მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

(რეზონანსი) მეცნიერთა კონგრესის წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

 

ბატონო პრემიერო,

მეცნიერთა კონგრესის სახელით, გამოვხატავთ ღრმა პატივისცემას  და ასეთივე განწყობით გაახლებთ დავით აღმაშენებლის 950 წლისთავისადმი მიძღვნილი გელათის                                     8 თებერვლის კონგრესის მიმართვას.

საზოგადოებაში, განსაკუთრებით სამეცნიერო და შემოქმედებით წრეებში ბევრს უკვირს, არ გამოვრიცხავთ, თქვენც გიკვირდეთ, რომ წერილს გიგზავნით მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, გამოგზავნილი 30-ზე მეტი საქმიანი წერილი და წინადადება სრულად არის იგნორირებული სახელისუფლებო დონეზე.

ჩვენ მყარად ვდგავართ ჩვენს  პოზიციაზე და მომავალშიც ასე მოვიქცევით, რადგან, ჩვენ გწერთ არა პირად, არამედ ხალხის პრობლემებზე. თქვენდამი წერილით მომართვა დასტურია იმისა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ხალხის არჩევანს, დარწმუნებული ვართ, რომ ხელისუფლებაც პასუხისმგებლობით  მოეკიდება მათდამი ხალხის მიერ გამოხატულ ნდობას.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ  ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და ხელისუფლებაში ყოფნა კი -ხალხის და ქვეყნის მსახურება. დღევანდელობის ანალიზით ვრწმუნდებით, რომ ხალხის, ხელისუფლებისა და ეკლესიის თანამშრომლობის გარეშე, ქვეყნის მომავალი გაურკვეველი იქნება. ვღელავთ იმის გამო, რომ  დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ხელისუფლებებს დესტრუქციულთან დაპირისპირება ურჩევნიათ კონსტრუქციულთან თანამშრომლობას.

მეცნიერთა კონგრესში მიგვაჩნია, რომ ბრძნული ცვლილებებია საჭირო, რათა ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი პოტენციალის გახსნა და გამოყენება. მეცნიერთა კონგრესის პროგრამები სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

იმედს ვიტოვებთ, რომ მეფეთმეფე დავითის 950 წლისთავისადმი მიძღვნილი გელათის კონგრესის მიმართვა სათავეს დაუდებს ხელისუფლების, პოლიტიკური ძალების და მეცნიერების  კონსტრუქციულ თანამშრომლობას ქვეყნის სასიკეთოდ.

სწორედ, ამ მიზნით გიგზავნით წერილს მიმართვით და გიწვევთ  წარმომადგენლობით შეხვედრაზე 14 მარტს, 14 საათზე ბიზნეს-კომპლექსში – „მეფე დავითი“ (ალექსიძის N 12)

ბატონო პრემიერო,

თქვენ თუ სურვილი გექნებათ და საჭიროდ ჩათვლით აღნიშნულ დრომდე ჩვენთან შეხვედრას – მზად ვართ შეგხვდეთ! ჩვენ წარმოგიდგენთ ქვეყნის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს კონკრეტულ პროექტებს.

პატივისცემით,

ერეკლე შონია – კონგრესის სპიკერი, სამყაროსა და ადამიანის ურთიერთობათა  მკვლევარი

ამირან აფციაური – მეცნიერებათა დოქტორი, ფიზიკოსი.

გიორგი ბენდელავა – სოფლის მეურნეობის პროდუქტთა ტექნოლოგი,  აფხაზეთიდან ლტოლვილი                ჯუმბერ კოპალიანი – მეცნიერებათა დოქტორი,  ისტორიკოსი

ვახში ჟვანია –  მეცნიერებათა დოქტორი, კიბერნეტიკოსი

მურმან ქურიძე  – მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ ტექნოლოგი

თეიმურაზ შაშიაშვილი  – გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პოლიტიკოსი

მალხაზ ცისკარიშვილი – მეცნიერებათა დოქტორი, ინჯინერ მექანიკოსი

გოჩა ცოფურაშვილი  – მეცნიერებათა დოქტორი, ეკონომისტი

 

22 თებერვალი, 2023 წელი

 

წერილი ჩაბარდა პრემიერ-მინისტრის კანცელარიას 2023 წლის 24 თებერვალს ,  გამოქვეყნდა “რეზონანსის” 24 თებერვლის ნომერში

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *