მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

“მეცნიერთა კონგრესის” წერილი საზმაუს გენ დირექტორს (12.01.2024)

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის

 გენერალურ დირექტორს,

ქალბატონ თინათინ ბერძენიშვილს

 

ქალბატონო თინათინ,

სამწუხაროდ მეცნიერთა კონგრესს არ მიეცა საშუალება საზმაუწყებლის ეთერიდან ეუწყებინა საზოგადოებისათვის მის მიერ დამუშავებული,  ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის პროექტების შესახებ.

ამჟამად ვემზადებით 8 თებერვალს, გელათში, დავითობაზე, ჩვენს მიერ დამუშავებული “ეროვნულ სახელმწიფოებრივი ¹დოქტრინის” საყოველთაო სახალხო განხილვისათვის წარსადგენად ქვეყნის სამეცნიერო, საგანმანათებლო და პოლიტიკური წრეების წინაშე.

გელათში დაგეგმილია დოქტრინის ტექსტის საბოლოო რედაქციის დადგენა და მისი პარლამენტისთვის გადაცემა შემდეგი განხილვისათვის.

ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ეს დოქტრინა  წარედგინოს  საზოგადოებას  მაუწყებლის  მიერ პირდაპირი ეთერით ავტორებისა და შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით. 

ქალბატონო თინათინ, გთხოვთ გამონახოთ საშუალება, უახლოეს დღეებში, იანვრის ბოლომდე, თქვენი ტელეკომპანიის ეთერიდან ვაუწყოთ საზოგადოებას მეცნიერთა კონგრესის მორიგი ინიციატივა – საქართველოს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის საყოველთაო სახალხო განხილვის და მისი დაკანონების თაობაზე.5

ასევე, გთხოვთ, უზრუნველყოთ 8 თებერვლის გელათის კონგრესის მუშაობის გაშუქება.

პატივისცემით

მეცნიერთა კონგრესის სახელით                                     ვახში ჟვანია

12 იანვარი, 2025 წელი

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *