მეცნიერთა კონგრესისლაიდერი
ვუგუშაგოთ საქართველოს!

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამ დიდ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მოძრაობაში!
“მეცნიერთა კონგრესის” გუშინდელმა,17 დეკემბრის ,გაფართოებულმა სხდომამ, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან, პირდაპირ ვთქვათ, ულტრალიბერალური და ურაპატრიოტული პოლიტიკური ძალების მიერ შექმნილი უმძიმესი კრიზისიდან გამომდინარე, ერთი მხრივ, დაადასტურა, მეორე მხრივ და,რაც მთავარია, მოქმედების საფუძვლად აქცია “ქართული ერთობის დარბაზისა”და “მეცნიერთა კონგრესის”გადაწყვეტილება ეროვნული იდეალების დაცვის მიზნით, ფართომასშტაბიანი ეროვნული მოძრაობის განახლების აუცილებლობის თაობაზე, რისთვისაც მთავარ მიმართულებებად გამოკვეთა:
- დაპირისპირების დასრულება, ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლიდან ერთმანეთისთვის ბრძოლაზე გადასვლა;
- ეროვნული მოძრაობის საფუძვლად,8 თებერვალს,დავითობას,გელათში,გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში მიღებულ “ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის” მიჩნევა და “მეცნიერთა კონგრესის” კონცეფცია-“ეროვნული თანხმობის პარლამენტის” თაობაზე;
- “მეცნიერთა კონგრესის” კრიტერიუმებით ხალხის მიერ ” თანამემამულეთა ნდობის ერთობის” (სახელწოდება პირობითია)შექმნისთვის დაწყებული მუშაობის დასრულება;
- “სახელმწიფო კაცების საკრებულოს” (გამოთქმა ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის, იდეა უწმიდესსა და უნეტარესს,ილია მეორეს) და “პარტიათა ასამბლეის” შექმნა!
გამოკვეთა კონკრეტული ვადებიც:
- იანვრის ბოლომდე, “თანამემამულეთა ნდობის ერთობის” შექმნა და 200 კაციანი სიის გამოქვეყნება…
- თებერვლის დასაწყისში ამ გუნდის შეკრება და საგურამოში,ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში”ეროვნულ- სახელმწიფოებრივი დოქტრინის” განხილვის დაწყება და მამულიშვილთა ერთობის მთავარ მიმართულებად, “ერის მამის”მიერ გელათში ნათქვამის: ” ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად !” გამოცხადება და ამის საფუძველზე ეროვნული ერთობის მიმართვის გაკეთება !
- 2025 წლის 8 თებერვალს, დავითობას,გელათში, “მამულიშვილთა ეროვნული ერთობის” გაფართოებული შეკრება,“ეროვნულ-სახელნწიფოებრივი დოქტრინის” სარეფერენდუმო ტექსტის მიღება და ეროვნული მოძრაობის მთავარი პრინციპების გაცხადება…
- 2025 წლის 31 მეტს,(სწორედ იმ დთმღეს,როცა 33 წლის წინ,საერთო სახალხო რეფერენდუმზე,სრულიად საქართველომ,პირველი მრავალპარტიული ეროვნული პარლამენტის და ზვიად გამსახურდიას წინადადებით გამოიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი),-გამოტანილი იქნას” ეროვნულ- სახელმწიფოებრივი დოქტრინა”,რომელმაც ისევე უნდა შეკრას ერთ ეროვნულ სხეულად მთელი საქართველო,როგორც ეს მოხდა 1991 წლის 31 მარტს!
- 2025 წლის 9 აპრილს უნდა გაცხადდეს რეფერენდუმის შედეგები და ხალხის, მეცნიერების მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემით უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება- 2025 წლის ოქტომბერში არჩვნების ჩატარების თაობაზე,რომელმაც ახალ პრინციპებზე დაყრდნობოთ უნდა აირჩიოს “ეროვნული თანხმობის პარლამენტი”!
შეკრებამ დაადასტურა,რომ ეს იქნება ეროვნული მოძრაობა,რომელიც შეაერთებს ეროვნულ და ზოგადკაცობრიულ იდეალებს იმ პრინციპით,რომელც,ჯერ კიდევ 2006
წელში გაცხადდა ;” სახალხო კრებაზე” თანამემამულეთა 1000 კაციან შეკრებაზე და ქვემოთ ბანერზეა გამოკვეთილად მინიშნებული !
ქვეყანაში სწორედ ხალხის მიერ, არაპოლიტიზებული ადამიანების მიერ, მეცნიერებთან ერთად იბადება ახალი ტიპის მოძრაობა,რომლის საფუძვლებს და პროგრამულ დოკუმენტებს 15-20 წელია ,დიდ მამულიშვილთა მიერ დაფუძნებული “ქართული ერთობს დარბაზი”,მეცნიერებთან,”მეცნიერთა კონგრესთან” ერთად, ბიბლიურ პრინციპზე -“მთავარში ერთობა-სადაოში თავისუფლება –ყველაფერში სიყვარული !”დაყრდნობით ამზადებდა და რომლის მიზანია ქვეყანაში დასრულდესპრიმიტიული აზროვნების ეპოქა და დაიწყოს მევმცნიერების ერა,რომ ფულისუფლების ქვეყნიდან გადავიდეთ ნიჭის ძალაუფლების ქვეყანაზე !
სწორედ ეს არის ინტელექტუალური რევოლუცია,რომლის შენდგომაც გახდება შესაძლებელი,რომ ცივილიზაციის სათავეებიდა მომდინარე ქვეყანამ, მარიამ ღვთიშობლის წილხვედრმა საქართველომ შეასრულოს დიდისულიერი მისია!
ეს არის უდიდესი ეროვნული გადაწყვეტილება,რომელსაც ვჭირდებით ყველანი, როგორც რიგითი ჯარისკაცები,ყოველგვარი ამბიციების გარეშე!
ვუგუშაგოთ საქართველოს!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამ დიდ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მოძრაობაში!
“მეცნიერთა კონგრესის ” პრეს-ცენტრი
18 დეკემბერი,2024 წელი
პ.ს.
- ამ დოკუმენტის დახვეწა- დაზუსტებაზე მუშაობა გრძელდება..მასში მონაწილეობა შეუძლია ნების მიერ დაინტერესებულ პირს ..საბოლოო სახით გაცხადდება პარასკევს 15 საათზე,”ქართული ერთობის დარბაზისა და “მეცნიერთა კონგრესის”დროში “ქართულ TV”-ზე .
- აქ ნახავთ პროგრამულ !დიკუმენტებს რომლებზე დაყრდნობითაც შეიქმნა ეს გაბედული პროგრამა…,რომელთა შექმნა დაიწყო2006 წლიდან ერთი მიზნით,რომ არსებობდეს მეცნიერული ფუნდამენტი ქვეყანაში სისტემური ცვლილებებისთვის, რომელთა გარეშეც ნებისმიერი ახალიხელისუფლება, გახდება ისეთივე, როგორიც წინა და ქვეყანაში პროგრესის ნაცვლად გვექნება რეგრესი,დაპირისპირება, მდიდარი გამდიდრდება და ღარიბი კიდევ მეტად გაღატაკდება..
2. ახალი განზომილება, ანუ რა შევცვალოთ,რომ გადავრჩეთ !
3..ხალხის წერილი ხელისუფლებას!
4.ემიგრანტთა განწყობა-გადაძახილი მომავლის საქართველოსთვის!
- სისტემური ცვლილებების 21 პუნქტიანიპროგრანა :მთაბმვარია. სამშობლო და ადამიანი,სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით,საშუალება ამ მიზნის მისაღწევად !
- საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროექტი -“ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას!
- ეროვნული თანხმობის პარლამენტის კონცეფცია ;
8.ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინა;
9.სახელმწიფო კაცების საკრებულო ;
10.კონცეფცია -“ხალხი ქირაობს ხელისუფლებას!”
11.მშვიდობის ქართული პარადიგმა!
12.მართალი ტელევიზიის კონცეფცია !
13.პარტიათა ასამბლეის კონცეფცია !
14.20-80 შევცვალოთ 80-20,ანუ,თუ დღეს სურსათის 80 პროცენტი შემოგვაქვს, 5 წელიწადში შევძლოთ მისი 20 პროცენტამდე შემოტანა,80 ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ;
- ენერგეტიკული უსაფრთხოების პროგრამა;
17.პროგრამა “ბალნეო -ტურიზმი”;
- მეამაბრეთა პრობლემის მოწესრიგების პროგრამა;
19.დემოგრაფიული მდგამარეობის . გაჯანსაღების პროგრამა ;
20.პოგრამა-“ინოვაციური საქართველო!”
21.40-მდე ეკონომიკური პროექტი-პროგრამა,რომელთა მიზანია მოკლე ერიოდში,მაქსიმუმ ერთ წელიწადში, მოსახლეობის 95 პროცენტი გახდეს მოტივირებული,ქვეყანა გადავიდეს შესახლებლის მაქსიმუმზე მუშაობის პირობებში, დასრულდესმოსახლეობის ბრძოლა არსებობისათვის,გადავიდეთ შესაძლებლობათა რეალიზაციის გარემოში!
- ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის ამ საკითხებხმზე დისკუსიისთვის,როგორც ხელისუფლებასთან პოლიტიკურ ძალებთან,სხვადასხვა ჯგუფებთან, რომელთაც შექმნეს,თუ აპირებენ სხვადასხვა მოძრაობები,ასევე საზოგადოების დაინტერესებულ ჯგუფებთან და ნებისმიერ პირივნებასთან,ვისაც კი ამის სურვილი ექნება;
- ამ პროგრამას ვუგზავნით ტელევიზიებს,საინფორმაციო საშუალებებს…ჩვენი სურვილია დასრულდეს მათ მიერ “მეცნიერთა კონგრესის” იგნორირება და მოგვეცეს საშუალება ეს პროგრამები გავაცნოთ ხალხს!