"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი

ლუარა ნიჟარაძე: პოლიტიკური აჯაფსანდალი

ოცდაათწლიანი ქართული პოლიტიკის კოლაფსი- გაერთიანებული ოპოზიცია, და ქართული ოცნება, რომელმაც წლების განმავლობაში დიდად შეუწყო ხელი ასეთი სახედაკარგული პოლიტიკანებისა და “ტყავგამოცვლილი”მასხარა ადამიანების მიერ დადგმული სპექტაკლების მართვას ქართულ პოლიტიკაში. პროდასავლური ,პრორუსული და პროევროპული ფიგურების სახეცვლილება დროისა და სივრცის მიხედვით,საითაც ქარი რომ დაუბერავს იქით მიექანებიან და ერთმანეთს ხელკავებით ამაგრებენ,ოღონდ რა არის რომ როგორმე სკამი და მოპოვებული მონოპოლია არ დაკარგონ.ამ ყველაფერს თხუთმეტწლიანი ემიგრანტობის პერიოდშიც ვუყურებდი და ევროპული დახვეწილი პოლიტიკოსების შემყურეს ეს “მასკერიანი ქართველი მასხარა პოლიტიკოსები”ცირკის მსახიობები” მეგონა და ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ეს ჩემს ქვეყანაში ხდებოდა.შევხედავდი ერზე და ხალხზე მოფიქრალ პასუხისმგებლიან დიპლომატ ,ერუდირებულ და კულტურულ პარლამენტარებსა და სენატორებს და ვნატრობდი , ნეტა ჩემს ქვეყანაში როდის დადგება ის დრო ,რომ სწორედ ასეთი მაღალი ინტელექტითა და პასუხისმგებლობით იმართებოდეს პარლამენტის სხდომები ,სამთავრობო შეკრებები ,სადაც თითოუეული გამოსვლა თუ წინადადება ,მხოლოდ კანონის ფარგლებში იწურება ხალხისა და ერის სასიკეთოდ, და ვერავითარ შემთხვევაში ეჭვს ვერ შეიტან ,რომ რაიმე სიყალბეს ჰქონდეს ადგილი,რადგან კანონის უზენაესობა და აწყობილი სისტემა ამის საშუალებას არ იძლევა.

ამ გადმოსახედიდან ჩემს ქვეყანაში დაბრუნებულს ბევრი რამ მეუცხოვა და მეხამუშა ,როდესაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას უფრო ღრმად ჩავწვდი. წელიწადნახევარი რაც ვუსმინე პარლამენტის სხდომებს პოზიციამ და ოპოზიციამ ერთმანეთის ლანძღვა გინებასა და გადაბრალება-გადმობრალებას მოანდომეს, მაშინ როდესაც ხალხისთვის საჭირბოროტო საკითხებზე რომ უნდა ემსჯელათ ,განა რაში უხდის ქართველი ხალხი ხელფასს პარლამენტარებს?! ერთწელზე მეტი მოანდომეს საარჩევნო კანონზე შეთანხმებას და ძლივს მიღწიეს ,რათა საკუთარი პრივილეგიები დაეზღვიათ და საფრთხე არ შექმნოდა საკუთარ პარტიულ თუ ვიწრო პიროვნულ ინტერესებს.უკვე სკამებიც გადაინაწილეს და ბევრჯერ სახეშეცვლილმა პოლიტიკურმა ლიდერებმა საპარლამენტო მანდატებიც თავიანთ თავზე მოირგეს.
ქართული სატელევიზიო არხები ვაი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკანების მიერ მართული,მონოპოლიზირებული ქართული სატელივიზიო სივრცე რომელიც ერთმანეთისგან გამომრიცხავი პოლიტიკური ამბებით ართობს მოსახლეობას,წარმოიდგინეთ ამდროს ორივე ტვ.პირველი,რუსთავი ორი და იმედი პოლიტიკურად დაპირისპირებულ პოზიცია ოპოზიციაზე ,ანუ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობაზე და სხვა მათ სატელაიტ პარტიებზე სიმართლეს საუბრობენ. გესმით ხალხნო პოზიცია და ოპოზიცია ერთმანეთზე ბრალმდებლურ სიმართლეს საუბრობენ,რომელიც რომ ნორმალურ სამართლიან სახელმწიფოში სამართალდამცავი სტრუქტურების საგამოძიებო თემად უნდა იქცეოდა.ჩვენთან კი ამ ყველაფერზე რეაგირება არ აქვს არცერთ სამართალდამცავ უწყებას.
სწორედ აქ არის ამქვეყნის ყველა უბედურების სათავე:კანონი არ კანონობს და სისტემაა კორუმპირებული.
პოზიცია -ოცნება და გაერთიანებული ოპოზიცია ერთმანეთს ასულდგმულებენ,ერთმანეთთან კოჰაბიტაციაში არიან და ერთმანეთის კორუმპირებულობას და მავნებლურ მოღვაწეობას ერისა და ხალხის წინაშე ურთიერთშეთანხმებით ფარავენ.რამეთუ დამნაშავე პოლიტიკური პარტიები არიან , ქვეყნის წინაშე იმდენად არიან მოღალატეობრივ წუმპეში შესული თუ რომელიმეს ფეხი აუსხლტა ერთმანეთს გადაიყოლებენ.მათი გადარჩენის გამოსავალია ლანძღონ ერთმანეთი მთავარია ბოლოს მაინც სეთანხმდნენ.სწორედ მმართველმა პარტიამ ,ანუ ოცნებამ აქცია დამნაშავე პარტიები მთავარ ოპოზიციურ ძალად და ხელი ჰკრა ყველა სხვა სუფთა ეროვნულ ძალას.სწორედაც რომ იმ დიდი 20 მილიარდიანი დაფინანსებით ახორციელებენ ერის გენოციდსა და განადგურებას,რომელსაც დახმარების სახით იღებენ თუ დასავლეთიდან,თუ რუსეთიდან,თუ ევროპიდან .რომელი ქვეყანა დაგეხმარება თუ მათ ამ დახმარებაში არ ჩადეს საკუთარი ინტერესები??არცმთლად ასეთი მიამიტები ვართ რომ ეს დავიჯეროთ,მითუფრო როცა ეს დახმარება ხალხზე და ქვეყანაზე არ ისახება.და ეს რომ ასეა ამის ნათელი მაგალითია უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნილი მოსახლეობა ,სამუშაოს გარეშე დარჩენილი ჯანსაღი შრომისუნარიანი უმუშევართა “არმია “და ქვეყნიდან იძულებით დევნილი ორმილიონამდე ემიგრანტია უცხოეთში,რაო არ შეეფერება რაიმე სიმართლეს? იქნებ შემედავოთ და მითხრათ რომ რაიმე ტყუილია რაც დავწერე,ნეტა ასე იყოს,ნეტა.
კიდევ ბევრი რამ არის სათქმელი ,მაგრამ გრძელი უსტარის წაკითხვაც არ გვიყვარს ხოლმე ადამიანებს და ამიტომ აქ გავჩერდები.

….ხოდა ახლა ვზივარ და ვფიქრობ, რით ვუშველოთ ოცდაათწლიან ჭაობს,რომელიც ვაიპოლიტიკოსებმა შექმნეს ქვეყანაში…???

P.S ქვევით ლინკს ჩავაგდებ და უსმინეთ ,მიხვდებით რატომ დავწერე ის რაც დავწერე ვაიპოლიტიკოსებზე და ჭაობიან ქართულ პოლიტიკაზე.
(ამ ვიდეოს მოგვიანებით ჩამოვტვირთავ და სამახსოვროდ დავდებ აქ ,რომ ქართველ ხალხს არასდროს დაავიწყდეს მათი სახეები)

იხ. https://m.facebook.com/story.php?story_fbid=2535681826745647&id=100009115643785

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *