სლაიდერი
ეს ევალება. ქუთაისს, ამის უფლება აქვს ქუთაისს.. ეს კიდევ შეუხლია ქუთაისს! ამას ელოდება საქართველო…
თემურ შაშიაშვილის კომენტარი მწერალ გიზო თავაძის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსზე

გიზო ბატონო,ასეთები გვახვევენ თავს რუსობას,რამეთუ შინაგანად რუსები არიან და აქ არაფერ შუაშია მათი კომკავშირელ-პარტიულობა წარსულში.
ჟიული შარტავა და მამუკა ასლანიკაშვილი იყვნენ კომკავშირის ლიდერები, როცა თქვენ დაგიტოვებიათ კომკავშირი… მუხრან მაჭავარიანი იყო მაშინ პარტიის ბილეთით და კომკავშირული ჟურნალის რედაქტორი.. და საერთოდ, ჩემი დაკვირვებით, დღეს ისინი ჭარბობენ ქართულ პოლიტკაში და უფრო კომკავშირლობენ, მეტიც, ბოლშევიკებზე უფრო მეტი ბოლშევიკები არიან, რომლებსაც არც კი უცხოვრიათ კომუნისტურ ეპოქაში…
ისტორიამ დაადასტურა, რომ 80, და 90 იანი წლების კომკავშირელები და პარტიის წევრები გაცილებით ეროვნულები იყვნენ, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი თაობები…საფიქრებელი ეს არის…
საფიქრებელია, რომ ბევრი, ვინც მაშინ “ეროვნულობდა”, ამერიკა-ევროპას
გაიძახდა, დღეს მიწასთან ასწორებს, როგორც ერთს, ისე მეორეს და კომუნისტური ჩინეთის, არადემოკრატიული რუსეთის, ირანის, არაბული სამყაროს მხარესაა (დამცველია), ბრძოლის სიმბოლოდ უნგრეთის კომკავშირის ცკ- ას ყოფილ
პირველ მდივანს, ვიქტორ ორბანს მიიჩნევს…
დამაფიქრებელია, რომ მწერალთა ერთი ავტორიტეტული ჯგუფი ვერ შედგა,რომელიც მიმართვას გააკეთებდა მწერალთა და შემოქმედთა დიდი შეკრების მოწვევისა და ქართული მიწების გასხვისება- გაყიდვის,არაბული ქალაქების მშენებლობის აღკვეთის მიზნით.
ეჭვი მეპარება,რომელიმე დროში ისევე იყო დარტყმის ქვეშ ყოველგვარი ქართული, როგორც დღეს არის…
კარგად მახსოვს,სწორედ ბატონი გიზო გვაზავა და თქვენ იყავით რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის წინააღნდეგ ბრძოლის. ავანგარდში.. ჩვენ, ყველამ ერთად, ხაზს
ვუსვამ, საბჭოთაკომუნისტურ ეპოქაში შევძელით და თავზე გადავახიეთ
მოსკოვს, პოლიტბიუროს ეს გადაწყვეტილება…დღეს დუმს ინტელიგენცია…
კარგად მაქვს წარმოდგენილი,როგორ დადგებოდნენ მიწების დასაცავად ოტია იოსელიანი, რეზო ჭეიშვილი და არამარტო ისინი. …
ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის,რომ წარსულში ნამოქმედარით ვიქებთ თავს
და დღეს რომ ყველაფერი თავზე გვენგრევა,დუმილით ვხვდებით..
დადგა დრო, დიდი ეროვნული შემოძახილი გაკეთდეს ქუთაისიდან… ეს ევალება. ქუთაისს, ამის უფლება აქვს ქუთაისს..ეს კიდევ შეუხლია ქუთაისს! ამას ელოდება საქართველო…
შევხვდეთ ამ დღეებში, ბატონო გიზო, და დავილაპარაკოთ ეროვნული განწყობის კაცების მონაწილეობით.
იქნებ,8 თებერვალი,დავითობა ვაქცოოთ ასეთი დიდი ქართული შემოძახილის დღედ…იქნებ, სწორედ ის დროა, რომ დიდგორიც გავიხსენოთ, დავით და კონსტანტინე მხეიძეები გავიხსენოთ, სოლომონ პირველი გავიხსენოთ და არაბული ქალაქები კი არა, საქართველოში ქალაქი “ბაგრატიონი”-ს მშენებლობაზე ვიფიქროთ!
ყველა დროის ნებისმიერი ქართველი, მამულიშვილი იოცნებებდა ეცხოვრა
ეპოქაში, როცა ერთდროულად იქნებოდა ასეთი დიდი სანიშანსვეტო თარიღები:
• შოთა რუსთაველის – 850….
• დიდგორის ბრძოლის – 900…
• დავით აღმაშენებლის -950..
• ფაზისის აკადემიის -1900…
და ბევრი სხვა….თამარ მეფესთან, გიორგი ბრწყინვალესთან,სოლომონ მეფესთან,ქეთევან წამებულთან, დავით გურამიშვილთან, ილიასთან, აკაკისთან,ვაჟასთან,გალაკტიონთან დაკავშირებული…
უბრალოდ გავატარეთ ის, რაც მთელი მსოფლიოსთვის უნდა გვექცია შემოძახილად. სირცხვილია !
იქნებ, 8 თებერვალს, დავითობას, დიდი ეროვნული შემოძახილით ჩამოვირეცხოთ და ულტრალიბერალიზმისა და ურა(ფსევდო)პატრიოტიზმიდან დავუბრუნდეთ ბუნებრივი განვითარების გზას – დავით აღმაშენებლისა და გიორგი ჭყონდიდელის გზას!
მე ისევ ის პიროვნება ვარ, რომელსაც „კენჭიც კი უყვარს ქუთაისში“, რომელსაც მიაჩნია, რომ „თურაშაულის პატრონი ტყეში არ უნდა ეძებდეს პანტას“, რომელიც ერთგულია „ქართული ერთობის დარბაზისა“ და „მეცნიერთა კონგრესის“ მიერ 15 წლის წინ ჩამოყალიბებული ეროვნული განწყობის პოზიციის:
„ქვეყანა, რომელიც ქრისტეშობამდე და მის შემდგომ აღიარებდა ოჯახის, საკუთრებისა და სახელმწიფოს პრიორიტეტს, ქვეყანა, რომელიც ბიბლიური ფასეულობებით ცხოვრობდა, არ შეიძლება 21 -ე საუკუნეში უარყოფდეს საკუთარ ფასეულობებს და აფეტიშებდეს სხვისას!“
ჩემგან ღალატი არ იქნება!
გამარჯვებით, გიზო ბატონო!
რაღა დროს რუსი მწერალიაო!..
ჟურნალ “მწვანეყვავილას” 2025 წლის მეხუთე ნომერში დავიწყე ბეჭდვა ცნობილი რუსი მწერლის სერგეი დავლატოვის რომანისა “ჩვენები”.
დღეს გამოვიდა ჟურნალის მეექვსე ნომერი, სადაც დაიბეჭდა რომანის გაგრძელება (მესამე, მეოთხე თავები) და ჰოი საოცრებავ, ერთი ძალადმაცხოვნე “ევროპიელი” მწერს: კაი რა გიზო, რაღა დროს რუსი მწერლების ბეჭდვააო!..
ჯერ ერთი, სერგეი დავლატოვი დიდებული მწერალია, მეორე, წიგნი ქართულად თარგმნა საუკეთესო მექართულემ მერაბ გვაზავამ, მესამეც, ამას რომ ვკითხო, არც ვალოდია ვისოცკის, ბელა ახმადულინას, ბულატ ოკუჯავას და ვლადიმერ ვაზნესენსკის (თარგმნა ია ხასაიამ) ბრწყინვალე პოეზია არ უნდა დამებეჭდა, რადგან ისინი რუსულად წერდნენ!..
არც ვასილი შუკშინის საუკეთესო პროზა (ანზორ აჟანდაძის თარგმანი) არ უნდა გამეჭაჭანებინა ჟურნალის გვერდებზე.
“მწვანეყვავილაში”, წლების წინ დავბეჭდეთ მერაბ გვაზავას თარგმნილი, ბენედიქტ ეროფეევის რომანი “მოსკოვი პეტუშკი” და დიდი მწერლის, ვარლამ შალამოვის (ალექსანდრე სოლჟენიცინს რომ ბევრად სჯობს!..) “ნარკვევები დანაშაულებრივ სამყაროზე” (მე თუ მკითხავთ, სამივე თარგმანი, ცალკე წიგნებად უნდა გამოიცეს).
და კიდევ ამ არამკითხე “კეთილმოსურნის” გასაგონად: გაუნელებელი ინტერესით ვკითხულობ დოსტოევსკის, ბულგაკოვს და ბუნინს, ჰოდა, რას მირჩევთ, აღარ წავიკითხო, რადგან რუსები არიან?!.
ლევ ტოლსტოის “ჰაჯი მურატი, ნახევარი მსოფლიოს ლიტერატურას აიწონის და საერთოდ მეცხრამეტე, მეოცე საუკუნის რუსული ლიტერატურა, რომელიმე ქვეყნის ლიტერატურაზე ნაკლებია?!.
დაბოლოს (გვარ-სახელის გარეშე), ეს ტვინთხელი, ლენინის მეტრფე და მსასოებელი, აქტიური კომკავშირული (მე კომკავშირი 1981 წელს დავტოვე, 22 წლის ასაკში) და პარტიული (ბოლშევიკურ პარტიასთან რა მინდოდა!..) მუშაკი გახლდათ და მოსკოვს მიჩნევდა სამყაროს ცენტრად.
დღეს ეს “ევროპული აზროვნების” კაცი, რუსულ ლიტერატურას როგორ ბეჭდავო, რაღა დროს რუსი მწერლებიაო!..
წადი რა, კოჭი გააგორე, ჩემო გვეგვე!..



