"გზა ცივილიზებული სახელმწიგოსკენ" მხარდაჭერის ფონდი

ლუარა ნიჟარაძე: ქართულში გადარჩება საქართველო — და არსად სხვაგან!

ბოლო წლებში, განსაკუთრებით გლობალური კრიზისებისა და კონფლიქტების ფონზე, ქართულ საზოგადოებრივ და მედია სივრცეში ხშირად იკვეთება შინაარსები, რომელთა ღერძი ანტირუსული, ანტიამერიკული ან ანტიევროპული განწყობებია.
ერთი მხრივ, ეს შესაძლოა ბუნებრივი რეაქცია იყოს ისტორიულ გამოცდილებასა და მიმდინარე პოლიტიკურ კონტექსტზე, თუმცა საჭიროა დავფიქრდეთ — რად გვღირს მუდმივად სხვის დადანაშაულებაში ჩარჩენა და რა რჩება ჩვენს ხელში მაშინ, როცა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ ვიღებთ?

დღეს თითქოს ბუნებრივად გვესმის ფრაზები: „რუსეთი გვიტევს“, „ამერიკა გვმართავს“, „ევროპა გვიცრუებს იმედს“… მაგრამ ამ რიტორიკის მიღმა იკარგება მთავარი — ქართული სახელმწიფოს, კულტურისა და იდენტობის საკითხი. ჩვენ ვდებთ პასუხისმგებლობას გარე ძალებზე, მაგრამ ხშირად გვავიწყდება ის, რაც ჩვენს თავში, ჩვენს პოლიტიკურ არჩევანში, ჩვენს კულტურულ თვითშეგნებაშია განსახილველი

დავიღალეთ ანტით — ანტირუსულით, ანტიამერიკულით, ანტიევროპულით. დავიღალეთ ფობიებით — რუსოფობიით, ამერიკაფობიით, ევროპაფობიით.
სამყარო არც ჩვენი მტერი გამოდგა, არც მარჩენალი. დღეს, როდესაც ყველა ერთმანეთზე გადაბრალებაში ვართ, დროა ვიკითხოთ: სად არის თავად საქართველო ამ გლობალურ ქაოსში???

მტერს გარეთ ვეძებთ, მაშინ როდესაც პრობლემა ქართულ პოლიტიკაშია!!!—-რუსეთია დამნაშავე, რომ ქართული ენა საჯარო სივრციდან ქრება? ამერიკაა პასუხისმგებელი, რომ სოფელი დაცარიელდა? ევროპა გვეუბნება, რომ ეროვნული ღირებულებები მოძველდა?
არა, ბატონებო. ეს ყველაფერი ჩვენ დავუშვით. და ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ.

მოსახლეობის დიდი ნაწილი დღემდე ელოდება მესიას — ხან დასავლეთიდან, ხან აღმოსავლეთიდან. მაგრამ არც ერთ მათგანს არ ევალება ჩვენი ხსნა. ეს არის სუვერენული არჩევანი, რომელიც მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს — არა შიშით, არა რეაქციით, არამედ რწმენითა და ღრმა კულტურული თვითშეგნებით.

ქართულის გარეშე — არც სახელმწიფო იქნება, არც ეროვნული ღირებულებები

ქართული სახელმწიფო ქართული ენით, კულტურით და აზროვნებით იქმნება. ვერ ავაშენებთ სახლს, თუ ყოველი ქვა საძირკველში კარგად არ გამაგრდა!
ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ქართულ ფესვთან — ეს არ ნიშნავს კედლების აგებას, ეს ნიშნავს საძირკვლის გამაგრებას. რაც უფრო მყარია საძირკველში ქართული — მით უფრო თამამები ვიქნებით სხვა ქვეყნებთან მიმართებაში!!!!
ჩვენი პრობლემა არც დასავლეთია და არც აღმოსავლეთი. ჩვენი პრობლემა თავისუფლებისგან დისტანცირებული ქართული აზროვნებაა, რომელიც მუდამ სხვას ელის, რომ რაღაც გააკეთოს ჩვენს ნაცვლად.

დროა შევწყვიტოთ ბრალდებების სერია!!!!

არავის სძულს საქართველო იმდენად, რამდენადაც თავად იმათ ,ვინც სხვა ქვეყნის ანტიზე აგებს პოლიტიკას!!!სწორედ ასეთი პოლიტიკა უწყობს ხელს ქართულის განადგურებას— გულგრილობით, სიყალბით, გაუცხოებით.არაფერი სჯაბნის იმ შიგნიდან დაწყებულ დანგრევას, როცა ხალხი საკუთარ ქვეყანას მხოლოდ როგორც გეოგრაფიულ წერტილს უყურებს, და არა როგორც ცოცხალ სხეულს, რომელსაც სული სჭირდება — ქართული სული.

დროა ვაღიაროთ: პოლიტიკურმა სპექტაკლებმა ვერ გვიხსნა. ვერც პროდასავლურმა ლოზუნგებმა, ვერც პრორუსულმა ილუზიებმა. არც ერთი მათგანი არ იყო ნამდვილად პროქართული. და ამიტომაც შევედით ქაოსში,პოლიტიკურ შიდა თუ გლობალურ ქაოსში!!!

გამოსავალი — მხოლოდ ერთია: ქართული სახელმწიფო ქართულ საფუძველზე!!!!

ეს ნიშნავს:

ქართულ სკოლაში ქართულის მასწავლებელს, რომელსაც ქვეყნის რწმენა აქვს და არა სამუშაოს დაკარგვის შიში;

ქართულ მიწაზე ქართველ გლეხს, რომელიც კონკურენტუნარიანია და არა გაკოტრებული;

ქართულ პარლამენტში ქართველ კანონმდებელს, რომელსაც სუფთა ზნეობა აქვს და არა ლობისტური იარლიყი;

ქართულ მედიაში ქართულ ხმას, რომელიც არა რეიტინგს ემსახურება, არამედ სინამდვილეს,რომელიც საზოგადოებრივია და არა პოლიტიკური,რომელიც არ ფინანსდება გარედან,რადგან გარედან დაფინანსებული მეინსტრული მედია ემსახურება გარე ძალების ინტერესებს, შიგნით მოქმედი გარე ძალების მსახური პოლიტიკოსებით

ეს არ არის იზოლაციონიზმი — ეს არის ფესვების გამაგრება,ჩვენ ქართულ ფესვებში უნდა დავბრუნდეთ,ქართულ სიღრმეებში უნდა ჩავიხედოთ და ქართული სულიერებიდან ვმოძღვროთ მედიებმა საზოგადოება

ჩვენ არავისთვის არ უნდა „დავკეტოთ კარი,“ მაგრამ არც სხვა არ უნდა ვაბატონოთ ჩვენს სამშობლოზე,ჩვენითვე უნდა მოვძლიერდეთ ,რათა
ვიყოთ ღია სამყაროსთვის, როცა ძლიერები ვართ , ღირს ღია ვიყოთ ყველასთან!!!
დღეს კი საკუთარი კულტურული სივრცე ხელიდან გვეცლება. ვერც რუსეთმა წაგვართვა, ვერც ამერიკამ — თავად დავთმეთ.[მავანი ქართველებით]

და თუ არ შევჩერდებით, ძალიან მალე ვეღარც დავიბრუნებთ.

საქართველო ვერ იქნება ვერც რუსული პროექტი, ვერც დასავლური ექსპერიმენტი. საქართველო უნდა იყოს ქართული სახელმწიფო — ეს არის ერთადერთი გზა გადარჩენისკენ. სხვა დანარჩენი კი — უცხო სხეულია.

მხოლოდ ქართულში გადარჩება საქართველო — და არსად სხვაგან!!!!
ისტორიულად მრავალ ქარტეხილებ გამოვლილი ქვეყნის
გადარჩენა ხდებოდა მხოლოდ მაშინ,როცა ქართულ ფუძეს ვუბრუნდებოდით

ვკითხოთ ისტორიას:
რამ გადაარჩინა საქართველო 1121 წელს, დიდგორის ბრძოლის წინ?
არა დასავლურმა დახმარებამ. არც ბიზანტიამ, არც რუსეთმა, არც ირანმა,საქართველო გადაარჩინა უძლიერესმა მეფემ .
დავით აღმაშენებელმა — ქართული წიაღიდან,ქართული სახელმწიფოსთვის მებრძოლმა ერმა, რომელმაც იარაღი ქართული იდეისთვის აიღო, არა სხვისი იმპერიისთვის!!!
ასევე დემეტრე თავდადებული, ტყვეობიდან დაბრუნებული, ქართულ ეკლესიას დაუბრუნდა, როგორც
ლუარა
სულიერების სიმტკიცის მთავარ საყრდენს.

რამ გააძლიერა ერეკლე II-ის სამეფო XVIII საუკუნეში?
მისმა უნარმა – არ დაეკარგა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ქართულობა!!! მან რუსეთთან კავშირი სიფრთხილითა და რეალისტური გათვლით აწარმოა და ნდობით მოაწერა ხელი გეორგიევსკის ტრაქტატს, იმ იმედით — რომ საქართველო საკუთარ ადგილს დაიბრუნებდა, არა როგორც მორჩილი, არამედ როგორც ღირსეული მოკავშირე.
ეს იმ დროში გამართლებული ნაბიჯი იყო,თუმცა
XIX საუკუნეში იმპერიამ რუსიფიკაცია მოინდომა,მიდიოდა
დაუფარავი ბრძოლა ქართული სკოლის, ქართული წიგნისა და ეკლესიის წინააღმდეგ. პასუხად კი მივიღეთ „გიორგი ერისთავი“, „ილია ჭავჭავაძე“, „აკაკი წერეთელი“, „გრიგოლ ორბელიანი“ — ადამიანები, რომლებმაც გააცნობიერეს:
ქართულის დაცვა არის სახელმწიფოს დაცვა!!!
აი ამიტომ იდგა ილია ერთდროულად ენაზე, ეკლესიაზე და განათლებაზე. იცოდა — „ენა, მამული, სარწმუნოება“ — ეს ტრილოგია იყო, არის და იქნება ქართული გადარჩენის ფორმულა.

სსრკ-ს დროშის ქვეშაც გვქონდა არჩევანი!!!
ნუ დაგვავიწყდება XX საუკუნე. 1921 წელს, როცა წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა, ვერ დაიპყრო ქართველი ხალხის გული. და მიუხედავად იმისა, რომ წლები გავიდა ტერორით, მაინც დარჩნენ ადამიანები, ვინც ქართულად აზროვნებდა — ცისკარი, მესხი, შარაძე, ტაბიძე, წერეთელი…
მაშინაც გადაგვარჩინა ენამ, ხელოვნებამ, რწმენამ, ოჯახმა. ყველაფერმა, რაც არ გაიყიდა და ვერ იყიდა რუსეთის იმპერიამ.

XXI საუკუნე — ისევ გადამწყვეტი ეპოქაა!

დღესაც ისტორიის კედელთან ვდგავართ!
ერთ მხარესაა უცხო ინტერესებით სავსე მსოფლიო,გლობალური გამოწვევებით, სადაც არავინ არაფერს გაჩუქებს, თუ თავად არ იცი, ვინ ხარ და არ ხარ ძლიერი!!!
მეორე მხარესა თვითმოწყალე, ორად გახლეჩილი ქართული საზოგადოება, რომელიც ჯერ კიდევ სხვისი კარნახით მოქმედებს,ასრულებს უცხო ქვეყნის დაკვეთას საკუთარი ქვეყნის საზიანოდ!!!
უნდა გავბედოთ და ვთქვათ:—-
ვერც რუსეთის ნოსტალგია და ვერც დასავლური ფეტიშიზმი ვერ გადაარჩენს საქართველოს!‼️

გადაარჩენს მხოლოდ ის, რაც არც შეძენილია და არც დაკარგულია — ქართულობა,ქართველობა!!!

– ისტორია გვასწავლის — გადარჩენა მოდის მაშინ, როცა ქართული იმარჯვებს!!!!

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გადაიტანა ათასი წარღვნა. მაგრამ გადარჩა მაშინ, როცა გრძნობდა ერთს -საქართველოს ,როგორც — საკუთარ სხეულს !!!
დღესაც ამოცანა იგივეა:
არა სხვის გვერდზე მიგვწიოს ისტორიის ტალღამ, არამედ ჩვენი ადგილი დავიბრუნოთ სამყაროში — როგორც ქართველებმა.

და ეს ადგილი მყარად დგას მხოლოდ ერთ საფუძველზე — ქართულში!!!

დღეს ეროვნული იდეაა მეცნიერთა კონგრესის ფორმილა: “ქართული მხოლოდ ქართული გზა ,ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს!!!!

ლუარა ნიჟარაძე—-

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

03.06.2025.წ
იტალია-ფლორენცია

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *