მეცნიერთა კონგრესი

მეცნიერთა კონგრესის მიმართვა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს

ეს წერილი თქვენდამი დიდი პატივისცემის დადასტურებასთან ერთად, არის ინფორმაციის მოწოდება ემიგრანტებთან შეხვედრების თაობაზე, მოწვევაც დიდ შეკრებაზე და, იმავდროულად, თანამშრომლობის შემოთავაზებაც.

19 ნოემბერს დასრულდა მეცნიერთა კონგრესის დელეგაციის 20 დღიანი შეხვედრები ქართველ ემიგრანტებთან იტალიაში, საბერძნეთსა და თურქეთში.

მეცნიერთა კონგრესის 20 კაციანმა დელეგაციამ, 20 დღე პრაქტიკულად ავტობუსში იცხოვრა, 10000-ზე მეტი კილომეტრი გაიარა, დარბაზებში, ქუჩებში, მოედნებზე, პარკებში, ოჯახებში, საერთო ჯამში 15 000 მდე ქართველ ემიგრანტს შეხვდა…

ჩვენ ვთვლით, რომ დემოგრაფიული სიტუაცია ქვეყანაში, საქართველოდან ემიგრაციის და საქართველოში უცხოელთა მოზღვავების მიზეზები, ქართველ ემიგრანტთა პრობლემები ზოგადად, სერიოზულ გააზრებას და სახელმწიფოებრივ გადაწყვეტას საჭიროებს. ამ თემის პოლიტიზება, დამნაშავის ძებნა კიდევ მეტად გაამწვავებს სიტუაციას, მეტად დაგვაპირისპირებს… დღეს, მთავარია შევძლოთ გაერთიანება ამ პრობლემის დასაძლევად, რამეთუ დღეს, ქართული სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას საფრთხის წინაშე..

სწორედ ამიტომ, ოთხშაბათს, 30 ნოემბერს, 17 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრში – „მუზა“ (მის.:მერაბ ბერძენიშვილის N1, კუს ტბის ასახვევთან). მეცნიერთა კონგრესი აწყობს დიდ შეხვედრას. ჩვენ ანგარიშს ჩავაბარებთ საზოგადოების, მეცნიერების, კულტურისა და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლებს, ემიგრანტებთან შეხვედრების დროს გამოკვეთილ ურთულეს პრობლემებთან დაკავშირებით და წარმოგიდგენთ ჩვენს მოსაზრებებს შესაჯერებლად.

ბატონო რექტორო, ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, ამ შეხვედრაზე, პირადად თქვენი და თქვენი უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელთა მონაწილეობა. ჩვენ ასევე მზად ვართ, გეწვიოთ თქვენთვის მისაღებ ნებისმიერ დროს და მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია, როგორც უკვე შემდგარი შეხვედრების, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ამ პროცესის გაგრძელების თაობაზე (ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მსოფლიოს 40 – მდე ქვეყნის 87 -ზე მეტ ქალაქში ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე ეწევა საქმიანობას).

მეცნიერთა კონგრესის სახელით,

სპიკერი: ერეკლე შონია

(საკონტაქტო ტელეფონი: 599 50 30 51)

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *