სლაიდერიტელევიზია "ქართული TV"
ტელეკომპანია “ქართული” სრულიად საქართველოს ტელევიზია!
„რასაც თქვენ ფიქრობთ და აკეთებთ, ჰაერივით სჭირდება საქართველოს! „
ილია მეორე
ტელევიზია „ქართული TV“ უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება ცნობილი მოღვაწეებისა და მამულიშვილების: აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველის, აკადემიკოსების: გიორგი კვესიტაძისა და რამაზ გახოკიძის, 101 წლის ელენე აბაშიძის, კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის, პოეტების: ტარიელ ხარხელაურის, ერეკლე საღლიანის, მეცნიერებათა დოქტორის,ეროვნული მოძრაობის ვეტერანის – ჯუმბერ კოპალიანის, კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის, მსოფლიოს უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს პრეზიდენტის – კახა შენგელიას, მხატვართა კავშირის ხელმძღვანელის – გურამ ცერცვაძის, პირველი მრავალპარტიული პარლამენტის წევრის „მრგვალი მაგიდიდან“ და მერვე მოწვევის პარლამენტის წევრის „ქართული ოცნებიდან“ –პაატა ბარათაშვილის, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონის –რომან რურუას, ცნობილი ფეხბურთელების – მურთაზ ხურცილავას, მანუჩარ მაჩაიძის და რეზო ძოძუაშვილის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ემიგრანტები საქართველოსთვის“, ქართულ-იტალიური მუსიკალური ოჯახის :ლალი ბურდულისა და დუჩო ლიმბერტის, შვედეთში მცხოვრები ლელა კუხიანიძისა და ტატო მეფარიშვილის ოჯახის ინიციატივას, ტელევიზია „ქართული TV“ -სადმი თანადგომის თაობაზე, რომ დეკემბრის თვიდან მოყოლებული, მომდევნო – 2024 წლის ბოლომდე, ყოველი თვის 1 -დან 7-რიცხვამდე, გაკეთდეს შემოწირულობები.
ჩვენ გვახარებს, რომ როგორც ამ წამოწყების ინიციატორებმა, ასევე მხარდამჭერებმა, დაადასტურეს განსაკუთრებული პატივისცემა იმ მამულიშვილებისადმი, ვინც იდგნენ ტელევიზიის შექმნის სათავეებთან. მართლაც, დიდი მადლია, შეეწიო მერაბ ბერძენიშვილის, რეზო ჩხეიძის,ანზორ ერქომაიშვილის, გიგა ბათიაშვილის, არნოლდ გეგეჭკორის, გივი თოიძის, ომარ მხეიძის და სხვათა მიერ დაწყებულ ამ კეთილშობილურ საქმეს, რომელიც საწყისშივე აკურთხა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, საოცრად დამუხტული სიტყვებით: „რასაც თქვენ ფიქრობთ და აკეთებთ, ჰაერივით სჭირდება საქართველოს!“ მხარდაჭერის პირველი, მადლიანი სიტყვები ჭაბუა ამირეჯიბმა, გურამ დოჩანაშვილმა, რეზო ჭეიშვილმა, ოტია იოსელიანმა გვითხრეს.
ამ ინიციატივას უამრავი თანამოაზრე გამოუჩნდა. უპირველესად, მას მხარს უჭერენ ჩვენი ტელევიზიის დიდი ხნის ქომაგები, რომლეთაც განსაკუთრებული მადლიერებით მივმართავთ ახალი წლის წინა დღეებში. ჩვენ დღემდე ამ ხალხით მოვედით!
როგორც ჩანს, ბევრნი ვხდებით ჩვენს ტრადიციულ მხარდამჭერებთან ერთად და ჩნდება იმედი, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ, შევქმნათ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განწყობის ტელევიზია, ტელევიზია, რომლის აქციების შეძენა შეუძლია ნებისმიერ პიროვნებას და აქციების 4%-ზე მეტს ვერანაირი ფულით ვერავინ იყიდის. ტელევიზია, რომელიც იქნება ქართული ინტერესების გამომხატველი და არ მოემსახურება არც ხელისუფლებას, არც რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას.
ჩვენთვის მთავარია, ვიყოთ ტელევიზია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რომ ვიცხოვროთ სიკეთით გამარჯვებულ საქართველოში! საქართველოში, სადაც იქნება ნიჭის უფლება და არა ფულის! ვიყოთ ტელევიზია, ეროვნული სულისა და ზოგადკაცობრიული იდეალების, ტელევიზია, რომელიც გარე სამყაროსთან ურთიერთობებს ინტელექტსა და ბიზნესზე დააფუძნებს.
დიახ, ბატონებო, ყოველი თვის 1-დან 7 რიცხვამდე თითოეული ჩვენგანი, მცირედი შემოწირულობით, ვქმნით მართალ ტელევიზიას!
დეკემბრის 1-დან 7-მდე, შემდგომში ყოველი თვის იგივე რიცხვებში, ჩვენ დიდი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პროცესის მონაწილენი ვხდებით!
ვიმეგობროთ მომავლის საქართველოსთვის! „ქართული TV” – ეს თქვენი, სრულიად საქართველოს ტელევიზიაა!
ინფორმაცია “ქართული TV” -ს დახმარების მსურველთათვის
ყველას, ვისაც სურს გვერდში დაუდგეს ტელეკომპანია “ქართულ TV” -ს .
ტელევიზიის საბანკო ანგარიშია:
TBC ბანკი
ბანკის კოდი TBCBG22
მიმღების დასახელება: შპს ქართული ტვ
საბანკო ანგარიში GE42TB7162736020100001
გადარიცხვა შეგიძლიათ პროექტ “, გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” მხარდაჭერის ფონდის ანგარიშზე:
„გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდის ანგარიშები.
ანგარიში ლარებში: სს ლიბერთი ბანკი GE66LB0115181809573000;
USD: Liberty Bank GE39LB0115181809573001;
EUR: სს ლიბერთი ბანკი GE12LB0115181809573002
ბანკის კოდი:LBRTGE22
ასევე, გადმორიცხხხვა შესაძლებელია უცხოეთიდან პირადად ბატონივახშიჟვანიას სახელზე: ვახში ჟვანია ( პასპორტში:vakhshi Jvania)ტელევიზიის გენერალური დირექტორისმანანაიმედაძე ,პასპორტში Marine Imedadze ს სახელზე
საკონტაქტო პირები : ვახში ჟვანია +995 57740 71 82
მარინე (მანანა) იმედაძე: +995 558 143 332
NCLE GZA TSIVILIZEBULI SAKHELMTSIPOSKEN MKHARDACHERIS PONDI
USD: Liberty Bank GE39LB0115181809573001
EUR: Liberty Bank GE12LB0115181809573002
LBRTGE22
ქართული TV” –ს აქციების შეძენის მსურველთათვის:
ერთი აქციის ღირებულება შეადგენს 50 ლარს. მისი შეძენა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, საქართველოში და მსოფლიოს ნებმისმიერ კუთხეში, ნებისმიერ ვალუტაში.
ლარის ანგარიში:
ბანკის კოდი:TBCBGE 22
ანგარიშის N: GE07TB7417836020100001
სავალუტო ანგარიში:
ბანკის კოდი:TBCBGE 22
ანგარიშის N: GE24 TB7417836120100002
ერთი აქციის ღირებულება 50 ლარი
დანიშნულება: სს “ქართულის” აქციების საფასური