მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

მეცნიერთა კონგრესი დიდ პროცესს იწყებს

დღეს ნათლისღებაა, გილოცავთ. სწორედ ამ დღეს მეცნიერთა კონგრესი დიდ პროცესს იწყებს. იქმნება ტელევიზია „ქართული ტვ“ – ს მხარდამჭერი საზოგადოება. ამ ინიციატივის ავტორები არიან:

ჯუმბერ კოპალიანი – მეცნ. დოქტორი, დმანისის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი,  ილია ჭავჭავაძის საზოგადოების დამფუძნებელი.

პაატა ბარათაშვილი – მიხეილ თუმანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობი,  ეროვნული მოძრაობის წევრი, უზენაესი საბჭოს წევრი „მრგვალი მაგიდიდან“. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი,  საქართველოს პარლამენტის წინა მოწვევის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“

ირმა მანჯგალაძე – „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტი, ევროპის ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი

გია ნადარეიშვილი – ექიმი ჰომეოპათი, მედიცინის მეცნ. დოქტორი, პროფესორი, ჰომეოპატთა ასოციაციის პრეზიდენტი

ამირან აფციაური – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ რამდენიმე ინსტიტუტის დამფუძნებელი, ეკოლოგიის აკადემიის იცე-პრეზიდენტი

რეზო ძოძუაშვილი – ცნობილი ქართველი ფეხბურთელი

გიორგი კვატაშიძე – ახალგაზრდა ექიმი-კარდიოლოგი ?

მანუჩარ მაჩაიძე – ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი

ოთარ ფალიანი – პოეტი, ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტის მაგისტრი

თამაზ ჭეიშვილი – მწერალი, პუბლიცისტი,

საზოგადოების დაფუძნება მოხდება გაზაფხულის პირველ დღეს – 1 მარტს. სწორედ ეს იქნება მენციერთა კონგრესის საინიციატივო ჯგუფის  განხილვის მთავარი თემა დღეს  19:00 საათზე და გადაიცემა პირდაპირ  „ქართული TV“ – ს  https://www.facebook.com/Kartulitv და გზა ცივილიზებული სახელმწიფოსhttps://www.facebook.com/profile.php?id=100030132400947 ფეისბუქგვერდებზე

გადაცემის  ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია ტელევიზია „ქართული ტვ“ – ს ეთერში შაბათს, 22 იანვარს, 22:00  საათზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *