მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

მეცნიერთა კონგრესის წერილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს

თქვენო უწმიდესობავ,

ჩვენთვის დიდი პატივია მოგმართოთ ჩვენი სამშობლოს სულიერ მამას მეცნიერთა კონგრესის სახელით და მოგახსენოთ, რომ ჩვენ შევასრულეთ თქვენთვის მოცემული სიტყვა და შევადგინეთ ქვეყნის სისტემური ცვლილებების პროგრამა: “მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით, საშუალებაა ამ მიზნის მისაღწევად“.

ამ საქმის სათავეებთან იდგნენ დიდი მამულიშვილები და მოღვაწეები: მერაბ ბერძენიშვილი, რეზო ჩხეიძე, რომან რურუა, ანზორ ერქომაიშვილი, გიგა ბათიაშვილი, ომარ მხეიძე, გივი თოიძე, არნოლდ გეგეჭკორი, თემურ გუგუშვილი, ტარიელ ხარხელაური, რომლებმაც ხელი მოაწერეს „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“. თქვენი კურთხევა:“რასაც თქვენ ფიქრობთ და რის გაკეთებასაც აკეთებთ, ეს ჰაერივით სჭირდება საქართველოს“, გახდა ჩვენთვის მთავარი და სწორედ ამ სიტყვებით იწყება ჩვენს მიერ შედგენილი ქვეყნის განვითარების კონცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“. რომლის გაგრძელება იყო გელათში, დავითობას, ორი წლის წინ მიღებული პროგრამა „ახალი განზომილება, ანუ რა შევცვალოთ რომ გადავრჩეთ“.

ჩვენ შევძელით მოსახლეობასთან დიდი დათათბირებით შეგვექმნა პროგრამა, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ. ის მიიღო მეცნიერთა კონგრესმა.

18 სექტემბერს დაგეგმილი გვაქვს დიდი სახალხო დათათბირება, რომლის ეპიცენტრი იქნება მოედანი, სადაც თქვენი ლოცვა-კურთხევით აღმართული იყო მეფეთმეფის, დავით აღმაშენებლის ძეგლი. ადგილი შეგნებულად შევარჩიეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის დიდი ქართული პროგრამა და ძეგლიც სწორედ იმ ადგილზე უნდა დაბრუნდეს, სადაც თქვენი კურთხევით იყო აღმართული.

თქვენო უწმიდესობავ,

ჩვენ, მეცნიერთა კონგრესში ვამაყობთ, რომ მთელ ჩვენს საქმიანობას, პროგრამებს საფუძვლად უდევს თქვენი ეპისტოლენი და ქადაგებებები. სასიამოვნოა იმის აღნიშვნა, რომ წარმოდგენილ პროგრამაში ხაზგასმულია თქვენი მოსაზრება მიწასთან და ეროვნულ სიმდიდრეებთან დაკავშირებით, ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის მოწვევის თაობაზე.

ჩვენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია თქვენი მოსაზრება ცნობილი მამულიშვილების შემადგენლობით დიდი ქართული სათათბიროს შექმნის თაობაზე. ამ წინადადებამ ხალხში განსაკუთრებული მხარდაჭერა მიიღო. ჩვენ ვთვლით, რომ ეს გადაწყვეტილება კანონით უნდა განმტკიცდეს, როგორც ეს თქვენ, ჯერ კიდევ 2010 წელს მიანიშნეთ თქვენს ქადაგებაში.
ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, თუ თქვენ წარმოდგენილ პროგრამასთან დაკავშირებით, საჭიროდ ჩათვლით შეხვედრას კონგრესის რამდენიმე წევრთან. დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი ლოცვა-კურთხევით შექმნილი პროგრამები მართლაც, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომავლის საქართველოსთვის, რომ ხელისუფლება უყურადღებოდ არ დატოვებს იმ პროგრამებს, რომელთაც საფუძვლად უდევს დღევანდელობისთვის უმნიშვნელოვანესი პოსტულატი: ქვეყნის მომავალი დაკავშირებულია ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაციასთან.

თქვენო უწმიდესობავ,

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და მეცნიერებათა აკადემიასთან მჭიდრო კავშირში ვაგრძელებთ მუშაობას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის პროგრამებზე რამეთუ ვიცით, რომ მდიდარ ქვეყანაში ღარიბად არ უნდა ვცხოვრობდეთ.

რწმენით და იმედით,

ამირან აფციაური – ფიზიკოსი, მეცნ. დოქტორი, ეკოლოგიის მეცნ. აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი
რეზო ბალანჩივაძე – ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი, განათლების მეცნ. აკადემიის წევრი
ჯუმბერ ბოლღაშვილი – მედიცინის მეცნ. დოქტორი
ლუარა ნიჟარაძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ციური გარუჩავა – მუსიკოსი, მწერალი, მთარგმნელი
რამაზ გახოკიძე – ქიმიკოსი, მეცნ. დოქტორი,საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის წევრი
ჯუმბერ კოპალიანი – ისტორიკოსი,მეცნიერების დოქტორი
პაატა კოღუაშვილი – ეკონომიკურ მეცნ. დოქტორი, ექსპერტი აგრარულ ეკონომიკაში
ჰამლეტ მელაძე – ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი, ევროპის აკადემიის წევრი
რამაზ ნამიჭეიშვილი – ეკონომისტი, მეცნ. დოქტორი, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარე
დავით სახვაძე – მეცნიერების დოქტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
ვახში ჟვანია – კიბერნეტიკოსი, მეცნ. დოქტორი
მურმან ქურიძე – ტექნიკის მეცნ. დოქტორი, მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი
თეიმურაზ შაშიაშვილი – გელათის აკადემიის წევრი
შოთა ჩხეიძე – ტექნიკის მეცნ.დოქტორი, საერთაშორისო ექსპერტი კვების საკითხებში
საკონტაქტო პირები: ლუარა ნიჟარაძე: 555 46 63 01 ტელ.: ციური გარუჩავა ტელ.: 593 32 70 96, ვახში ჟვანია: 577 40 71 82
10 სექტემბერი, 2021 წელი
თბილისი

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *