საზღვარგარეთის არაერთი ქვეყანა არნახულ ინტერესს იჩენს და ბატონ გიას კი მიაჩნია, რომ ეს მეთოდი უნდა გახმაურდეს საქართველოდან. აქვე პრინციპული მნიშვნელობა აქვს ბატონი ჯუმბერის შენიშვნას, რომ ამ მეთოდის სრულყოფილად ჩატარებას სჭირდება ძლიერი ტანდემი მეცნიერის და ამ საქმეში გაცნობიერებული ორგანიზატორ-პრაქტიკოსის, ანუ ფერმერის.
“მეცნიერთა კონგრესი”, რომელიც 5 წელია, აკვირდება ამ პროცესს და რომლის რეკომენდაციითაც უკვე 2 წელია ტელეკომპანია “ქართული TV”-ს ეთერში მიდის გია ნადარეიშვილის საავტორო გადაცემა “მომავლის ტექნოლოგიები” – მიიჩნევს, რომ დაყოვნება დანაშაულია და იღებს გადაწყვეტილებას, სამეცნიერო-სამრეწველო კონგლომერატის შექმნის თაობაზე.
ბიზნეს-პროგრამა: უნიკალური ენდემური ჯიშების მარცვლეული და პარკოსანი კულტურების ბანკის შექმნის და აკადემიკოს გია ნადარეიშვილის მეთოდით სათესლე მასალის გამოყვანა შემდგომში მისი სამრეწველო მიმართულებით გამოყენების თვალსაზრისით;
განმარტებისთვის, საუბარია:
• საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურებზე – პარკოსნებიდან: ცულისპირა, ოსპი, ძაძა, ცერცვი, მუხუდო…მარცვლეული კულტურებიდან: შავფხა, ჯავახეთის დიკა, ჩელტაზანდური (ორი სახეობა), შავი ქერი, მახობელი, გვაწაზანდური, დიკა წითელი, დიკა თეთრი, დიკა შავი, მახა (ორი სახეობა), სელი… ეს ჯიშები პრაქტიკულად, გადაშენების გზაზეა. ზოგიერთ სახეობაში მხოლოდ რამდენიმე მარცვლის მოპოვებაა შესაძლებელი. ეს უმნიშვნელოანესი საქმეს, უპირველესად, ამ ჯიშების გადარჩენის და ხაზგასმით ვამბობთ, ამ ჯიშებისგან მიღებული პროდუქციის სამკურნალო მიმართულებით გამოყენების თვალსაზრისით. ისეთი დაავადებების მკურნალობისთვის როგორებიცაა: შაქრის დიაბეტი, სისხლის დაავადებები, გულის დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, კანის დაავადებები… (ეს ყველაფერი მეცნიერულად უკვე გამოკვლეული და დადასტურებულია)
გადაწყვეტილია 15 -მდე უნიკალური ჯიშის თესლის მოპოვება ორი მიზნით:
პირველი – შეიქმნას ენდემური ჯიშების მარცვლეული კულტურების ბანკი;
მეორე – მიღებული იქნას თესლი შემდგომში სამრეწველო მიზნით პროდუქციის მიღებისთვის.
იმის გათვალისწინებით, რომ დღესდღეობით ეს სათესლე მასალა მცირეა და შეძენისთვის დიდი თანხებია საჭირო, ამიტომ პირველ ეტაპზე, აკად. გია ნადარეიშვილის მეთოდით მოხდეს ამ ჯიშების დათესვა მაქსიმუმ, 1500 – 2000 კვ.მ-ზე.
ფინანსური ანალიზი
• თესლების შეძენისთვის საჭიროა – 6000-8000 ლარი
• მიწის ფართი+ მიწის ანალიზი +დამუშავება+ პირობების შექმნა (მორწყვა, სპეციალური პრეპარატის დასხურება გია ნადარეიშვილის მეთოდით + საბოლოო პროდუქციის მიღება-დაბინავება (თითოეულ კულტურაზე მიღებული იქნება 50-100 კგ. ფარგლებში) – 10000 – 12000 ლარი
• ჯამში – 16000 – 20000 ლარი.
• ანუ ჩვენთვის მთავარია ამ ჯიშების აღდგენა-გამრავლება, რაც წარმოუდგენლად დიდ მოგებას მოგვცემს.
მეორე პროექტი
სამწლიანი ექსპერიმენტი აკად. ნადარეიშვილის მეთოდის გამოცდის თვალსაზრისით, როგორც ხორბალზე, ასევე სიმინდზე, საერთოდ, მარცვლოვან კულტურებზე, ვენახზე
1. ქიზიყში – 30 ჰა-ზე ითესება ახალციხის «წითელი დოლი» და კახური «თეთრი დოლი»; სათესლე მასალის მოპოვების და ფინანსური შესაძლებლობების შემთხვევაში, შესაძლებელია 30 ჰა-ზე დაითესოს საშემოდგომო ჭვავი;
2. სამეგრელოში, ჭყონდიდში -მომდევნო წლის გაზაფხულზე, 42 ჰა-ზე ითესება აჯამეთის «თეთრი» და აბაშის «ყვითელი» სიმინდი;
3. ქარელის რაიონში -მომდევნო წლის გაზაფხულზე, 20 ჰა-ზე ითესება აჯამეთის «თეთრი» და აბაშის «ყვითელი» სიმინდი;
ამ ეტაპზე ვიწყებთ საშემოდგოო ხორბლის თესვას ქიზიყში.
ფინანსური ანალიზი
1 ერთი ჰექტრის სათესლე მასალა დამუშავება, როგორც თესლის, ასევე მიწის, რამდენჯერმე ხელოვნური მორწყვა, 8-10-ჯერ დასხურება ორგანული მასის – საბოლოო პროდუქციის მიღების ჩათვლით – 3000 ლარი; (ინფორმაციისთვის: შხამქიმიკატებითა და ჰერბიციდებით დღეს 6 000 -7 000 ლარამდე ჯდება) ჯამში, 30 ჰა-ზე იქნება 90 000 ლარი
პ.ს. ამ თანხაში შედის 40 000 ლარი თესლის ღირებულება. 30 ჰექტრისთვის საჭიროა 10 ტონა, 1 ტონის ღირებულება – 4000 ლარი,
2. ტრანსპორტირება და შენახვა (თანხები ცვალებადია) – არაუმეტეს 15 000 ლარისა
3. პროექტის მომსახურება, რომელშიც შედის პიკაპის ტიპის მანქანის შეძენა, ან დაქირავება, შრომის ანაზღაურება 80 000 – 100 000 ლარი.
4. მიწის იჯარა – 10 000 ლარამდე
5. გაუთვალისწინებელი ხარჯები – 5 000 ლარი
სავარაუდო შედეგი -პირველივე ეტაპზე, თუ ბუნებრივი კატაკლიზმები არ მოხდა, 1 ჰექტარზე ვიღებთ მინიმუმ, 4 ტონამდე პროდუქციას, ყოველგვარი ქიმიკატებისა და ჰერბიციდების გარეშე. ჯამში, 30 ჰექტარზე 120 ტონა პროდუქციას. 1 კგ ფასი იქნება მინიმუმ, 4 ლარი, ანუ ჯამში მივიღებთ 480 000 ლარს.
ანუ უმაღლესი ხარისხის 120 ტონა ხორბლის თვითღირებულება მაქსიმუმ, 200 000-220 000 ლარის ფარგლებშია, ანუ მისი ხორბლად რეალიზაციის პირობებშიც კი, მოგება იქნება მინიმუმ, 260 000 ლარი.
თუ ჩვენ პარალელურად შევძლებთ ფქვილად გადამუშავებას, მოგების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზრდება, ხოლო თუ მოვაწყობთ პურის წარმოების ინდუსტრიას, გაყიდვის ჩათვლით, მაშინ მოგების მაჩვენებელი მინიმუმ, გასამმაგდება.
მოკლე სავარაუდო ანალიზი
1 კგ ხორბლისგან მივიღებთ 800 გრ. უმაღლესი ხარისხის ფქვილს და 200 გრ. ქატოს. აქედან გამომდინარე – 120 ტ. ხორბლისგან მივიღებთ 96 ტ, ანუ 96 000 კგ ფქვილს და 24 000 კგ. ქატოს.
800 გრ. ფქვილისგან ვიღებთ 1 კგ. უმაღლესი ხარისხის პურს
96 000 კგ ფქვილისგან მივიღებთ 120 000 კგ პურს.
დღეს ასეთი ხარისხის პური ბაზარზე ღირს 1კგ. 14-18 ლარი
120 000 კგ. პური ეღირება – 1 680 000 – 2 160 000 ლარი.
აქ გასათვალისწინებელია, რომ ხორბლის დაფქვა, ტრანსპორტირება, პურად ქცევა, გაყიდვა სერიოზულ ფინანსებთანაა დაკავშირებული. მაგრამ აშკარაა, რომ როგორც მინიმუმ, 1 000 000 ლარის მოგება მაღალი კვალიფიკაციის მენეჯერის პირობებში რეალურზე რეალურია.
აქვე კიდევ მოგების ერთი საშუალება. 24 ტონა ქატო, ანუ 24 000 კგ, დღეს ბაზარზე არსებული ფასის პირობებში (1კგ – 80 თეთრი), იძლევა 192 000 ლარს.
პ.ს იმის გათვალისწინებით, რომ იქნება საგაზაფხულო და საშემოდგომო თესვა, მოგების მაჩვენებელიც შესაბამისად იცვლება,
საშემოდგომო თესვა უნდა დასრულდეს არა უგვიანეს 15 ნოემბრისა, ანუ გადაწყვეტილება მოქმედების დაწყების თაობაზე მიღებული უნდა იქნას მაქსიმალურად სწრაფად.
შეხვედრა აკადემიკოს გია ნადარეიშვილთან და მენეჯერ მარიამ კიკაძესთან მეცნიერთა ჯგუფის მონაწილეობით შესაძლებელია ხვალვე
“მეცნიერთა კონგრესი”
30 ოქტომბერი, 2024