მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

„მეცნიერთა კონგრესისა” და საზოგადოების დიდი შეკრება კინოს სახლში

დღეს, კინოს სახლში „მეცნიერთა კონგრესის“ ორგანიზებით გაიმართა მეცნიერთა და საზოგადოების წარმომადგენელთა შეკრება, რომელზეც განხილული იყო განსახილველად „მეცნიერთა კონგრესის“ ხედვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მოსაზრებები კრიზისის დაძლევის და მდგომარეობის სტაბილიზაციის მიზნით.

შეკრების 200 -ზე მეტ მონაწილეს მეცნიერთა კონგრესმა წარმოადგინა პროგრამული დოკუმენტი:
„ვებრძოლოთ მიზეზებს და არა შედეგებს, პრობლემა ვაქციოთ განვითარების შესაძლებლობად“
“ჩვენ ვთვლით, რომ ამ სიტუაციაში, დაპირისპირება მომაკვდინებელია. საჭიროა თანამშრომლობის ჰარმონიზაცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დაიწყოს აკადემიური, მშვიდი და წყნარი დიალოგი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ამ დიალოგის ინიციატორი ხელისუფლება უნდა გახდეს., მათ უნდა მოძებნონ ძალა საკუთარ თავში, ასეთი დიალოგისათვის.

კრიზისის სწორად გააზრების, ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ამბიციების დაცხრობის, მოქმედების საფუძვლად არა პარტიული, არამედ ხალხის და ქვეყნის ინტერესის აღიარების, რაც მთავარია, ყველაფერი ამისთვის პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, რეალურია ეს კრიზისი გახდეს ქვეყნის პროგრესული განვითარების საწინდარი.“ – ნათქვამია დოკუმენტში

შეხვედრის მონაწილეებმა დადებითი შეფასება მისცეს მეცნიერთა კონგრესის დოკუმენტი და ერთხმად მოუწოდეს ხელისუფლებას, დაუყოვნებლად გაანთავისუფლოს საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებული ყველა მოქალაქე.

„მეცნიერთა კონგრესის“ პრეს-ცენტრი
17.12.2024

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *