მეცნიერთა კონგრესი
“მეცნიერთა კონგრესის” წერილი საზმაუს გენ. დირექტორს (11.12.2024)

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის
გენერალურ დირექტორს,
ქალბატონ თინათინ ბერძენიშვილს
ქალბატონო თინათინ,
თემის აქტუალობიდან გამომდინარე, გთხოვთ დღეს ან ხვალ, (12 დეკემბერს) საღამოს საათებში, მოგვცეთ საშუალება თქვენი ტელეკომპანიის ეთერიდან ვაუწყოთ საზოგადოებას “მეცნიერთა კონგრესის” მოსაზრებები ქვეყნის კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანის გზებზე.
ჩვენ, 4 მეცნიერი მზად ვართ გეწვიოთ თქვენს მიერ დანიშნულ დროს.
ჩვენი მოსაზრებები იხილეთ ლინკზე.http: http://civilizebuli.ge/?p=12049
პატივისცემით,
“მეცნიერთა კონგრესის” სახელით
ვახში ჟვანია,
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
11 დეკემბერი, 2024 წელი
Facebook Comments