სიახლეებიტელევიზია "ქართული TV"
ტელეკომპანია „ქართული TV”-ს განვითარების გეგმა-კონცეფცია, რომელიც მოქმედებაში უნდა მოვიდეს ამ წლის ბოლოდან და ეტაპობრივად დასრულდეს მომდევნო წლის ბოლომდე

პროექტი
ტელეკომპანია „ქართული TV”-ს განვითარების გეგმა-კონცეფცია, რომელიც მოქმედებაში უნდა მოვიდეს ამ წლის ბოლოდან და ეტაპობრივად დასრულდეს მომდევნო წლის ბოლომდე
კონცეფცია განკუთვნილია „ქართული ერთობის დარბაზისა“ და „მეცნიერთა კონგრესის“ წევრებისათვის, ტელევიზიის აქციონერების და აქციების შეძენის მსურველთათვის, ტელევიზიის მხარდამჭერთათვის
მოგესალმებით ბატონებო,
გვინდა თქვენი ყურადღება მივაპყროთ ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ პროექტს. „მეცნიერთა კონგრესის“ ჯგუფმა ჩამოვაყალიბეთ და კონგრესის 2 დეკემბრის სხდომაზე წარმოგიდგენთ კონცეფციას ტელეკომპანია “ქართული TV“ -ს განვითარების ახალ ეტაპთან დაკავშირებით. ამ სხდომის შემდგომ, ჩვენ მას გამოვაქვეყნებთ ფართო საზოგადოებრივი განხილვისთვის, რამეთუ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც თქვენი, ასევე ეროვნულად მოაზროვნე ადამიანების მოსაზრებები. ვფიქრობთ, ამ მოსაზრებების გათვალისწინებით სრულყოფილი ეს დოკუმენტი წარვუდგინოთ „მეცნიერთა კონგრესის“ შემდგომ სხდომას, რომელიც „მეფე დავითის“ ბიზნეს-კომპლექსის ამავე დარბაზში შედგება მომდევნო კვირის 10 ან 11 დეკემბერს და განიხილავს უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ პროექტს: „ეროვნული თანხმობის ხელისუფლების“ ფორმირების თაობაზე. ეს უკანასკნელი, განხილვის შემდგომ, „მეცნიერთა კონგრესის“ სახელით, წარედგინება საქართველოს პარლამენტს.
„მეცნიერთა კონგრესის“ სხდომაზე ამ ორი საკითხის განხილვას ჩვენ შეგნებულად ვუკავშირებთ ერთმანეთს, რამეთუ ამ პროექტს, ისევე როგორც „მეცნიერთა კონგრესის“ პროექტებს: „ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის“ , 21- პუნქტიანი პროგრამის: „მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად“ და პროექტს: „საქართველოში ემიგრანტთა ოჯახების და უცხოეთში ემიგრანტთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ლიგის შექმნის თაობაზე“, სჭირდება ძლიერი, მართალი ტელევიზია, რომელსაც მოაზროვნე ადამიანების მხარდაჭერის პირობებში, უდიდესი გავლენის მოხდენის საშუალება ექნება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. მეტიც, გახდება ქვეყნის მართვის სისტემურ რელსებზე გადაყვანის წამყვანი როლი.
ამოცანა სწორედ ეს არის და ქვემოთ ჩამოყალიბებული საკითხები იძლევა მაქსიმალურ გარანტიას, რომ ეს შესაძლებელი გახდეს და ნებისმიერს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა,რელიგიური კუთვნილებისა, ასაკისა, ეროვნულობის, თუ სოციალური მდგომარეობისა, მონაწილეობა მიიღოს ამ დიდ ეროვნულ პროცესში.
სტრატეგიული საკითხები
1 შეიქმნას ტელევიზია „ქართული TV“ -ს საკონსულტაციო საბჭო სატელევიზიო საქმის ცნობილი პროფესიონალებით. (ნუგზარ რუხაძე, არჩილ გოგელია… სასურველია მოგვაწოდოთ კანდიდატურები)
- ტელევიზია „ქართული TV“ -სადმი თანადგომითა და მასთან თანამშრომლობით, მოხდეს ტელევიზიის „მეგობართა დარბაზის“ განახლება, რომელსაც საფუძვლად უნდა დაედოს თანამედროვე და შორს მიმავალი პრინციპები.
ტელევიზია რომ გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყნის მასშტაბით. ყოველთვიურად საჭიროა მინიმუმ 100 000 ლარი (ინფორმაციისთვის, სახელისუფლებო და ოპოზიციური არხები ყოველთვიურად ხარჯავენ 2 მილიონი დოლარის ფარგლებში. მეტიც, საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება 3 მილიონი დოლარია). ამიტომ, სასურველია, რომ მეგობართა რაოდენობა მინიმუმ, 1000 -ს ფარგლებში მაინც იყოს.
ეს არ არის ადვილი საქმე, მაგრამ რეალურზე რეალურია და რაც მთავარია, დღევანდე;ლ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის აუცილებელზე აუცილებელია. ტელევიზიის დამფუძნებლები, დიდი მამულიშვილები (მერაბ ბერძენიშვილი, რეზო ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, გიგა ბათიაშვილი, ომარ მხეიძე, გივი თოიძე, რეზო ბალანჩივაძე, რომან რურუა, ტარიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი, ჯუმბერ კოპალიანი…) ტელევიზიის „მეგობართა დარბაზის“ წევრობას დიდ ეროვნულ საქმედ თვლიდნენ. ეს დღეს უფრო გამოკვეთილია.
სწორედ ამიტომ, უმნიშვენლოვანესია, ერთმანეთის თანადგომით და საინტერესო ადამიანების მოძიებით, შეიქმნას ეს უნიკალური წარმონაქმნი – ტელევიზია „ქართული TV“ -ს „მეგობართა დარბაზი“. დარბაზის წევრები ავტომატურად ხდებიან პიროვნებები რომლებიც ფლობენ აქციებს, ყოველი თვის 1-დან 7 რიცხვამდე (სასურველია ამ პერიოდში, შესაძლებელია თვის ნებისმიერ სხვა რიცხვში), ტელევიზიას უწევენ ფინანსურ დახმარებას 100-დან 300 ლარის ოდენობით. შესაძლებელია სხვა სახის დახმარებები (ტექნიკური ხასიათის, აქციების მყიდველთა მობილიზება, რეკლამების განთავსება სატელევიზიო ეთერში, ცალკეული გადაცემების შემოთავაზება, ან ცალკეული გადაცემების შემოთავაზება) .
„მეგობართა დარბაზს“ ექნება რეგლამენტი, რომელშიც იქნება მინიშნებული, რა უფლებები და პრივილეგიები აქვთ „მეგობართა დარბაზის“ წევრებს. რეგლამენტი გამოქვეყნდება პირველ შეკრებამდე ერთი თვით ადრე. პირველი შეკრება იგეგმება გაზაფხულის პირველ დღეს, 1 მარტს.
- საზღვარგარეთ და ქვეყნის შიგნით, დიდ ქალაქებსა და რეგიონებში ტელევიზია „ქართული TV“ -ს წარმომადგენლობების დაფუძნება.
- 2026 წლის 8 თებერვლამდე (დავით აღმაშენებლის ხსენების დღე) მიღწეული უნდა იქნას, რომ ტელევიზია „ქართული TV“ პრაქტიკულად მაუწყებლობდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მაქსიმალურად შედიოდეს ყოველ ოჯახში, მაუწყებლობდეს მთელ მსოფლიოზე (ისე როგორც „იმედი“, „რუსთავი 2“, „ტვ1“ და სხვა სახელისუფლებო თუ ოპოზიციური არხები). პირველ ეტპზე ჩართვა უნდა მოხდეს საქარველოში არსებულ ყველა საკაბელო არხზე.
- ტელევიზია „ქართული TV“-ს, როგორც სააქციო საზოგადოების მიმართულების გააქტიურება.
ძალაში რჩება ტელევიზიის დამფუძნებელთა მთავარი პრინციპი, რომ ეს უნდა იყოს მართალი ტელევიზია, ემსახურებოდეს ქართველ ხალხსა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.
დღემდე „ქართული TV“ ერთადერთი ტელევიზიაა, რომელიც არის სააქციო საზოგადოება, ანუ ეს არის ტელევიზია, რომლის აქციების ყიდვა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და უცხოელებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით.
მთავარი ამოცანაა, შევძლოთ, რომ ამ პროექტის დამტკიცებიდან ერთი წლის განმავლობაში, შევძლოთ მნიშვნელოვნად გაიზარდოს გაყიდული აქციების რაოდენობა და 2027-ში კი უზრუნველყოფილი იყოს, რათა ყოველი ოჯახი გახდეს ტელევიზიის აქციების მფლობელი. ძალაში რჩება ტელევიზიის დამფუძნებელთა სურვილი, რომ ერთი კონკრეტული პიროვნება ვერანაირი თანხით ვერ იყიდის აქციების 4%-ზე მეტს. ანუ ძალაში რჩება მექანიზმი, რომ ეს იყოს ნამდვილად სახალხო ტელევიზია და ვერასდროს ვერავინ შეძლოს მისი ხელში ჩაგდებბა. „იუნესკო“ თვლის, რომ ეს იქნება უნიკალური მოვლენა მსოფლიო სატელევიზიო სივრცეში.
- პროფესიონალების და ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით, უნდა განახლდეს ტელევიზია „ქართული TV-ს კონცეფცია. მისი განხილვა უნდა მოხდეს „ქართული ერთობის დარბაზში“, „მეცნიერთა კონგრესში“, ტელევიზიის „მეგობართა დარბაზში“. ეს პროცესი უნდა მიდიოდეს ღიად, ტელევიზია „ქართული TV“ -ს მეშვეობით და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოს ნებისმიერ დაინტერესებულ პიროვნებას.
ზოგიერთი კონკრეტული წინადადება „ქართული TV“ -ს მაუწყებლობის შინაარსთან დაკავშირებით. (ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობი პოზიტიური ცვლილებები მოხდა, რაც შესაძლებელს ხდის, რომ მოხდეს მისი შემდგომი დახვეწა-განითარება)
- შესაძლებელი უნდა გახდეს სრულიად განსხვავებული საინფორმაციო გამოშვების მომზადება; სავარაუდო სათაურით: „საინფორმაციო გადაცემა, ანუ ის, რაზეც სხვაგან არ საუბრობენ“
- კვირის საინფორმაციო ანონსი
- დამატებითი სატელევიზიო გადაცემები და მათი კონცეფციები:
- „რასაც სხვაგან არ საუბრობენ“
- „თქვი, რაც გსურს“
- ლაივ,- გადაცემები: „აფხაზეთი, ოსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი… კავკასია
- გადაცემა ცნობადი სახეების მონაწილეობით, რუბრიკით: „მე ასე ვფიქრობ“
- „ჰაიდ-პარკის“ სატელევიზიო ვარიანტი
- ქუჩიდან პირდაპირი რეპორტაჟების ორგანიზება.
ტელევიზიის მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ამის საფუძველზე გარკვეული სიახლეების დანერგვა
- მორბენალი ნომერის (საქველმოქმედო) ამოქმედება
- არსებული გადაცემების ძირითადი ნაწილის პირდაპირ ეთერში გაშვება
- არსებული მასალის დაარქივება
- ინტერნეტმაუწყებლობაზე ლაივის კამერიდან გაშვება
- პირდაპირი ეთერის ყოველი გადაცემა გადაიცეს სრულად სოციალურ ქსელებში (ფეისბუქი, ტიკტოკი, ინსტაგრამი)
- მატერიალური ტექნიკის განახლება იმ პრინციპით, რომ შესაძლბელი გახდეს როგორც პირდაპირი ეთერების დაუბრკოლებლად გაშვება, ასევე ჩაწერების ორგანიზება.
- სტუდიების მოყვანა შესაბამისობაში
- ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, დაწყებული სატელევიზიო ბადის შექმნის ავტომატიზირებული სისტემით, დამთავრებული მსოფლიოში მიმდინარე ინოვაციური პროცესების (ხელოვნური ინტელექტი, სინთეზური ინტელექტი, პროგრამა „ოპტიმუსი“ კვანტური თეორია, ინფორმაციის მიწოდება ყოველგვარი პესტიციდებისა და ქიმიისაგან თავისუფალი ჯანსაღი კვების პროდუქტების შესახებ… ) მოსახლეობამდე მიტანა
სოციალური ქსელების გააქტიურება
- ფეისბუქ-გვერდის გააქტიურება და მაქსიმალური კონტაქტი მოსახლეობასთან
ტელევიზია „ქართული TV“ -ს პოპულარიზაცია
- დაიბეჭდოს სატელევიზიო ფლაერები, რომლებიც გავრცელდება პრესის საშუალებით, პრესის ჯიხურებში
- რეკლამის გაკეთება მუნიციპალურ ტრანსპორტში (მეტრო)
შენიშვნა: მეგობრებო, ეს არის პროექტი. ნებისმიერს აქვს საშუალება შემოგვთავაზოთ წინადადებები, მონაწილეობა მიიღოთ კონგრესის მუშაობაში (შედგება 10 ან 11 დეკემბერს 8 -ში საღამოს გამოცხადდება კონკრეტული თარიღი) ასევე სატელევიზიო განხილვებში. საბოლოო პროექტი დამტკიცდება კონგრესზე. ჩვენ ერთად ვხდებით ამ დიდი ეროვნული პროექტის მონაწილეები.
ინფორმაცია ტელევიზიის დახმარების მსურველთათვის
შპს „ქართული ტვ“ საბანკო ანგარიში
TBC ბანკი საბანკო ანგარიში GE42TB7162736020100001
ბანკის კოდი TBCBG22
დახმარების მსურველებს ასევე შეუძლიათ თანხის ჩარიცხვა TBC ბანკში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე
GE57TB7195845063300018
ტელევიზიის აქციების შეძენის მსურველთათვის:
აქციის შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, საქართველოში და მსოფლიოს ნებმისმიერ კუთხეში, ნებისმიერ ვალუტაში.
ლარის ანგარიში: ბანკის კოდი:TBCBGE 22; ანგარიშის N: GE07TB7417836020100001
დანიშნულება: სს “ქართულის” აქციების საფასური
საკონტაქტო პირი: მედეა აბაშიძე. მობ.: 599 20 60 60



