მეცნიერთა კონგრესი

საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტს აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილს

საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტს
აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილს

ბატონო არჩილ,

გილოცავთ შობა-ახალ-წელს, გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და თანამშრომლობის დიდი სურვილით. ჩვენ გასულ წელს გაახლეთ მეცნიერთა ერთი ჯგუფის მიერ შემუშავებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის პროექტი, რომლის განხილვა დავიწყეთ გელათის კონგრესზე, გასული წლის 8 თებერვალს, დავითობას და რომელსაც საფუძვლად დავუდეთ ილია ჭავჭავაძის მიერ გელათში წარმოთქმული მოსაზრება – „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“.
ვფიქრობთ, ამ სახით უნდა მოხდეს საქართველოში დაპირისპირებიდან თანამშრომლობაზე გადასვლა. მიგვაჩნია, ქვეყნის მომავალი დაკავშირებულია მეცნიერულ პროგრამებთან და მეცნიერულ პროგრამებში ხალხის შეერთებასთან.
ტრადიციულად, მეცნიერება, მეცნიერებათა აკადემია ეროვნული საყრდენი იყო. სამწუხაროდ, პოლიტიკოსთა უმრავლესობამ ამ განწყობას ბრძოლა გამოუცხადა. საბედნიეროდ, დღეს ხალხში ბრუნდება მეცნირებისადმი ტრადიციული დამოკიდებულება. მეტიც, არნახული მხარდაჭერა მიიღო ჩვენმა პოზიციამ, რომ ქვეყანას სჭირდბა არა ქუჩის, არამედ ინტელექტუალური რევოლუცია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გელათის ტრადიციული კონგრესები.
გადაწყვეტილი გვაქვს, მიმდინარე წლის 8 თებერვალს, დავითობას, გელათის კონგრესზე საბოლოო რედაქცია მივცეთ ამ ტექსტს. გელათის შემდგომ, წარმოგიდგინოთ მეცნიერებათა აკადემიაში. შემდგომ კი, საპატრიარქოსა და საქართველოს ხელისუფლებაში. ვფიქრობთ, სწორი იქნება, თუ საქართველოს პარლამენტი განიხილავს და მიიღებს „ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დოქტრინას“.
ბატონო არჩილ,
ვითვალისწინებთ რა იმას, რომ გელათის ეს კონგრესი სანიშანსვეტოა, თავს უფლებას ვაძლევთ, პირადად თქვენ გთხოვოთ მონაწილეობა გელათის კონგრესის მუშაობაში. ჩვენთვის მნიშვნელოვნი იქნება საინჟინრო აკადემიისა და პირადად თქვენი მოსაზრებები ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დოქტრინასთან დაკავშირებით.
გელათის კონგრესის ჩანაწერი სრულად იქნება გადაცემული ტელევიზია „ქართული TV”- ს ეთერში.
კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას, სურვილს აქტიური თანამშრომლობის თაობაზე, როგორც აკადემიასთან, ასევე პირადად თქვენთან, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ მეცნიერთან და საზოგადო მოღვაწესთან, დიდი მეცნიერისა და მოღვაწის, აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის შვილთან.

„ქართული ერთობის დარბაზის“, „მეცნიერთა კონგრესის“ და ფონდ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ სახელით,
ჯუმბერ კოპალიანი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
13 იანვარი, 2025 წელი
საკონტაქტო პირები ვახში ჟვანია (ტელ.:577 40 71 82 ) ბესიკ ბოგველი (ტელ.: 595 01 65 66)

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *