"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისიახლეები
ტელეკომპანია „ქართული TV“ -ს საახალწლო საჩუქარი საქართველოს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, ქართულ სოფელს, ქართულ ბიზნესს

ტელეკომპანია „ქართული TV“ , ერთგულია რა, დიდ მამულიშვილთა მიერ შექმნილი ფუნდამენტური დოკუმენტის, „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ და ამ დოკუმენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნის, „მართალი ტელევიზიის“ აუცილებლობის თაობაზე მომავლის საქართველოსთვის, მისი დამფუძნებლის, „ქართული ერთობის დარბაზის“, სააქციო საზოგადოება „“ქართული“-ს , ფონდ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“, „მეცნიერთა კონგრესის“ , ტელევიზიის მეგობართა დარბაზის მხარდაჭერით, დგამს გაბედულ ნაბიჯს და იღებს გადაწყვეტილებას :
1. მხარი დაუჭიროს ქართულ ბიზნესს და ქართული პროდუქციის რეკლამა განახორციელოს სიმბოლურ ფასად (კანონით დაუშვებელია რეკლამის უფასოდ განთავსება)
2. საქართველოს მოსახლეობასთან, ემიგრაციასთან ღია დიალოგის უზრუნველყოფის მიზნით,ასევე სიმბოლურ ფასად სთავაზობს საეთერო დროს:
• ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების და მთელი სახელისუფლებო ვერტიკალის ყველა ორგანოს (პრეზიდენტის აპარატი, მთავრობა, პარლამენტი უზენაესი სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო , სამინისტროები, უწყებები, სამხარეო ადმინისტრაციები… თბილისის მერია, მუნიციპალიტეტები, სოფლები)
• ხალხის მიერ არჩეულ ორგანოებს და მათ წევრებს (პარლამენტი, საკრებულოები, პარლამენტისა და საკრებულოების წევრები);
• რეგისტრირებულ ყველა პოლიტიკურ პარტიას, დაკანონებული კვალიფიციურისა და არაკვალიფიციურის მიუხედავად;
• მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, საინჟინრო აკადემიას, ეკოლოგიურ და დარგობრივი მიმართულების ყველა აკადემიას… გელათის მეცნიერებათა და ისტორიული მიმართულების სხვა აკადემიებს;
• შემოქმედებით კავშირებს;
• ქართული ფილმებისა და თეატრალური წარმოდგენების ავტორებს;
• ბეჭდვით მედიას (ნებისმიერ გაზეთს, ჟურნალს;
• ქართულ ლიტერატურაზე მომუშავე გამომცემლობებს;
• სპორტულ ფედერაციებს, სპორტულ ორგანიზაციებს;
• უმაღლეს სასწავლებლებს და სამეცნიერო მიმართულების ინსტიტუტებსა და დაწესებულებებს;
• ყველა პროფილისა და მიმართულების პროფკავშირებს;
• ადვოკატთა ასოციაციას;
• სამედიცინო საზოგადოებებსა და დაწესებულებებს;
• ახალგაზრდულ ორგანიზაციებს;
• საბანკო სექტორს;
• უცხოეთში მოქმედ ქართულ დიასპორებს;
• ეროვნული უმცირესობების ასოციაციებს და ორგანიზაციებს.
3. ყოველგვარი ფინანსების გარეშე, კვირაში ერთხელ, უზრუნველვყოფთ , რომ ყოველ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, 1-2 წუთის ფარგლებში სათქმელი უთხრას საქართველოს.
4. მოქალაქეთა ჯგუფებს, რომელთაც გააჩნიათ იდეები და პროგრამები: სამუშაო ადგილების შეხმნის, მართვის სისტემის სრულყოფის , ეროვნული პროდუქციის წარმოების, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების, ეკონომიკის გაძლიერების მიზნით;
ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ მას შემდგომ, რაც შესაძლებელი გახდა ტელეკომპანია „ქართული“ -ს გადაცემების ნახვა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, „აზერსატ“ – ის სატელიტური მაუწყებლობის მეშვეობით.
ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ყველა პროვაიდერი შეასრულებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნას, რომ სატელიტურ მაუწყებლობაზე მყოფი ტელეკომპანია „ქართული TV“ ჩართოს . ასევე გვინდა ვიფიქროთ, რომ „სტერეო +“.რომლის მეპატრონეც გახლავთ დეპუტატი დავით ზილფიმიანი, ტელეკომპანია „ქართულს“ ჩასვამს სისტემაში, რომ პრაქტიკულად, ნებისმიერ მოქალაქეს და ოჯახს საქართველოში და ყველა დაინტერესებულ პიროვნებას მსოფლიოში, ექნება საშუალება, უყუროს ჩვენს ტელეარხს.
ჩვენ გვეამაყება, რომ მიუხედავად ურთულესი ფინანსური სიძნელეებისა, ერთგული ვართ დიდ მამულიშვილთა გადაწყვეტილების, რომ სააქციო საზოგადოების აქციების 4%-ზე მეტის ყიდვა შეუძლებელი იყოს ნებისმიერი მოცულობის ფინანსები და ამავე დროს, აქციების ყიდვა შეეძლოს ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და ნებისმიერ ვალუტაში.
ეს რეალურად ნიშნავს, რომ ტელევიზიის მეპატრონე ვერანაირი ფულის ფასად ვერ გახდება ვერც კონკრეტული პიროვნება და ვერც პიროვნებათა ჯგუფი, მისი მფლობელი ვიქნებით ყველა აქციონერი და სრულიად განსხვავებული, ძლიერი სიტყვა ექნება ნებისმიერ აქციონერს, თუნდაც ერთი აქციის მფლობელს.
21-ე საუკუნის დიდგორი მართალ სიტყვაზე გადის და ეს საჩუქარიც სწორედ ამ დიდ პროცესში მონაწილეობის პასუხისმგებლობას ნიშნავს!
ტელეკომპანია „ქართული TV“ მის მეგობრებთან და მხარდამჭერებთან ერთად გილოცავთ შობას, ახალ წელს და მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე ველოდებით ყველა ზემოთჩამოთვლილთა ჩართვას ამ დიდ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ პროცესში. შედეგებს გელათის ტრადიციულ კონგრესს წარვუდგენთ 2023 წლის 8 თებერვალს, დავითობას.
ტელეკომპანია „ქართული TV“ – ს გენერალური დირექტორი მანანა იმედაძე
ქართული ერთობის დარბაზის და სს „ქართული” – ს სახელით რომან რურუა
ირაკლი მაჭავარიანი
ფონდ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოეკენ“ სახელით ვახში ჟვანია
მეცნიერთა კონგრესის სახელით ერეკლე შონია
ტელევიზიის მეგობართა დარბაზის სახელით ჯუმბერ კოპალიანი

