მეცნიერთა კონგრესი

მეცნიერთა კონგრესის პროგრამა მომავლის საქართველოსთვის

პრეამბულა

 

მეცნიერთათვის, ისე როგორც  ყოველი მოაზროვნე ადამიანისთვის, არ არის საკამათო, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეცვლა შეუძლებელია სისტემური ცვლილებების გარეშე.  ყველაზე დიდი პარადოქსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობთ ღარიბად. ჩვენი პროგრამა იმის მცდელობაა, რომ დავძლიოთ  ეს უკიდურესი შეუსაბამობა და ცივილიზაციის სათავეებიდან მომავალი ქვეყნისთვის მთავარი ორიენტირი  იყოს გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ.

ჩვენ არ ვამტკიცებთ , რომ ჩვენი პროგრამაა პანაცეა, რომ ის არის ერთადერთი და  სრულყოფილი, რომლის შეცვლა არ შეიძლება, მაგრამ იმას კი გამოკვეთილად ვამბობთ: საჭიროა აკადემიური, მშვიდი, გაწონასწორებული დიალოგი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით.

ჩვენ ვერ ვხედავთ მომავალს ყბადაღებულ სოციალურად ორიენტირებულ ბიუჯეტებში – ჩვენ განვითარების ბიუჯეტისა და პროგრამების მომხრე ვართ. ჩვენ ვერ ვხედავთ ქვეყნის მომავალს, თუ არ დასრულდა პოლიტიკა, როგორც ბიზნესი და ხელისუფლება, როგორც გამდიდრების საშუალება. თუ ქვეყანაში ფულის ძალაუფლება  არ შეცვალა ნიჭის ძალაუფლებამ. თუ არ გაცნობიერდა, რომ პოლიტიკოსობა ხალხის მსახურებაა და ხელისუფლება მექანიზმი, რომ ადამიანი ცხოვრობდეს არა არსებობისთვის, არამედ საკუთარი შესაძლებლობის რეალიზაციისთვის. რომ ხელისუფლების მთელი ვერტიკალის ყოველი წარმომადგენელი ფიქრობდეს არა იმაზე, რა მოეწონება მის უფროსს, არამედ იმაზე, რა განწყობაა ხალხში და როგორ შეიცვალოს მისი ცხოვრება უკეთესობისკენ.

მოკლედ და პირდაპირ: ყველამ საქართველოში და ყველა ჩვენმა მეგობარმა ქვეყნის გარეთ უნდა ვიცოდეთ მთავარი – ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება.

ქვეყნის ცხოვრებაში  დგება მომენტი, როცა პასუხისმგებლობა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისთვის კი არ უნდა გვაპირისპირებდეს, არამედ უნდა გვაერთიანებდეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს არის დღეს მთავარი. ყველა პოლიტიკურ ძალას სჭირდება დიდი მობილიზება, ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლიდან გადავიდეთ ქვეყნისთვის ბრძოლაზე და ხალხიც იმის მიხედვით უნდა გვაფასებდეს ყველას, ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს, თუ ვინ როგორ შევძლებთ ამას.

იხ. მეცნიერთა კონგრესის პროგრამა მომავლის საქართველოსთვის (სრული დოკუმენტი)

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *