მეცნიერთა კონგრესი

მეცნიერთა კონგრესის პროგრამა მომავლის საქართველოსთვის

შეფასებითი ნაწილი

 

საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ აბსოლუტურად არასწორად არის გაგებული ხალხშიც, ხელისუფლებებშიც, ხელისუფლებისათვის მებრძოლებში, პოლიტიკურ პარტიებსა თუ პოლიტიკოსებში, ხელისუფლების ფუნქციაც და ხელისუფლების შეფასების კრიტერიუმები. დომინირებს აზრი, რომ ხელისუფლება ყველაფერში უნდა ერეოდეს და აკეთებდეს იმას, რაც შეუძლია.

ჩვენ, მეცნიერთა კონგრესი, არათუ ვემიჯნებით ამ  დამანგრეველ განწყობას, არამედ ყველას გასაგონად ვამბობთ, რომ ეს არის უარესი, ვიდრე საბჭოური, უახლოვდება ბოლშევიკურს, რომ ეს არის გზა ანარქიის, როცა ყველა ყველაფერს აკეთებს და კონკრეტულ საქმეს პატრონი არ ჰყავს, როცა ყველაფერი გევალება და პასუხს არაფერზე აგებ, როცა შეუძლებელია საქმის კეთება და წახალისებულია უსაქმურობა, როცა ყველა მართალია და ირგვლივ უსამართლობაა. სწორედ ამის გამოა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ხელისუფლებების პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე პრაქტიკულად, მკვდარია, ამის შედეგია, რომ ვცხოვრობთ სიყალბეში. რაც დრო გადის, ხალხი უუფლებო ხდება საკუთარ ქვეყანაში და ძლიერდება კლანური მმართველობა.

პირდაპირ და გამოკვეთილად ვამბობთ იმას, რაც მსოფლიო გამოცდილებითაა დადასტურებული:  დემოკრატიულია ქვეყანა, სადაც ხელისუფლებას აქვს მხოლოდ და მხოლოდ ორი ფუნქცია: პირველი – შექმნას ქვეყანაში კონკურენტული გარემო და დაიცვას ადამიანი, მისი ბუნებითი უფლებები და მეორე – ის ქვეყანაა ძლიერი, სადაც ხელისუფლება იმის მიხედვით კი არ იზომება, რას აკეთებს, არამედ იმის მიხედვით, თუ რისი გაკეთება შეიძლება იმ დროსა და იმ მომენტში ქვეყანაში.

ეს ორი პრინციპი ამკვიდრებს ქვეყანაში ნიჭის ძალაუფლებას, ქმნის პირობებს ქვეყნის შესაძლებლის მაქსიმუმზე მუშაობის და გამორიცხავს ფულის გაფეტიშებას, ფულის ძალაუფლების დამკვიდრებას. ხაზგასმით ვამბობთ, ეს არის გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ, გზა, რომელიც წერტილს დაუსვამს პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქას და ქვეყანას გადაიყვანს მეცნიერების ერაში.

სწორედ ეს არის ქართული გზა, დავით აღმაშენებლის გზა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია მსოფლიოში მიმდინარე პროგრესულ პროცესებთან, იმ დოქტრინასთან, რომელიც მსოფლიოს ინტელექტუალურმა,  ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ელიტამ,   მიიღეს წლების წინ დავოსის მსოფლიო კონგრესზე და რომელიც კონვერგენციის  თეორიის სახელწოდებით არის ცნობილი.

ჩვენ ვაანალიზებთ  და ქართულ რეალობასთან, ქართულ ტრადიციებთან და მომავლის საქართველოს კონტურებთან მოგვყავს შესაბამისობაში დავოსის კონგრესის მიმდინარე წლის პროგრამული განაცხადი, ინკლუზიური, ანუ პრაქტიკულად, სოციალისტური კაპიტალიზმის თაობაზე.

დიახ, უდიდესი წინააღმდეგობაა. დემოკრატიული მსოფლიო მიდის სხვა გზით, როცა მდიდრებსა და საშუალო ფენას შორის დიდი სხვაობა არ იყოს, ჩვენ ვცხოვრობთ ფეოდალური კაპიტალიზმის ეპოქაში, როცა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ვართ მდიდრების უპირატესობით ღარიბებთან შედარებით და საშუალო ფენის დაბალი პროცენტის მიხედვით. ყველგან: სოფელში, ქალაქში, რაიონში, მხარეში, მთლიანად ქვეყანაში, ჰორიზონტზე ფეოდალები სჩანან. დეპუტატებმა, მინისტრებმა, მთელი სახელისუფლებო ვერტიკალის მთავარმა ფიგურებმა ფეოდალის როლი მოირგეს. დაივიწყეს ხალხი, მეტიც, უყურებენ მას, როგორც საშუალებას, საკუთარი თუ კლანური ინტერესების განსახორციელებლად.

ზედაპირული ანალიზითაც კი აშკარაა, რომ  ჩვენში არსებული რეალობა ახალისებს იმას, რომ პოლიტიკაში გაიქცეს ყველა, ვისაც ეს არ ეზარება და ვისაც სხვის ხარჯზე სურს გამდიდრება. ამით მყარდება პარტიების დიქტატურა. ჩვენ ათ წელზე მეტია, ვამბობთ იმას, რომ პარტიებმა დისკრედიტაცია გაუკეთეს საკუთარ თავს. რომ  პარტიების ამ ფორმით არსებობა ანაქრონიზმია, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს კლასიკური ტიპის პოლიტიკური პარტია, რომ პარტიებში არის ზნეობის დეფიციტი და ზნეობრივ ადამიანებში პარტიების მიუღებლობა, რომ  იქმნება პარტიები რევანშიზმისთვის, რომელთაც ჩვენ გულმოსულთა და განაწყენებულთა პარტიებს ვუწოდებთ, მეორე რიგის პარტიებისა არის განდიდების მანიით შეპყრობილი ამა თუ ის პიროვნების მიერ ნათესავების,   ახლობლებისა და ძმაბიჭების გაპარტიულების მიზნით შექმნილი პარტიები. ერთიც კატასტროფაა და მეორეც.

ამ ანალიზზე დაყრდნობით, ჩვენ მივმართეთ პოლიტიკურ პარტიებს, რათა გარკვეული პერიოდი  (ორი, მაქსიმუმ ოთხი წელი, ანუ ერთი საარჩევნო პერიოდი) გაწეულიყვნენ გვერდზე და შევთავაზეთ მათივე მონაწილეობითა და ხალხისთვის ბოლო სიტყვის მინიჭების უფლებით,,  შეგვექმნა პროფესიონალთა პარლამენტი, პიროვნებათა პარლამენტი, ანტიკორუფციული პარლამენტი. ხოლო  პარტიებს დაეფუძნებინათ პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეა, რომელსაც ექნებოდა ორი მიზანი და ფუნქცია: პირველი – კანონშემოქმედებითი, ანუ პარლამენტში შესვლამდე შექმნილიყო ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ახალი კონსტიტუციისა და ოპოზიციის შესახებ  კანონის და სხვა პროექტები  ისე, როგორც ეს მოხდა ამერიკაში და ხდებოდა დემოკრატიული გზით მიმავალ ქვეყნებში: კანონებს კი არ ირგებდენ გამარჯვების შემდგომ საკუთარ თავზე, არამედ პარლამენტში მისვლამდე თანხმდებოდნენ თანამშრომლობის პრინციპებზე და მეორე – ხალხი არ იცნობს პოლიტიკურ პარტიებს და ამ ოთხი წლის განმავლობაში ასამბლეაში მოღვაწეობით, შეძლებდა იმის დანახვას, რეალურად ვინ ვინ არის და  ვინ რად ღირს ქართულ პოლიტიკაში. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ არც ჩვენს ე.წ. უცხოელ მეგობრებს, არც ყოფილ და დღევანდელ ხელისუფლებებს არ აწყობთ, რომ ხალხმა გაიგოს ვინ ვინ არის და ვინ რად ღირს ქართულ პოლიტიკაში.

ჩვენი  წინადადება პროფესიონალთა პარლამენტის შექმნის თაობაზე, არ მიიღეს… განხილვის ღირსადაც არ აქციეს. ტელევიზიებმაც ამ პრინციპებს ყრუ კედელი აღუმართეს. დღეს ჩვენ პირდაპირ ხალხს მივმართავთ და ისეთ რინციპებს ვაყალიბებთ, რომ ძალიან ბევრს დაეკარგება ხელისუფლებაში მისვლის სურვილი და განწყობა. დღეს სწორედ ხალხმა, იმ ადამიანებმა, ვისთვისაც სულერთი არ არის ქვეყნის, ხალხის, მისი ოჯახის და მისი პირადი მომავალი, ჩვენი  პირადი ხელმოწერით უნდა დავადასტუროთ მთავარი:

 საქართველოს ხელისუფლება არის ის, რომელიც იცავს ადამიანის ბუნებით უფლებებს: სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და უკეთესი ცხოვრებისკენ მისწრაფების უფლებას. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს თითოეული ადამიანისთვის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების მიღების თანაბარი უფლებები. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ აკეთებს, კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს, პრაქტიკულად, არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება და ის უნდა გადადგეს, ან საერთო-სახალხო რეფერენდუმზე გატანილი იქნას ხელისუფლების ნდობის საკითხი.

ჩვენ ერთსულოვანნი ვართ იმაში, რომ :

  • უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისთვის. დღეს ყოველი მოაზროვნე ადამიანისთვის დღესავითაა ნათელი, რომ დაპირისპირება დამანგრეველია, რომ ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაციის გარეშე ქვეყენას მომავალი არ აქვს.
  • ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს. რომ ქვეყანამ კარი უნდა გაუღოს ცვლილებებს, მაგრამ ამის სანაცვლოდ არ უნდა დავთმოთ საკუთარი იდენტობა და საუკუნეებს გამოტარებული ფასეულობები. ყოველი მოაზროვნე ადამიანი დაადასტურებს იმას, რომ ჩვენი და ზოგადკაცობრიული ღირებულებები სრულ შესაბამისობაშია. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ გლობალიზაცია ობიექტური კანონზომიერებაა და დრო მის წინააღმდეგ ბრძოლაში კი არ უნდა დაკარგო, არამედ იფიქრო და მეცნიერულად გაიაზრო, როგორ შეინარჩუნო ეროვნული თვითმყოფადობა გლობალიზაციის პირობებში.
  • დაპირისპრება, აგრესია და უმადურობა – ეს ნგრევაა, ხოლო თანამშრომლობის ჰარმონიზაცია, მადლიერების გრძნობა – შენება!
  • საქართველო უნდა იყოს სხვა სახელმწიფოთა თანამშრომლობის და არა პაექრობისა და დაპირისპირების ასპარეზი
  • ქვეყნისთვის ბოროტება იწყება იქ, სადაც ნამდვილი ჩანაცვლებულია ფსევდოთი. რომ ქვეყნისთვის უბედურებაა ფსევდოპატრიოტიზმი, ფსევდონაციონალიზმი, ფსევდოკულტურა, ფსევდოდემოკრატია, ფსევდოერთობა თუ ფსევდოდაპირისპირება, ფსევდომეგობრობა და  ფსევდორელიგიურობა, არადა ქართული პოლიტიკა სწორედ ფსევდოთია სავსე.
  • თავისუფლება – სიმართლეშია, თავისუფლება – პასუხისმგებლობაა. ერთსულოვანნი ვართ იმაში, რომ სიმართლე არის ის, რასაც ცხოვრება, მეცნიერული კვლევა და ანალიზი ადასტურებს. რეალობა მწარეა, რადგან დაიკარგა სიმართლის შეფასების მთავარი კრიტერიუმი. შედეგად მივიღეთ, რომ ყველა მართალია და ირგვლივ უსამართლობაა, ქვეყანა ცხოვრობს სატელევიზიო სიმართლით და ტელევიზიები კი, მათი მეპატრონეების სიმართლით.
  • რომ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება ასრულებს მის მთავარ ფუნქციას: ქმნის კონკურენტულ გარემოსა და იცავს ადამიანს, წერტილი ესმება სიყალბეს, კორუფციას, ნეპოტიზმს, კლანურ მმართველობას.
  • რომ დემოკრატიულია ქვეყანა, რომელსაც მართავენ ინტელექტუალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები, რომ დემოკრატიის ნიშანიც კი არ არის იმ ქვეყანაში, რომელსაც ბიუროკრატიული და ძალოვანი ელიტის წარმომადგენლები მართავენ (არადა საქართველოს 30 წელია, სწორედ ისინი მართავენ და თუ ხალხმა პოლიტიკური ნება არ აჩვენა, არც აპირებენ ამის დათმობას).

დღევანდელი რეალობა ასეთია.: ხელისუფლება თვლის, რომ უფროსია. ხალხმა არათუ დათმო ქვეყნის ბატონ-პატრონის მთავარი ფუნქცია, არამედ შეეგუა იმას, რომ მისი მსახური მისივე უფროსია. მწარე რეალობაა ისიც, რომ ინტელიგენცია ნაცვლად იმისა, რომ ხალხს იცავდეს ხელისუფლებისგან, რაც მისი  უპირველესი ზნეობრივი მოვალეობაა, ხელისუფლებას იცავს ხალხისგან. უმძიმესია იმის გაცნობიერებაც, თუ როგორ გადაიქცა რეჟიმების,  თუ ხელისუფლებისათვის  მებრძოლთა ინსტრუმენტად მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ რეალობაში, როცა პოლიტიკური პარტიები ყალბი ეროვნული პათოსით, დემოკრატიის თამაშით, სოციალური დემაგოგიით და ელიტარული კორუფციით ახერხებენ ხალხის სახელით ხალხისვე წინააღმდეგ ბრძოლას.

ყველაფერმა ამან კი, შექმნა დეპრესიული გარემო. მთავარი გახდა ბრძოლა არსებობისათვის. არადა, მომავლის საქართველოს გზა გადის სწორედ იმაზე, რასაც მოტივირებული ადამიანი და თითოეულის შესაძლებლობის რეალიზაცია ჰქვია. ფულის პირველობამ ადამიანი საშუალებად აქცია მაშინ, როცა სწორედ ადამიანი უნდა იყოს მიზანი.

საკითხები, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ ხალხს და ხელისუფლებას, მოგვცემს საშუალებას სხვანაირად გავიაზროთ  ჩვენი რეალობა და  დავსვათ სწორი დიაგნოზი.

მეცნიერთა კონგრესს მიაჩნია, რომ ქვეყანაში მდგომარეობის შეცვლა შეუძლებელია სისტემური  ცვლილების გარეშე. ნებისმიერი დაპირება ფუჭი და ყალბია, სოციალური დემაგოგიაა  და  მეტი არაფერი განახლებული ეროვნული მოძრაობისა და ქვეყანაში სისტემური ცვლილებების გარეშე.   

გამოკვეთილად ვამბობთ: უნდა  დავიწყოთ ქვეყნის მართვის ვექტორის შეცვლით; – ანუ უნდა დამთავრდეს ოცდაათწლიანი  მომაკვდინებელი სისტემა, როცა მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი აწყობილია ერთი კაცის გუნებაგანწყობილებასა და პოლიტიკურ გემოვნებაზე. მეცნიერებთან ერთად შემუშავებული ჩვენეული  მართვის სისტემის მთავარი ორიენტირი არის ის, რომ მთელი სახელისუფლებო ვერტიკალის აქმიანობა ამოდიოდეს ხალხის განწყობიდან, მოსახლეობაში არსებული მდგომარეობიდან. 

მეცნიერთა კონგრესი მიიჩნევს,  რომ ჩვენ გვჭირდება სისტემა:

  • რომელიც არ დაუშვებს ხელისუფლების სათავეში ფულისა და ძალაუფლების მოყვარულთა მისვლას;
  • რომელიც პასუხისმგებლობისა და ანგარშვალდებულების ვექტორს, დღევანდელი უცხოელი პატრონებისა და მათი მსახურიდან, შეაბრუნებს ხალხისკენ;
  • რომელიც ქვეყნის სათავეში მოიყვანს ქვეყნის პოტენციალის მაქსიმუმზე ორიენტირებულ ხელისუფლებას;

სისტემა,რომელიც უზრუნველყოფს:

  • ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაციას და ამ მიზნით დაამკვიდრებს ორ მთავარ,დემოკრატიისთვის ჰაერივით საჭირო პრინციპს:

პირველი – ქვეყანას მართავს-ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს -საზოგადოება,საზოგადოებას მართავს-ინტელექტი და ზნეობა!

მეორე – მთავარში -ერთობა,სადავოში-თავისუფლება,ყველაფერში სიყვარული!

აშკარაა, რომ ქვეყნის წინაშე არსებული ურთულესი ამოცანების განხორციელებას მხოლოდ ხელისუფლება ან მხოლოდ პოლიტიკოსები ვერ შეძლებენ. პოლიტიკურ ავანსცენაზე ის ადამიანები უნდა გამოვიდნენ, ვინც მიიჩნევს, რომ აუცილებელია მენიერული სისტემური მიდგომა, მათ შორის რეფორმებისა და გარდაქმნების მიმართ. მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია,რომ ამ 30 წლის მანძილზე ხელისუფლებისათვის ბრძოლის ქუჩის პოლიტიკამ დაანაგვიანა პოლიტიკური პარტიებიც  და ხელისუფლებაც. რომ პოლიტიკურ პარტიებს მიღმა, საქართველოს დღევადელი რთული მდგომარეობისთვის საჭირო გაცილებით მეტი ადამიანია, ვიდრე არენაზე მყოფ პოლიტიკურ პარტიებში.

მდგომარეობა რთულია. კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. ჩვენ ვაყენებთ საკითხს სისტემური ცვლილებების შესახებ. ნაბიჯები სასწრაფოდ უნდა გადაიდგას. პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება პარლამენტს, მასში შემავალ ყველა პოლიტიკურ ძალას და ხალხის მიერ არჩეულ ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია პარლამენტში  შესვლა.

ჩვენ აქ რადიკალური ვართ: ხელისუფლება, ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალები, ან ასრულებთ იმ პროგრამას, რომელსაც ჩვენ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზზე დაყრდნობით და ხალხის განწყობის შესწავლით ხალხთან დათათბირებით გიდგენთ, ან რეალურად დგება ხელისუფლების ცვლილების საკითხი, რადგან არ შეიძლება, ხელისუფლება  კონსტიტუციაზე მაღლა იდგეს, მით უფრო მაშინ, როცა ეს კონსტიტუციაც კი,  პოლიტიკური ძალების ინტერესებს  უფრო  გამოხატავს, ვიდრე ხალხისა. ხელისუფალთ ჩვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე,  მხოლოდ ერთი უფლება აქვთ: ხალხს და ქვეყანას შესთავაზონ უკეთესი პროგრამა, ვიდრე ჩვენ გიდგენთ.

საკითხთა ჩამონათვალი, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, არ შეიძლება მოიცავდეს ყველაფერს.  ვერ დაკმაყოფილდება ყველას ინტერესი. ერთი უნდა ითქვას ხაზგასმით, ამ საკითხებში უნდა იყოს მოცემული ქვეყანაში რადიკალური სისტემური ცვლილებების მთავარი მიმართულების გამომხატველი საკითხები ანუ უპირველესთა შორის უპირველესი – მთავარია სოციალური პრობლემატიკა;  მართვის სისტემის შეცვლა; ჯანსაღი  ეკონომიკური პოლიტიკის კონტურების გამოკვეთა;  ნაბიჯები თაობათა ერთიანობისთვის;  ქვეყნის გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა ინტერესების გათვალისწინება;  ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პროცესის მკვდარი წერტილიდან დაძვრა;  განათლების პრიორიტეტულობის გამოკვეთა; ხელოვნების, მეცნიერებისადმი ტრადიციული ქართული დამოკიდებულების აღდგენა; როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, უნდა შევძლოთ უამრავხელოვნულ დაპირისპირებათა დაძლევა სწორედ ქვეყნის ინტერესებისთვის, სწორედ აკადემიური, მართალი და გაწონასწორებული დიალოგი. ჩვენ ძალიან სერიოზულად გვჭირდება, რომ პოლიტიკური კულტურა ხალხის და ქვეყნის კულტურასთან მოვიყვანოთ შესაბამისობაში. გავაძლიეროთ მეორეს ზემოქმედება პირველზე და არა პირიქით, როდესაც პოლიტიკური კულტურის არარსებობა უმძიმეს კვალს ტოვებს დღევანდელობაზე.

რაც მთაარია, ჩვენს მიერ ჩამოთვლილ ყველა საკითხზე მუშაობა უნდა დაიწყოს მომენტალურად და ადგილობრივი არჩევნების წინ.  ჩვენ უნდა მოგვეცეს  საშუალება, შევაფასოთ  გადადგმული ნაბიჯები. ამ მიზნით ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში შედგეს მეცნიერთა დიდი კონგრესი ხელისუფლების ყველა შტოს პირველ პირთა, დეპუტატთა მთავრობის წევრთა, მხარეების, ქალაქებისა და რაიონების ხელმძღვანელთა მონაწილეობით, სადაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობის თაობაზე და მომავლის პერსპექტივებზე პირდაპირი სატელევიზიო გადაცემით. მოსმენილი იქნება სამი მოხსენება:  პირველი – პრემიერ-მინისტრის, მეორე – მეცნიერებათა აკადემიის, მესამე – მეცნიერთა კონგრესის ეროვნული თანხმობისთვის. ეს უკანასკნელი პრაქტიკულად, იქნება იმ ხალხის მოსაზრებებისა და განწყობის გამომხატველი მოხსენება, ვინც გაეცნობა ამ დოკუმენტს და ხელს მოაწერს მას. კონგრესზე გამოსვლის საშუალება უნდა მიეცეს ყველა პოლიტიკურ ძალას, სამეცნიერო გუნდებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს არის ღია პოლიტიკა, რომლის გარეშე  ხალხი მუდმივად იცხოვრებს სიყალბესა და სიდუხჭირეში, ქვეყანაში იქნება კლანების ბატონობა.

ჩვენ ვირჩევთ ოთხ პრიორიტეტს 

  1. განათლება; 
  1. რეალური ეკონომიკური სექტორი, დაცული მეწარმეგანვითარების პროექტები ეკონომიკაში; 
  1. მეცნიერება და კულტურა, როგორც სახელმწიფოებრივი და ეროვნული ოპტიმიზმის საფუძველი; 
  1. ქართული სოფელი, როგორც კულტურული ფენომენი. 

დღეს რეალობა ასეთია: განათლება სოროსულ-მასონური კლანების ხელშია. მთელი ეკონომიკური სფერო – მაფიოზების, კულტურა, ხელოვნება, მეცნიერება – ან პოლიტიზებულია, ან იგნორირებული და უგულებელყოფილი, ხოლო ქართული სოფელი – გაპარტახებული.

სწორედ ამიტომ არის საჭირო განახლებული ეროვნული მოძრაობა და სისტემური ცვლილებები.

ყველაფერი ეს ჩამოყალიბებულია ქვეყნის განვითარების მეცნიერთა მიერ შემუშავებულ კონცეფციაში გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“, პროგრამულ დოკუმენტში: ახალი განზომილებარა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთდა «მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში».  ყველაფერ ამას საფუძვლად უდევს დიდ მამულიშვილთა მიერ ხელმოწერილი მოქმედების მანიფესტიერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო და «ხალხის წერილი» 

ჩვენ,  ვფიქობთ, საქართველოსათვის პრიორიტეტული და გადარჩენის მდგრადი განვითარების მიმართულებებია: 

 – აგროინდუსტრია და ბიო პროდუქტის წარმოება;

 – ლოჯისტიკური და ხაბი ევროპასა და აზიას შორის;

 – ბალნეოლოგიური და ტურისტული ხაზი ისტორიული და ეკოლოგიური მიმართულებით;

 – ევროპული გამოცდილების ინდუსტრიული პარკები;

ჩვენი ანალიზით, ყველაფერი ეს ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს დასაქმების პრობლემას, მოსპობს სიღარიბეს და დიდძალ ფულს დატოვებს უფასო განათლების და ჯანდაცვის სისტემის შესაქმნელად , მენციერების, კულტურის, ხელოვნების, განათლების, სპორტის მხარდასაჭერად.

მეცნიერთა კონგრესი სწორედ ამ შეფასებებითა და ურთიერთთანამშრომ;ლობის, ხალხისკენ სახეშებრუნების იმედით, გთავაზობთ იმ 21 საკითხს, რომელთა განხორციელება ამ ეტაპზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისა და ხალხისთვის.

იხ. მეცნიერთა კონგრესის პროგრამა მომავლის საქართველოსთვის (სრულად)

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *