მეცნიერთა კონგრესი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს
აკადემიკოს ჯაბა სამუშიას

ბატონო ჯაბა,
გილოცავთ შობა-ახალ-წელს, გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და თანამშრომლობის დიდი სურვილით გიგზავნით „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის“ პროექტს, რომელსაც საფუძვლად დავუდეთ ილია ჭავჭავაძის მიერ გელათში წარმოთქმული მოსაზრება – „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“.
ვფიქრობთ, ამ სახით უნდა მოხდეს საქართველოში დაპირისპირებიდან თანამშრომლობაზე გადასვლა. მიგვაჩნია, ქვეყნის მომავალი დაკავშირებულია მეცნიერულ პროგრამებთან და მეცნიერულ პროგრამებში ხალხის შეერთებასთან.
ტრადიციულად, დედაუნივერსიტეტი დიდი ეროვნული საყრდენი იყო. ასეთივე განწყობაა დღესაც ხალხში და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ამ საკითხზე საუბარს სწორედ თქვენ უნივერსიტეტში დავიწყებთ.
გადაწყვეტილი გვაქვს, მიმდინარე წლის 8 თებერვალს, დავითობას, გელათის კონგრესზე საბოლოო რედაქცია მივცეთ ამ ტექსტს. პირველ ეტაპზე წარვადგენთ მეცნიერებათა აკადემიაში, შემდგომ კი, საქართველოს ხელისუფლებაში. ვფიქრობთ, სწორი იქნება, თუ საქართველოს პარლამენტი განიხილავს და მიიღებს „ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დოქტრინას“.
ბატონო რექტორო,
გაახლებთ დოქტრინის პროექტის რამდენიმე ეგზემპლარს. სასურველია, შეძლოთ მონაწილეობა გელათის კონგრესის მუშაობაში პირადად თქვენ, ან აკადემიური საბჭოს რამდენიმე წევრმა. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, თუ 5 წუთის ფარგლებში, კონგრესს გაუზიარებთ თქვენს მოსაზრებას დოქტრინასთან დაკავშირებით.
გელათის კონგრესის ჩანაწერი სრულად იქნება გადაცემული ტელევიზია „ქართული TV”- ს ეთერში.
გელათში გამგზავრება მოხდება 8 თებერვალს, დილის 9:00 საათზე. კონგრესი დაიწყება 14:00 საათზე დაბრუნება მოხდება იმავე დღეს.
გთხოვთ თქვენი გადაწყვეტილება გვაცნობოთ 1 თებერვლამდე.

„ქართული ერთობის დარბაზის“, „მეცნიერთა კონგრესის“ და ფონდ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ სახელით,
ჯუმბერ კოპალიანი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
13 იანვარი, 2025 წელი

საკონტაქტო პირები ვახში ჟვანია (ტელ.:577 40 71 82 ) ბესიკ ბოგველი (ტელ.: 595 01 65 66)

პ.ს. მსგავსი შინაარსის წერილები დაეგზავნათ საქართველოში აკრედიტებულ ყველა უმაღლეს სასწავლებელის რექტორებს

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *