მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ბატონ ირაკლი კობახიძეს

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
მომავლის საქართველოსთვის ერთობლივი ბრძოლის განწყობით, გაახლებთ 2026 წლის 8 თებერვალს, დავითობას, გელათის კონგრესზე განხილულ და გამოთქმულ მოსაზრებათა გათვალისწინებით გადამუშავებულ დოკუმენტებს (თან ერთვის). გელათის კონგრესი ტრადიციულია. ტარდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით. მისი ორგანიზატორია „მეცნიერთა კონგრესი“.
ჩვენი პოზიცია მუდმივად იყო დაპირისპირებიდან თანამშრომლობაზე გადასვლა და სოლიდარული პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლისათვის. ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა მიმდინარეობს აკადემიური დისკუსია ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და მომავლის პროგრამებთან დაკავშირებით. ასეთივე ხაზგასმა გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინიტრმა რამდენიმე ხნის წინ. ჩვენ ვიზიარებთ ხელისუფლების წინადადებას დისკუსიასა და დებატებთან დაკავშირებით და გიდასტურებთ მზადყოფნას მათში მონაწილეობის თაობაზე. მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საჯარო განხილვა თქვენი მონაწილეობით, სასარგებლო იქნება საზოგადოებისთვის.
გთხოვთ, მხარდაჭერას!
გელათის კონგრესის ყველა მასალის ელექტრონული ვერსია განთავსებულია ინტერნეტ -სივრცეში (ვებ.გვერდი www.civilizebuli.ge)

გელათის კონგრესის დავალებით,
თემურ ჩილაჩავა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
გია კვაშილავა მათემატიკის დოქტორი, ეკონომიკის დოქტორი
გელა ყიფიანი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
დავით სახვაძე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
მედეა აბაშიძე სააქციო საზოგადოება „ქართულის“ დირექტორი
ამირან აფციაური ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ქუთაისის ტექნიკური აკადემიის დამფუძნებელი.
ჯუბა ღებელი პოეტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქტორი
ალექსანდრე კასრაძე სოციალური დიზაინერი, ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-სასწავლო ცენტრის დირექტორი

5 მარტი, 2026 წელი
თანდართული დოკუმენტების ნუსხა და დოკუმენტები თან ერთვის

გელათის კონგრესის მიერ მიღებული დოკუმენტების ნუსხა
1. მიმართვა ხელისუფლებას გელათიდან, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიული კედლებიდან (2 ფურც)
2. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინა (5 ფურც)
3. კონკრეტული წინადადება ხელისუფლებას ქართული ბიზნესის დაცვასა და განვითარებასთან დაკავშირებით,განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის (1 ფურც.)
4. კონკრეტული წინადადება ხელისუფლებას აგრარულ საკითხებთან დაკავშირებით, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის (1 ფურც)
5. „მეცნიერთა კონგრესის“ კატეგორიული პოზიცია – „საზოგადოებამ უნდა იცოდეს!“ (4 ფურც)

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *