მეცნიერთა კონგრესისლაიდერიტელევიზია "ქართული TV"
ყველას! ყველას! ყველას!

მეცნიერთა კონგრესი მომავლის საქართველოსთვის
საქართველოს დიდგორი დღეს გადის ხალხისთვის მართალი სიტყვის მიწოდებაზე!
ჩვენ ერთად ვქმნით ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განწყობის ტელევიზიას
ერთად გავხდეთ დიდ მამულიშვილთა მიერ დაწყებული ამ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საქმის და ისტორიული პროცესის მონაწილე!
მეგობარო. გთხოვთ გულდასმით ნახოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული დოკუმენტები. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები.
მადლობა ყველას, ვინც შეეწევა ამ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ საქმეს, რომლისთვისაც ყოველ თეთრს დიდი მნიშვნელობა აქვს.
ყველას შეუძლია თავად გახდეს ან ურჩიოს მეგობარს თუ ახლობელს., იმ 500 -ის წევრი, რომელიც რეალურად გახდება გამორჩეულად ქართული, გამორჩეულად სახელმწიფოებრივი და გამორჩეულად ზოგადკაცობრიული პოზიციის ტელევიზიის მაუწყებლობის გარანტი. იმ ტელევიზიის მაუწყებლობის გარანტი, რომელიც შეიქმნა დიდი მამულიშვილების: ბატონების მერაბ ბერძენიშვილისა და რეზო ჩხეიძის ინიციატივით, რომელიც აკურთხა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და რომელსაც მხარი დაუჭირა „ქართული ერთობის დარბაზმა“, მისმა დამფუძნებლებმა.
ყველაფერს ამ დოკუმენტებში ამოიკითხავთ და დარწმუნებული ვართ, შემოგვიერთდებით!