მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

მეცნიერთა კონგრესის გელათის სესიის პრესრელიზი

8 თებერვალს, დავითობას, 14:00 საათზე, გელათის აკადემიის ისტორიულ კედლებში გაიმართება „მეცნიერთა კონგრესი გაფართოებული სესია საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა მონაწილეობით. ყოველწლიურად, დავითობას, სესიის გამართვა ტრადიციულია და ტარდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით.

კონგრესის სესია  მზადდებოდა მომავლის საქართველოს უმთავრესი პრინციპის: „ხალხის ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაციის”  გათვალისწინებით.

სესია განიხილავს პროგრამულ დოკუმენტს: „მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი – საშუალება ამ მიზნის მისაღწევად“.  სესია  მიიღებს მიმართვას საზოგადოებისადმი და მოქმედების პროგრამას:            „8 თებერვლიდან 26 მაისამდე“.

კონგრესის სესიაზე მოწვევა დაეგზავნათ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს. ამ დროისათვის მონაწილეობის სურვილი დაადასტურა ერთმა.

კონგრესის სესია შედგება კოვიდ უსაფრთხოების მოთხოვნათა სრული დაცვით. სესიის ხანგრძლივობა 1,5 – 2 საათი.

19:00 საათზე, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერის თეატრში გაიმართება დავით აღმაშენებლის დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო.

მეცნიერთა კონგრესის საინიციატივო ჯგუფის სახელით,

კონგრესის დამფუძნებლები:

ჯუმბერ კოპალიანი – ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, დმანისის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი

რამაზ გახოკიძე – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, სახელმიფო პრემიის ლაურეატი

ვახში ჟვანია – კიბერნეტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საზოგადოებრივი პროექტის “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” მხარდაჭერის  ფონდის გენერალური დირექტორი.

მურმან ქურიძე – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, „მეცნიერთა კონგრესის დამფუძნებელი

ერეკლე შონია – კონგრესის სპიკერი, სამეცნიერო კვლევითი ასოციაციის “ადამიანი – გარემო” პრეზიდენტი

დავით შემოქმედელი – პოეტი, საზოგადო მოღვაწე, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე

ტარიელ ხარხელაური – პოეტი, „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელი

ციური გარუჩავა – მუსიკოსი, მთარგმნელი, მწერალი, «ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანების»  დამფუძნებელი, მეცნიერთა კონგრესის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი

ამირან აფციაური – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ტესლას მსოფლიო მოძრაობის წარმომადგენელი

 

საკონტაქტო პირები:   ვახში ჟვანია 577 40 71 82;

ციური გარუჩავა 593 32 70 96

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *