"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმეცნიერთა კონგრესისლაიდერი

მიმართვა გელათის კონგრესთან დაკავშირებით

 

გელათის კონგრესის  ორგანიზატორთა დავალებით, გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას,   გიწვევთ კონგრესზე და ამასთან გაახლებთ მთავარ განსახილველ დოკუმენტს: „ მეცნიერების ერა – გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ჯანსაღ საზოგადოებრივ  და  პოლიტიკურ ძალთა თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც ეყრდნობა ილია ჭავჭავაძის ეპოქალურ გამოთქმას:“ „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის დაუმონებლად და შეუბღალავად“.

ჩვენი პოზიცია ურყევია: დამანგრეველი დაპირისპირება  უნდა დასრულდეს და დავიწყოთ თანამშრომლობა. ეს არის ქართული გზა, დავით აღმაშენებლის გზა.

ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ საქართველო ძლიერი იყო მაშინ, როცა იყო ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობა,  მოქმედებდა ეროვნულ- სახელმწიფოებრივი განწყობის ფორმულა -„მთავარში ერთობა, სადავოში თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული“

აშკარაა, რომ დღეს სიკეთე გათითოკაცებულია და ბოროტება ერთ მუშტადაა შეკრული. საქართველოს მომავალი კი, გათითოკაცებული სიკეთის ერთ მუშტად შეკვრასთან და ბოროტების სიყვარულით დამარცხებასთანაა დაკავშირებული. სწორედ სიყვარულმა უნდა აგვამაღლოს და გაგვაერთიანოს მომავლის საქართველოსთვის ბრძოლაში.

ჩვენ, მეცნიერთა და შემოქმედთა ის გუნდი, ვინც შევქმენით საქართველოს განვითარების კონცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და პროგრამული დოკუმენტი „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“ , – კარგად  ვაცნობიერებთ, რომ ეს რთული პროცესია, რომ მისი გამარტივება სიკეთის მომტანი არ იქნება, მაგრამ იმაშიც ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ეს   აუცილებელზე  – აუცილებელია და მისი დაწყების დაგვიანება დანაშაულია.

ვფიქრობთ, სწორად გვთავაზობენ მეცნიერები, შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები, სახელმწიფო მოღვაწეები, რომ პანდემიის პრობლემებიდან გამომდინარე, კონგრესი ჩატარდეს ორ ეტაპად.  მისი დაწყება მოხდეს სწორედ გელათში, სწორედ დავითობას, სწორედ   დიდი მეფის მიერ დაარსებულ გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში, დასრულება მომდევნო წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ მსოფლიო კონგრესით. სესიებს შორის შუალედში კი, ურთიერთთანამშრომლობით, ხალხისა და ქვეყნისთვის საჭირო არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და თუ რა გადაწყვეტილებები, ამაზე საუბარია ჩვენს მიერ გამოგზავნილ დოკუმენტში და, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ გელათის კონგრესზე.

ამიტომ ვიკრბებით გელათში ტრადიციულ კონგრესზე, რომლის ჩატარების ლოცვა-კურთხევა ათზე მეტი წლის წინ მისცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემქართული ერთობის დარბაზის“ ამფუძნებლებს (მერაბ ბერძენიშვილი, რეზო ჩხეიძე, რომან რურუა, გიგა ბათიაშვილი, გივი თოიძე, არნოლდ გეგეჭკორი,  ტარიელ ხარხელაური, ანზორ ერქომაიშვილი, თემურ გუგუშვილი,ომარ მხეიძე, ჯუმბერ კოპალიანი, დავით შემოქმედელი), რომლებმაც შექმნეს უნიკალური ქართული დოკუმენტი „მოქმედების მანიფესტი „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი – გაერთიანებული სახელმწიფო“.

მიმდინრე კონგრესის ჩატარება დალოცა და აკურთა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა მეუფე იოანემ.

ჩვენ მნიშვნელოვნად ვთვლით თქვენს მონაწილეობას გელათის კონგრესის მუშაობაში, რომლის პირველი სესია  გაიხსნება 8 თებერვალს, დავითობას, გელათის აკადემიის შენობაში 14 საათზე,  და გადაცემული იქნება სოციალური ქსელებით პირდაპირ ეთერში, რათა  ყველას, ვინც პანდემიისა და სხვა მიზეზთა გამო ვერ შეძლებს ჩამოსვლას, საშუალება მიეცეს მონაწილეობა მიიღოს კონგრესის მუშაობაში დისტანციურ რეჟიმში.

გთხოვთ, თქვენი გადაწყვეტილების თაობაზე გვაცნობოთ!

  • ქართული ერთობის დარბაზის სახელით:

აკადემიკოსი – არნოლდ გეგეჭკორი

ოლიმპიური და მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი კლასიკურ ჭიდაობაში – რომან რურუა

ფილოსოფიის მეცნ.დოქტორი, პროფესორი – რეზო ბალანჩივაძე

მეცნიერების დოქტორი- ჯუმბერ  კოპალიანი

მეცნიერების დოქტორი, მწერალი – შოთა ზოიძე

კონფლიქტოლოგი  – ირაკლი მაჭავარიანი

საჩხერის თეატრის დირექტორი – გიორგი მეტონიძე

  • რუსთაველის საზოგადოების სახელით

პრეზიდენტი, მწერალი  დავით შემოქმედელი

  • ქვეყნის განვითარების კონცეფციის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ ხელშემწყობი ფონდის სახელით:

თავმჯდომარე  – მეცნ. დოქტორი  -კობა კობალაძე

გენერალური  დირექტორი  – კომპოზიტორი მანანა იმედაძე

  • გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი – ავთანდილ ნიკოლეიშვილი
  • მერაბ ბერძეიშვნილის სახელობის კულტურის ცენტრის სახელით

პრეზიდენტი –  აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე

  • მეცნიერთა კონგრესის ეროვნული თანხმობისთვის სახელით :

მეცნიერებათა დოქტორები: რამაზ გახოკიძე, პაატა კოღუაშვილი, სოსო არჩვაძე, ვახში ჟვანია, ჯუმბერ ბოლღაშვილი, მურმან კვარაცხელია, გიორგი ქუთათელაძე, ლალი ლეთოდიანი, ომარ ზივზივაძე, რამაზ ნამიჭეიშვილი

  • სატელევიზიო პროექტ “გააგრძელე საქართველოს ისტორია” ავტორი –  მწერალი და დრამატურგი  – გურამ ქართველიშვილი

პ.ს 1. პანდემიიდან გამომდინარე, მიმართვა გავრცელდება სოციალურ ქსელებში.

ელექტრონული ვერსია  დაეგზავნებათ:

  • საინფორმაციო სააგენტოებს, ტელევიზიებს, ბეჭდურ მედიას,
  • საპატრიარქოს და ყველა ეპარქიას.
  • საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტარებს, მინისტრებს გუბერნატორებს
  • ქ.თბილისისა და ქუთაისის მერებსა და საკრებულოებს,
  • იმერეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს
  • პოლიტიკურ პარტიათა თავმჯდომარეებს
  • ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს
  1. მიმდინარე წლის 5 თებერვალს, 17 საათზე, კულტურის ფონდის შენობაში განთავსებულ ფონდ “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”ოფისში (რუსთაველის 48) გაგრძელდება შემოერთება ამ მიმართვაზე ნებისმიერ მსურველ ორგანიზაციას შეუძლია მონაწილეობის მიღება . რომლის გადაცემა მოხდება სოციალური ქსელებით პირდაპირ ეთერში.
  2. თბილისიდან გამგზავრების მსურველთა საყურადღებოდ,

იხ. გელათის კონგრესზე განსახილველი მთავარი დოკუმენტი :  მეცნიერების ერა – გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“.

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *