პროექტები

მოღვაწე – “ქართული ერთობის დარბაზის დამფუძნებელთა მიმართვა რომან რურუასადმი მისი 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით

 

მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში“

12 აგვისტოს დიდგორობას, გამოქვეყნებული რომან რურუას ეს წერილი მართლაც, პროგრამულია . ჩვენ, მისი მეგობრები ვამაყობთ ამ ნააზრევით.

დიდმა მამულიშვილმა, მერაბ ბერძენიშვილმა, როცა ის წაიკითხა, აღტაცებულმა თქვა: „|ვიცოდი, რომ ლეგენდარული მოჭიდავე იყო, მაგრამ ეს წერილი ადასტურებს. რომ ის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე , ილია ჭავჭავაძის ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, სახელმწიფო კაცია, მოღვაწეა!“

რომან რურუა მართლაც, საქვეყნო კაცია, საამაყო. მასთან მეგობრობა პატივია , სასიამოვნოა და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა.

ჩვენ, სწორედ ქვეყნისადმი პასუხისმგებლობით მოვაწერეთ ხელი დიდი მამულიშვილის, რეზო ჩხეიძის სახლში „მოქმედების მანიფესტს – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიოანებული სახელმწიფო“ – სამეცნიერო წრეეებში მას ბოლო პერიოდის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ეროვნული პროგრამული დოკუმენტი უწოდეს.

რომან რურუამ „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესის გელათის, თბილისის, ბათუმის და გორის სესიებს წარუდგინა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან დათათბირებული და მისგან ლოცვა-კურთხევა მიღებული, ჩვენი საერთო გადაწყვვეტილება შოთა რუსთაველის 850 წლისთავის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნისა და ყოველტა  ქართველთა , საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის მოწვევის თაობაზე.

ჩვენს განსაკუთრებულ გაკვირვებას იწვევდა და იწვევს ბატონი რომანის მსჯელობის მრავალმხრივობა და სიღრმე. კონკრეტული პრობლემების  განხილვისას ის, მართლაც, ოსტატურად აჯერებს ერთმანეთში – ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან… ისტორიულ გამოცდილებასთან, დიდი ფილოსოფოსებისა და მოაზროვნეების შეხედულებებთან.

თავზარდამცემი იყო ქართული ბაზრის ანალიზი, რომელიც ასე დააამთავრა : „მსოფლიო ბაზარზე გვინდა გასვლა და საკუთარ ქვეყანაში დავკარგეთ  ბაზარი… ქვეყანა წალეკა უცხოურმა ულიცენზიო პროდუქციამ… საქართველო ვაქციეთ იმპორტის ბაზრად. ჩვენ კი ნედლეული გაგვაქვს, ანუ ქვეყანაში შემოტანილი პროდუქციით და ქვეყნის გარეთ გატანილი ნედლეულით , სამუშაო ადგილებს ვქმნით უცხოეთში, საკუთარი ხალხი კი უმუშევრობისთვის გავწირეთ./ სამუშაო ადგილები ჯართად ვაქციეთ, ვანადგურებთ ლარს… ღვინის, ვაზის და  წყლის დღევანდელი ფასებითაც კი ვკლავთ საკუთარ ეკონომიკას, უარესი – გაძვირებას აპირებენ!“

ბატონი რომანი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას მართვის პრობლემებთან აკავშირებს და სწორადაც…უკომპრომისო კაცია , გაბედული და ნოვატორული აზროვნებით. მაგრამ რადიკალიზმის, ურაპატრიოტიზმის წინააღმდეგი. ეს ჩვენს საერთო პოზიციად ჩამოყალიბდა. ამის დასტურად ორი გადაწყვეტილება გვინდა მოვიყვანოთ.

  • ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ დაპირისპირებას და პოლიტიკური სიძულვილით სავსე პარტიულ სამთავროებად დაყოფილ ქვეყანაში საქმიანობის მთავარ მიმართულებად მოქმედებათა ჰარმონიზაციას მივიჩნევთ და ამასავე ვუსურვებთ ქვეყნის ხელისუფლებას, ოპოზიციას, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს, მართლაც, საშური საქმეა. დაპირისპიტება სუსტების მოგონილია, თანამსრომლობის ჰარმონიზაცია – მხოლოდ ძლიერთ ხელეწიფებათ.
  • ქართული, მხოლოდ ქართული გზა! ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს – ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს! ქართული არასოდეს ნიშნავდა კარჩაკეტილობას, იგიო ყოველთვის ნაზიარები იყო ზოგადკაცობრიულთან. ყალბი და არაქართულია ქვეყნის გარეთ მხსნელის ძებნა… გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები. დროა დავიხსნათ საქართველო გარედან მართვისგან!

ეს ვართ ჩვენ, ასეთია „ქართული ერთობის დარბაზის“ განწყობა! იმ დარბაზის, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია ბატონი რომან რურუა – ქართულის სულის მოღვაწე კაცი. რომელსაც განსაკუთრებულად უყვარს მსოფლიოში აღიარებული მეცნიერის, „განწყობის თეორიის“ ფუძემდებელის, დიმიტრი უზნაძის გამოთქმა: „გლახებიდა მონები იმიტომ კი არ ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ, ღატაკნი იმიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ“.

თუ ამას გავაცნობიერებთ, ვიცხოვრებთ ბედნიერებით სავსე სსამშობლოში – თვლის კაცობის გზით მავალი რომან რურუა

 

ქართული ერთობის დარბაზი

25 ნოემბერი, 2022 წელი

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *