მეცნიერთა კონგრესისლაიდერი
არჩევნებით უნდა გაიმარჯვოს ხალხმა და არა პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა!
დრომ დაადასტურა, რომ „მეცნიერთა კონგრესმა“ სწორი პოზიცია აირჩია. უამრავი ადამიანი გამოგვეხმაურა. აშკარაა, რომ პარტიებს გარეთ გაცილებით მეტი საინტერესო ადამიანია მომავლის საქართველოსთვის, ვიდრე პარტიებში. კარგია, რომ მოსახლოების უდიდესი ნაწილი მიხვდა, რომ პარტიების პარლამე- ნტი, პარტიული პარლამენტი ამ ეტაპზე კონფრონტაციის გაგრძელება იქნება, რომ ქვეყნის გამარჯვების ფორმულა ხალხისა და მეცნიერების შეერთებაშია, მეცნიერულ პროგრამებთან ხალხის დაკავშირებაშია, პირველი შემოთავაზებები მართლაც რომ იმედიანია. შემოსული წინადადებებიდან გამოკვეთილად ჩანს გან- საკუთრებული მხარდაჭერა, რამდენიმე პიროვნებისადმი.
პრეზიდენტობის კანდიდატად ყველაზე მეტი ხმა ბატონ ლადო ჭანტურიას აქვს. ის მართლაც საქვეყნო კაცია, დიდი გამოცდილებით. ამჟამად ევროპის ადა- მიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლე და თბილისის სახელმწიფო უნი- ვერსიტეტის პროფესორია.
პარლამენტში არჩევისათვის ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღეს:
- ლადო პაპავამ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტო- რმა, ამჟამად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიტენტმა;
- ზურაბ ხონელიძემ – სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა, განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა;
- გურამ ქართველიშვილმა – მწერალმა, რეჟისორმა, სატელევიზიო სერია- ლის „გააგრძელე საქართველოს ისტორია“ ავტორმა;
- დემურ გიორხელიძემ – ანალიტიკოსმა, მეცნიერების დოქტორმა;
- ნიკოლოზ ჩხეიძემ – ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დიასპო- რის ხელმძღვანელმა;
- ერეკლე შონიამ – მეცნიერთა კონგრესის სპიკერმა;
- დავით თვალთვაძემ – მეცნიერების დოქტორმა;
- ანა ძაძამიამ – ახალგაზრდა პედაგოგმა;
- გია კვაშილავამ – მეცნიერების დოქტორმა, ფაზისის აკადემიის პრეზიდე- ნტმა;
- კახა შენგელიამ – მეცნიერების დოქტორმა, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, მსოფლიოს უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს თავმჯ დომარემ;
- შოთა იამანიძემ –
- ალექსანდრ რუსეცკიმ – პოლიტოლოგმა, ფსიქოლოგიის დოქტორმა;
- გიორგი თანდილაშვილმა – ფერმერმა;
- დავით გალეგაშვილმა – მეცნიერების დოქტორმა;
- ალექსანდრე კასრაძემ – იდეის „ქართული სოფელი“ ერთ-ერთმა ავტორმა
კანდიდატურების დასახელება გრძელდება, მადლობა ყველას, ვინც ჩაერთვება ამ პროცესში. ამოცანა ძალიან კონკრეტულია: საქართველოს პარლამე ნტში საჭიროა ხალხის განწყობის გამომხატველი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქვეყნის შიგნით თავისუფალი იქნება შურისძიებისგან და ქვეყნის გარეთ ვალდე- ბულებებისგან, რომელთაც გაცნობიერებული ექნებათ, ერის მამის, ილია ჭავჭავაძის შეგონება – „ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე, უნდა იმართებოდეს“ და საჭიროა „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად!“ რაც მთავარია არჩევნებით უნდა გაიმარჯვოს ხალხმა და არა პარტიებმა და პო- ლიტიკოსებმა, როგორც ეს დღემდე ხდებოდა!
ხალხის და მეცნიერების ურთიერთობამ საქართველოს სიკეთით უნდა გაამარჯვებინოს!
P.S. შემდგომი სია გამოქვეყნდება 15 ივლისისთვის, საბოლოო 5 აგვისტოსთვის.