მეცნიერთა კონგრესი

წერილი საქართველოს პრეზიდენტს

საქართველოს პრეზიდენტს

ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს

ქალბატონო სალომე

   მეცნიერთა გუნდმა, სხვადასხვა დარგის მეცნიერებმა, კულტურისა და ხელოვნების ცნობილ მუშაკებთან ერთად, შექმნეს ქვეყნის განვითარების კონცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და პროგრამული დოკუმენტი „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ რომ გადავრჩეთ“.  პარლამენტში ამ დოკუმენტების განხილვა დღემდე  ვერ მოხერხდა.

ამ დოკუმენტების საფუძველზე 2021 წლის 11 აგვისტოს მეცნიერთა კონგრესმა მიიღო სისტემური ცვლილებების პროგრამა-„მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით იარაღია ამ მიზნის მისაღწევად“,რომელსაც იმედის პროგრამა უწოდეს. ეს არის ქვეყნის სწრაფი განვითარების მეცნიერთა 21 პუნქტიანი პროგრამა. პროგრამული დოკუმენტი გაეგზავნა საქართველოს პარლამენტს,  მთავრობას, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს .,      პარალელურად დარიგდა საქართველოს რეგიონებში.     2021 წლის 18 სექტემბერს თბილისში დაგეგმილია ამ დოკუმენტის საერთო სახალხო განხილვა , თუ ხალხი მიიღებს ამ პროგრამას ,მაშინ ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მის შესრულებაზე.

ქალბატონო სალომე, მეცნიერები ვთვლით, რომ წარმოდგენილი პროგრამის განხილვა პარლამენტში, მის შესაბამის კომიტეტებში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ოპტიმალური მართვის სისტემის შესაცვლელად,ხოლო პირადად თქვენი ჩართულობა ამ პროცესში – მნიშვნელოვანი წვლილი  ხელისუფლებისა და მეცნიერების თანამშრომლობის ჰარმონიზაციაში.

ზემოთ თქმულიდან   გამომდინარე გთხოვთ პირადად გაეცნოთ 21 პუნქტიან პროგრამას, გახადოთ იგი პარლამენტში განხილვის საგნად და მიგვიწვიოთ ავტორები პროგრამის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად .

პატივისცემით,

მეცნიერთა კონგრესის სახელით მეცნიერებათა დოქტორები:

ამირან აფციაური

ლუარა ნიჟარაძე

დავით სახვაძე

ვახში ჟვანია

დანართი: იმედის პროგრამა, 20 ეგზ.

თბილიში,  31.08.2021წ.

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *