მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

დავით აღმაშენებლის 950 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გელათის 8 თებერვლის მეცნიერთა კონგრესის მიმართვა

• თანამემამულეებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ქვეყნის ნამდვილ მეგობრებს – მხარდაჭერისთვის;
• საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას და შემოქმედებით ინტელიგენციას – განხილვისა და დისკუსიისთვის;
• ქვეყნის ხელისუფლებას – პოზიციის საჯაროდ გამოხატვისა და გადაწყვეტილებების მისაღებად;
• საინფორმაციო საშუალებებს – საჯარო განხილვისთვის;
• ბაგრატოვანთა სამეფო კარს – თანხმობისთვის.

1. 2023 წელი გამოცხადდეს დავით აღმაშენებლის წლად. სამთავრობო დონეზე დამტკიცდეს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა, მომზადდეს დოკუმენტები „იუნესკოში“ წარსადგენად, ამ წლის საერთაშორისო დონეზე აღნიშვნის მიზნიღ;
2. წმინდანი მეფის , დავით აღმაშენებლის ძეგლი დაბრუნდეს იმ მოედანზე, სადაც მისი აღმართვა აკურთხა საქართველოსკათლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ;
3. ბაგრატოვანთა სამეფო გვარი ქვეყნის წინაშე ისტორიული დამსახურებისთვის, შეტანილ იქნას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში;
4. გაიგზავნოს შესაბამისი თხოვნა «იუნესკოში» ბაგრატოვანთა სამეფო გვარის მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად;
5. საქართველოში უნდა არსებობდეს ქალაქი ბაგრატიონი. დაიწყოს დისკუსია ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების მონაწილეობით, ამ საკითხთან დაკავშირებით.
6. მოხდეს ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაცია „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ მსოფლიო კონგრესის ჩასატარებლად;
7. ხელისუფლების ორგანიზებით, მეცნიერების და საზოგადოების ფარო წარმომადგენლობით, შემუშავდეს „ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინა“;
8. , სახელისუფლებო დონეზე, როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტში, მოხდეს მეცნიერთა კონგრესის მიერ შემუშავებული პროგრამის :“მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად“ – განხილვა.
P.S. მეცნიერთა კონგრესი მიიჩნევს, რომ საკითხის განხილვა და დისკუსია უნდა დასრულდეს მოკლე პერიოდში და გამოთქვამს მზადყოფნას ყველა დაინტერესებულ ორგანოს თუ პიროვნებას ეწვიოს ამ საკითხების განხილვისა და დამატებითი ინფორმაციის გაზიარების მიზნით.
მეცნიერთა კონგრესის საბჭო
გელათი, 8 თებერვალი, 2023 წელი

ელ.ფოსტა.: metsnierta.kongresi@gmail.com
civilizebuli@gmail.com
ვებ.გვერდი: www.civilizebuli.ge

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *