მეცნიერთა კონგრესისლაიდერი
გელათის მეცნიერთა კონგრესის მიმართვა საზოგადოებისადმი, ხელისუფლებისადმი, სამეცნიერო და სახელოვნებო მიმართულების ორგანიზაციებისადმი, უმაღლესი სასწავლებლებისადმი, პოლიტიკური ძალებისადმი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისადმი.

პროექტი
დავით აღმაშენებლის დაბადების 950 და აღსრულების 900, დიდგორის ომის 900 წლისთავის და შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით
ჩვენ, მიგვაჩნია, რომ სათანადოდ ვერ აღინიშნა ისეთი უმნიშვნელოვანესი თარიღები, როგორებიცაა დავით აღმაშენებლის დაბადების 950 და აღსრულების 900, დიდგორის ომის 900 წლისთავი და შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის 850 წლის იუბილე.
ჩვემ ვთვლიდით და ვთვლით, რომ მათი აღნიშვნა უნდა მომხდარიყო არა მარტო ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ამის მაგალითი უკვე გვაქვს, როცა 1968 წელს, შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის 850 წლის იუბილეს აღნიშვნამ უდიდესი საერთაშორისო მასშტაბი მიიღო.
2023 წლის 8 თებერვალს, დავითობას, სწორედ გელათიდან მივმართეთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ 2023 წელი გამოცხადებულიყო დავით აღმაშენებლის წლად. ჩამოვაყალიბეთ რამდენიმე კონკრეტული წინადადებაც. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ არაფერი გაითვალისწინა ჩვენ პრინციპულად მიგვაჩნია ზემოაღნიშნული თარიღების, როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო ამსშტაბით აღნიშვნა. და სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ ვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ხელისუფლება გახდეს ყოველივე ამის ორგანიზატორი, მაგრამ თუ ისევ უარყოფს ხელისუფლება ჩვენს მოსაზრებებს, მაშინ მეცნიერები, კულტურის მოღვაწეები უნდა გავხდეთ ქვემოთ ჩამოთვლილ მიმართულებათა შესრულების ორგანიზატორები.
1. 2026 წელი გამოცხადდეს დავით აღმაშენებლის და შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” წლად. მიმდინარე წლის განმავლობაში, ყველა დასახელებული ორგანოს მონაწილეობით, შეიქმნას სახელმწიფო პროგრამა, მომზადდეს შესაბამისი დოკუმენტები გაეროსა, ევროპულ სტრუქტურებში საერთაშორისო ორგანიზაცია „იუნესკო“ -ში წარსადგენად;
2. ბაგრატოვანთა გვარი შეტანილ იქნას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში;
გაიგზავნოს შესაბამისი თხოვნა იუნესკოსში ბაგრატოვანთა გვარის მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანისთვის;
3. ჩვენ მიგვაჩნია რომ საქართველოში უნდა არსებობდეს ქალაქი ბაგრატიონი და მიზანშეწონილად ვთვლით, დაიწყოს დისკუსია ხალხის, ეკლესისა და ხელისუფლების მონაწილეობით, ამ საკითხთან დაკავშირებით.
4. წმინდანი მეფის , დავით აღმაშენებლის ძეგლი დაბრუნდეს იმ მოედანზე, სადაც მისი აღმართვა აკურთხა საქართველოსკათლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ;
5. ჩვენ ვთვლით, რომ მომავლის საქართველოსთვის განმსაზღვრელია ერთობა და სწორედ ამიტომ აუცილებელია მოხდეს ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაცია „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ მსოფლიო კონგრესის ჩატარებისა და ქართველთა და თანამემამულეთა საერთაშორისო სათვისტომოს შექმნისთვის. ამ მიზნით, მსოფლიოს მაშტაბით უნდა გაგრძელდეს ფლორენციაში დაწყებული პროცესი და დასრულდეს 2026 წლის ბოლოს
6. გადაუდებლად მიგვაჩნია, გელათის კონგრესის მიერ მიღებული “ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინა” გამოტანილი იქნას საერთო-სახალხო რეფერენდუმზე. თუ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით, უნდა შევძლოთ ქვეყანაში, თუ ქვეყნის გარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ხელმოწერის შეგროვება. ეს პროცესი უნდა დასრულდეს 2025 წელს.
7. გელათის კონგრესი გადაუდებლად მიიჩნევს, რომ მოხდეს მეცნიერთა მიერ შემუშავებული პროგრამების, უპირველესად “:“მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად“ და მეცნიერთა კონგრესის კონცეფციის: “ეროვნული თანხმობის ხელისუფლების” შექმნის თაობაზე, საერთო სახალხო განხილვა. სასურველია, სახელისუფლებო დონეზე, როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტში,