მეცნიერთა კონგრესი
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს აკადემიკოს როინ მეტრეველს
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს
აკადემიკოს როინ მეტრეველს
ღრმადპატივცემულო ბატონო როინ,
გასულ წელს თანადგომისათვის მადლიერებით გიგზავნით ამ წერილს.
უპირველესად, გილოცავთ შობა-ახალ-წელს, გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და გაცნობებთ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ თქვენთვის კარგად ცნობილი „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის“ სარეფერენდუმოდ მომზადების პროცესს. სიამაყით ვამბობთ, რომ სწორედ მეცნიერებმა გვირჩიეს, დოქტრინას საფუძვლად დადებოდა ილია ჭავჭავაძის მიერ გელათში წარმოთქმული მოსაზრება – „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“.
ვფიქრობთ, ამ სახით უნდა მოხდეს საქართველოში დაპირისპირებიდან თანამშრომლობაზე გადასვლა. მიგვაჩნია, ქვეყნის მომავალი დაკავშირებულია მეცნიერულ პროგრამებთან და მეცნიერულ პროგრამებში ხალხის შეერთებასთან.
ტრადიციულად, მეცნიერება, მეცნიერებათა აკადემია ეროვნული საყრდენი იყო. სამწუხაროდ, პოლიტიკოსთა უმრავლესობამ ამ განწყობას ბრძოლა გამოუცხადა. საბედნიეროდ, დღეს ხალხში ბრუნდება მეცნირებისადმი ტრადიციული დამოკიდებულება. მეტიც, არნახული მხარდაჭერა მიიღო ჩვენმა პოზიციამ, რომ ქვეყანას სჭირდბა არა ქუჩის, არამედ ინტელექტუალური რევოლუცია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გელათის ტრადიციული კონგრესები.
გადაწყვეტილი გვაქვს, მიმდინარე წლის 8 თებერვალს, დავითობას, გელათის კონგრესზე საბოლოო რედაქცია მივცეთ ამ ტექსტს. გელათის შემდგომ, წარმოგიდგინოთ მეცნიერებათა აკადემიაში. შემდგომ კი, საპატრიარქოსა და საქართველოს ხელისუფლებაში. ვფიქრობთ, სწორი იქნება, თუ საქართველოს პარლამენტი განიხილავს და მიიღებს „ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დოქტრინას“.
ბატონო როინ,
ვითვალისწინებთ რა იმას, რომ გელათის ეს კონგრესი სანიშანსვეტოა, თავს უფლებას ვაძლევთ, პირადად თქვენ გთხოვოთ მონაწილეობა გელათის კონგრესის მუშაობაში და პირველი სიტყვა კონგრესზე.
გელათის კონგრესის ჩანაწერი სრულად იქნება გადაცემული ტელევიზია „ქართული TV”- ს ეთერში.
კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას. ვამაყობთ მეცნიერებათა აკადემიასთან და თქვენთან, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ მეცნიერთან და საზოგადო მოღვაწესთან მეგობრობითა და თანამშრომლობით.
„ქართული ერთობის დარბაზის“, „მეცნიერთა კონგრესის“ და ფონდ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ სახელით,
ჯუმბერ კოპალიანი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
13 იანვარი, 2025 წელი