მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

 ერთად დავამარცხოთ სიყალბე და პოლიტიკური მაფია!

მეცნიერთა კონგრესი ეროვნული თანხმობისთვის  საქართველოს განვითარების კონცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“!

 

 

შესავალი

მეცნიერთა კონგრესი ეროვნული თანხმობისთვის: პოზიტიურ მოვლენად მიიჩნევს იდეას  მორალური გუნდის შექმნის თაობაზე. მორალს საზღვრები არ აქვს –ნებისმიერი წარმატება, დაკავშირებული პიროვნებასთან, ოჯახთან, ორგანიზაციასთან, მეცნიერებასთან, ბიზნესთან თუ სახელმწიფოსთან,  იმდენადაა ღირებული, რამდენადაც ეყრდნობა კაცობრიობის მიერ შემუშავებულ მარადიულ ფასეულობებს. შეუიარაღებელი თვალითაც სჩანს, რომ  ყველაზე დიდი შეტევა სწორედ მარადიულ ღირებულებებზე მიდის. დღეს  ყელაზე მეტად წახალისებულია ღალატი, ბეზღობა, გაუტანლობა, მლიქვნელობა… წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია ფარისევლობამ. შედეგად მივიღეთ უმრავლესობაზე ამორალური უმცირესობის ბატონობა. ყველაზე შემაშფოთებელი კი ის არის, წომ სწორედ მორალური ადამიანები გახადეს ამორალური პროცესების მონაწილე.

წყალგამყოფი მორალურსა და ამორალურს შორის, ზედაპირზევე დევს: ამორალურია ხედავდე, რომ რაც დრო გადის, მდიდარი უფრო  მდიდრდება და ღარიბი  უფრო ღატაკდება –  შენ კი სდუმდე!  ამორალურია, მდიდრდებოდე სხვათა გაღარიბება-გაღატაკების ხარჯზე; ამორალურია ხმის ყიდვაც და ხმის გაყიდვაც.

ამორალურია, უცქირო უსამართლობას და დუმდე!

ამორალურია, ვითმენდეთ ქვეყანაში პოლიტიკოსთა და მმართველი გუნდების მიერ შემოთავაზებულ ყალბ ეროვნულ პათოსს, დემოკრატიის თამაშს, სოციალურ დემაგოგიას, ელიტარულ კორუფციას.

დიახ, რეალობა მართლაც, მწარეა, უფრო მწარე, ვიდრე ეს დღეს თითოეულ ჩვენთაგანს წარმოგვიდგენია –  სჭარბობს ამორალური, ჩვენი ისტორიისა და ტრადიციებისადმი, მსოფლიოში მიმდინარე პოზიტიური პროცესებისადმი მიუღებელი  ქმედებები.

დუმილი დღეს არა მარტო ღირსების, არამედ სახელმწიფოს კვდომის ტოლფასია! თავისუფალია მხოლოდ მორალური ადამიანი, თავისუფლება თავაშვებულობა და ყველაფრის კეთების უფლება კი არა, როგორც ამას ამორალური ადამიანები ამკვიდრებენ, არამედ უპირველესად პასუხისმგებლობაა ოჯახის, ქვეყნისა და ხალხისადმი. სხვათა ინტერესებისადმი პატივისცემაა.

„მორალური გუნდი“ სწორედ იმ ხალხის ერთობაა, ვინც ეს გააცნობიერა და მზად არის მოქმედებისთვის. ეს არ არის რევოლუციისკენ მიმავალი გზა, ეს არის თანამშრომლობის ჰარმონიზაციის გზა. „ხალხის წერილის“ იდეაც ამას ადასტურებს.

მორალურ გუნდში გაჩენილი მოსაზრება „ხალხის წერილის“ თაობაზე, მართლაც, არაორდინარულია  და მასშტაბურ გააზრებას საჭიროებს. ამას ისიც ადასტურებს,რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, „ხალხის წერილში შესატანად,  2 000 -ზე მეტი წინადადება, სურვილი და მოსაზრება გაჩნდა. პოზიტიურია ის, რომ მოსაზრებები არა მარტო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, არამედ მსოფლიოს   40-ზე მეტი ქვეყნიდან მივიღეთ  – იმ ქვეყნებიდან, სადაც ისტორიულად, ბედის უკუღმართობის, თუ საკუთარი და ოჯახის წევრთა სიცოცხლის გადასარჩენად ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები!

უმძიმესი გზავნილებია: ეს წერილი მართლაც, ხალხის წერილად რომ იქცეს, ვფიქრობთ, არ ღირს აჩქარება. უნდა გავაგრძელოთ მასზე მუშაობა, უპირველესად, იმ თვალსაზრისით, რომ თანამემამულეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ის მართლაც, საკუთარ წერილად და ნააზრევად მიიჩნიოს,  ხოლო ხელისუფლება აფიქრდეს! ეს წერილი უნდა გახდეს, ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ჩატეხილი ხიდის გამთლიანების და გაუცხოების დაძლევის რეალური ნაბიჯების გადადგმის საფუძველი...

აქსიომაა, ქვეყნის წინსვლა და შენება სწორედ მაშინ იწყება, როცა ხალხი მიიჩნევს,  რომ ხელისუფლება მის მიერაა, ხოლო ხელისუფლება ვალდებულია ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლებოდეს

„ხალხის წერილის“ პირველი ვარიანტი ელექტრონულ სივრცეში 19 იანვარს, ნათლისღებას გამოქვეყნდება. 8 თებერვლამდე გაგრძელდება მისი განსჯა-განხილვა, ხოლო, 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის დღეს, გელათში – გელათის მეცნიერებათა აკადემიის კედლებში მიიღებს საბოლოო სახეს.

განსჯა, განხილვა, დისკუსია რომ კონსტრუქციულ ჭრილში წარიმართოს, ჩვენ პოზიციას ორ ნაწილად გავყოფთ. პირველში შევაფასებთ რეალურ მდგომარეობას, მეორეში – შემოგთავაზებთ რამდენიმე  კონკრეტულ  წინადადებას.

 

შეფასებითი ნაწილი:

ყველაზე ტრაგიკულია ის, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ არ მომხდარა ქვეყანაში მიმდინარე  პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური პროცესების და საგარეო პოლიტიკის მეცნიერული ანალიზი. 

დაკვირვება ცხადჰყოფს, რომ რეალური მდგომარეობის სწორი, მეცნიერული ანალიზი არც მმართველ პოლიტიკურ ძალას აწყობს და არც მის ოპოზიციას, რადგან ისინი ქვეყნის გარედან იმართებიან და შესაბამისად, ისინი  მეცნიერებასა და მეცნიერულ ანალიზზე წინ აყენებენ უცხოელ პატრონებს.

შეიძლება არ მოგწონდეს კონკრეტული მეცნიერი, თუნდაც კონკრეტული სამეცნიერო დაწესებულება, მაგრამ იგნორირება გაუკეთო საერთოდ მეცნიერებას, თან ისეთი, როგორიც დღეს რეალურად გვაქვს, ეს არათუ დანაშაული, არამედ რეალური ბრძოლაა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ.

არადა, ეს მაშინ, როცა ადგილზეც გვყავს და საზღვარგარეთაც მოღვაწეობენ მსოფლიო დონის ქართველი მეცნიერიები. მთელ მსოფლიოშია აღიარებული იოანე პეტრიწის ფილოსოფიური, ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური მემკვიდრეობა, დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია, ილია ჭავჭავაძის ეროვნული მემკვიდრეობა, რომელშიც თავმოყრილია მთელი ჩვენი სახელმწიფოებრივი არსებობის 3500 წლოვანი გამოცდილება.

სამწუხაროდ, დღევანდელი პოლიტიკოსები საქართველოში აგდებულად უყურებენ იმას, რასაც დემოკრატიულ (და არა მარტო) სახელმწიფოებში განვითარების საყრდენად მიიჩნევენ!

სწორედ ამის შედეგია, რომ საქართველო გადაიქცა ფსევდოლიბერალიზმის მქადაგებელი კოსმოპოლიტი პოლიტიკოსებისა და ურაპატრიოტების ბრძოლის ასპარეზად. ერთიც და მეორეც გარედან ფინანსდება და ორივენი წარმატებულად ებრძვიან საქვეყნოდ მომართულ პროგრესულ ძალებს. ჩვენთვის, ოდნავადაც არ არის საკამათო, რომ ურაპატრიოტიზმი ისეთივე დამანგრეველია, როგორც ულტრალიბერალიზმი და კოსმოპოლიტიზმი.

ასევე, საკამათო არ არის, რომ დღემდე საქართველოში ის პოლიტიკური ძალები მოდიან ხელისუფლების სათავეში, რომლებიც სიყალბეს რეალობის მანტიაში ახვევენ და ამით ახერხებენ ხალხის მოტყუებასაც.

რეალობა კი ასეთია: დღემდე  საქართველოში იმარჯვებენ ასეთი პარტიები, ხალხი კი, მუდმივად დამარცხებულია.

ხალხი დარწმუნდა იმაში, რომ ყველა ხელისუფლებამ რაც დაპირდა, იმის საწინააღმდეგო გააკეთა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატიის საყრდენი მთავარი ძალა  საშუალო ფენა, აღზევდა გარედან მართულ მდიდართა ფენა, რომელთაც არ უჭირთ ღარიბ-ღატაკი უმრავლესობის მოსყიდვა!

შთაბეჭდილება გვრჩება, რომ დამოუკიდებლობის  აღდგენის შემდგომ საქართველოში, ხალხისა და ქვეყნისადმი  ხელისუფლების პასუხისმგებლობა ნულს უტოლდება: თანამდებობის  მოპოვების მთავარ კრიტერიუმად მლიქვნელობა იქცა, სოციალური დემაგოგია ყოველგვარ დასაშვებ საზღვრებს გადაცდა, წახალისებულია მოღალატეობა: პარტიიდან პარტიაში მომთაბარეობაიყიდებიან პარტიები, პოლტიკოსები, მასმედია (განსაკუთრებით ნეგატიურ როლს ასრულებენ ტელევიზიები)… პრაქტიკულად პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქაში ვცხოვრობთ.

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, მომავალი არ აქვს ქვეყანას:

  • სადაც ქვეყნის უკეთესო მ,ომავლისთვის ბრძოლა შეცვლილია ტელევიზიებისთვის ბრძოლით, სადაც სატელევიზიო საინფორმაციო სივრცე მონოპოლიზებულია გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების თუ პოლიტიკური მიზნების მქონე ოლიგარქთა მიერ, სადაც ებრძვიან ყოველგვარ ქართულს (ყველა მისაღები თუ მიუღებელი მეთოდით), სადაც ყველაფერი ემსახურება მხოლოდ დამფინანსებლის ინტერესებსხალხისა და ქვეყნის ინტერესების საზიანოდ
  • სადაც ქვეყნის მთავარი კაპიტალი უზნეო მდიდართა ხელშია:
  • სადაც ხალხს ლამაზი ტყუილი ურჩევნია მწარე სიმართლეს
  • სადაც მიზეზთა გამო, დუმს ინტელიგენცია, მასობრივი შეტევა მიდის მარადიულ ღირებულებებზე რწმენაზე, ოჯახზე, ტრადიციებზე, სიწმინდეზე, სიყვარულზე
  • სადაც ახალგაზრდობა ეგუება წინაპართა ასეთ ლანძღვაგინებას, მათ გაწამებულ ცხოვრებას და საკუთარ უპერსპექტივო გარემოს
  • სადაც ხელისუფლების და საერთოდ, პოლიტიკური ძალების მიერ იგნორირებულია მეცნიერება და მეცნიერები არ გრძნობენ პასუხისმგებლობას, იყვნენ ხელისუფლების მთავარი ოპონენტები

დაბეჯითებით ვამბობთ: საქართველოს  ყველა რესურსი აქვს, იყოს წარმატებული ქვეყანა ჩვენ ჯერ კიდევ უდიდესი ინტელექტუალური პოტენციალი გვაქვს ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. იგივე ითქმის ადამიანურ და ბუნებრივ რესურსებზე და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამოკვეთილ გეოგრაფიული რესურსზე. ამის დასტური ჩვენი ისტორიაა, ამის დასტური ის შეფასებებია, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები და  მეცნიერები ამბობენ, ამის დასტურია ის შემაშინებელი ლტოლვა საქართველოსკენ, რომელიც აქვთ უცხოეთის ქვეყნების წარმომადგენლებს.

სად არის ბოროტების სათავე? სამწუხაროა ის, რომ ქვეყანაში, რომელსაც ყველა პირობა აქვს იყოს წარმატებული, მართვის სისტემა ავადმყოფი.

მარტივი ანალიზი: ხელისუფლებები იცვლებიან, პრაქტიკულად რევოლუციური, თუ მასთან მიახლოებული გზით. მდგომარეობა არ იცვლება, უფრო მეტიც, ხალხში მყარადაა აზრი, რომ ყოველი პარლამენტი თუ მთავრობა წინამორბედზე არათუ უკეთესი, უმეტესწილად, უარესია. ეს არის იმის შედეგი, რომ ვერც ერთმა ვერ შეძლო მართვის სისტემის შეცვლა, ვერც ერთმა ვერ შეძლო სისტემური ცვლილებების განხორციელება. ყველა ე.წ. „რეფორმა„ საწინააღმდეგო შედეგს იძლევა. ხალხი მიიჩნევს,  რომ  ქვეყნის გადარჩენა არც ბელადთან და არც მილიარდერთან არ არის დაკავშირებული, რომ ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით შედგენილი პარლამენტები და მთავრობები არათუ შედეგს გვაძლევს, არამედ, ქართული ტრადიციებისა და სულიერების დამანგრეველიც კი გახდა. რომ მომავლის საქართველო მხოლოდ განათლებულ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, თავგანწირულ ადამიანთა ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული.

მართვაში უნდა ვეძებოთ ის პრობლემები, რომელმაც აქამდე მიიყვანა ქვეყანა. დაწყებული მწვავე სოციალური მდგომარეობით, გათავხედებული საბანკო სისტემით, დამთავრებული პოლიტიკური მაფიით, სადაც მყარად შეერთდნენ ოლიგარქები, ფარისეველი პოლიტიკოსები, სახელისუფლებო კარის ინტელიგენცია!ასეთი პოლიტიკის გამოა, რომ ხელისუფლებაში მოსვლას გაურბიან  მორალური და ჯანსაღად მოაზროვნეადამიანები.

აქედან გამომდინარე სამწუხაროა, რომ ქვეყანაში, რომელსაც ყველა პირობა აქვს, იყოს წარმატებული, მართვის სისტემა ავადმყოფია – იგი ებრძვის ზნეობრივს, კომპეტენტურს. ახალისებს მონური ფსიქოლოგიის  მედროვეებსა და კარიერისტებს! სწორედ ამის შედეგია, რომ ქვეყანამ პრაქტიკულად დაკარგა ეკონომიკური (და არა მარტო) დამოუკიდებლობა, სამუშაო ადგილებჯართად, საქართველო კი უცხოური პროდუქციის ბაზრად იქცა… ქვეყნის გარეთ, ძირითადად, ნედლეული გაგვაქვს, ქვეყნის გარედან – მზა პროდუქცია შემოგვაქვს. მეტიც, უცხოეთის ქვეყნებში მონური შრომისთვის გავწირეთ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.

პარადოქსია: დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ყველა  ხელისუფლება ტრაბახობდა, რომ ჩვენი ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია, თუ ეს ასე, რაც დრო გადის, ხალხი რატომ ცხოვრობს უარესად ღარიბი კიდევ უფრო მეტად რატომ ღარიბდება, ხოლო მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება?!

ნახეთ, რით იწყებს თავის მოღვაწეობას აშშ თითქმის ყველა პრეზიდენტი: ისინი მიდიან მეცნიერებათა აკადემიაში, იწყებენ კონსულტაციებს მეცნიერებთან, მათი მონაწილეობით ქმნიან კომისიებს ამერიკის ბაზრის ადგილობრივი პროდუქციით დატვირთვაგაჯერების და ქვეყნის გარეთაც ამერიკული პროდუქციის გატანის საგრძნობი გაზრდის, საშუალო ფენის გაძლიერების მიზნით.

დიახ, ამას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენ კი, მსგავსი ნაბიჯების გადადგმის გვეშინია. ამის შედეგია, რომ არ გვაქვს რეალური ეკონომიკა – ხელისუფლებებმა მოკლეს მწარმოებლური სფერო: გაგვაქვს ნედლეული და იმპორტი ექსპორტს რამდენჯერმე აჭარბებს. ფაქტია ისიც, რომ საქართველო  არის  ველური საბანკო სისტემის ტყვე!

ვფიქრობთ, ზემოჩამოთვლილი პრობლემა უსერიოზულესია, მაგრამ ის, რაც წლების განმავლობაში, განათლებასა და კულტურაში ხდება, ამაზე ანტიქართულის წარმოდგენაც კი შეუძლებელი. გაუფასურებულია ეროვნული დიპლომი, სტუდენტობისა და ახალგაზრდობის პრობლემები თვითდინებაზეა მიშვებული. დაუჯერებელია, მაგრამ  ფაქტია, რომ ჩვენი ახალგაზრდები უცხოეთის ბევრ ქვეყანაში უფასოდ სწავლობენ, მაშინ როცა საკუთარ ქვეყანაში, დღითიდღე იზრდება  სწავლის გადასახადი, როცა მისი გადაუხდელობის გამო, უკვე ათიათასობით სტუდენტს შეჩერებული აქვს სწავლის უფლება!

ვფიქრობთ, მდგომარეობა კიდევ უფრო რომ არ  გამძაფრდეს, არსებულ ხელისუფლებას გვერდი დგომა და დახმარება სჭირდება, თუ, რა თქმა უნდა, მისგან ამის პოლიტიკური ნება იქნება! ხელისუფლების მხრივ იმის აღიარება, რომ მას დახმარება სჭირდება,  სულაც არ არის სისუსტის ნიშანისისუსტე ამაზე უარის თქმაა...

კიდევ ორი პრინციპული საკითხი:

პირველი –  საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, პოლიტიკურ პარტიათა დაპირისპირების რეჟიმში ცხოვრობს. არადა, ჩვენ  ყველანი ვართ პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე და  პასუხისმგებლობა გვეკისრება მომავლზე. ოპოზიციაში ყოფნა უპირველესად  იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას შეცდომები არ ჩაადენინო. ეს დიდი პოლიტიკური კულტურაა, რომლის გარეშეც მომავალი არ გვექნება. სწორედ ამიტომაა დასაწყები სერიოზული დიალოგი, სწორედ ამიტომაა საჭირო ქვეყნის მომავალზე ღია დიალოგის დაწყება.

მეორე – ჩვენ ვთვლით, რომ დღეს პარტიების გაფეტიშების დრო არ არის.  ჩვენ  მომავლის საქართველოს მთავარ საყრდენად არა პარტიები, არამედ მეცნიერება და მოაზროვნე ადამიანები მიგვაჩნია და მთავარ ოპოზიციურ ძალად კი, ხალხი.

დღეს, როცა ერთ პოლიტიკურ ძალას აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა, სწორედ მეცნიერებმა და მოაზროვნე ადამიანებმა არ უნდა დაუშვან ხელისუფლების მხრივ ძალაუფლების უზურპირება.!

ვფიქრობთ: საქართველოს ისტორიაში დადგა ეტაპი, როცა ხალხიც და ხელისუფლებაც მეცნიერებას, მოაზროვნე ადამიანებს უნდა დაეყრდნონ. 

საქართველოს ნამდვილად არ აქვს ნიჭიერი ადამიანების ნაკლებობა, მაგრამ  ისინი რომ ხელისუფლებისა და პარტიებისგან იგნორირებულნი არიან, ეს ფაქტია.  ფაქტია ისიც,  რომ ნიჭიერი ადამიანები გაურბიან პოლიტიკას და ამის გამო, პოლიტიკაში  ნიჭისა და ზნეობის დეფიციტია. მიუხედავად ამისა, ეჭვი არ გვეპარება, რომ მეცნიერები, ოდითგან გამორჩეული ქართული ინტელიგენცია, წარმატებით გაუძლებს ამ დიდ გამოცდას!

 

პროგრამული ნაწილი

 

საჭიროა თანამშრომლობის  ჰარმონიზაცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დაიწყოს აკადემიური, მშვიდი და წყნარი დიალოგი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. 

დიალოგის ინიციატივა ხალხისგან უნდა წამოვიდეს.  ინტელიგენციის მორალურმა  ნაწილმა პროცესის წარმართვა უნდა ითავოს. სწორედ ამის ინიცირებას აკეთებს „მორალური გუნდი“. ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ მხარი დაუჭიროს ამ წამოწყებას და წამოვიდეს დიალოგზე. სწორედ დიალოგმა უნდა გააერთიანოს  ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მცხოვრები ქართველები. ეს პრინციპული საკითხია.

ჩევნ უკადრებელი ვაკადრეთ ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს – სამწუხაროდ, მათ არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლებაც კი წავართვათ; არაფერს ვაკეთებთ მათ დასაბრუნებლად სამშობლოში; სამწუხაროდ მათ ინტერესებს ვერ ვიცავთ იმ სახელმწიფოებში, სადაც ისინი წლებია ცხოვრობენ ლეგალურად თუ არალეგალურად და უმძიმეს პირობებში აგრძელებენ მუშაობას.

  • უპირველესი და უმთავრესია, შეიცვალოს ქვეყნის მართვის მეთოდი. ამ ცვლილებას საფუძვლად უნდა დაედოს დემოკრატიული კაცობრიობის მიერ აღიარებული და დამკვიდრებული  პრინციპი: ქვეყანას მართავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.
  • შემუშავდეს საქართველოს განვითარების პროგრამის კონცეფცია. საუბარია ინოვაციური განვითარების სტრატეგიის უნიკალური დოკუმენტის შექმნაზე, მასში მკაფიოდ და გასაგებად უნდა ჩამოყალიბდეს:
  • ნაციონალური იდეა;
  • ეროვნული მიზანი;
  • საქართველოს მისია.
  • ვიფიქროთ ისეთ კონსტიტუციაზე, რომელიც განთავისუფლდება პარტიული პრინციპებისგან და იქნება ხალხის ინტერესების გამომხატველი;
  • ღია, მართალი, კომპეტენტური დიალოგის თანმდევი უნდა იყოს სახელმწიფო დონეზე ძლიერი ჯგუფის (ეს ჯგუფი შეიძლება მოქმედებდეს მეცნიერებათა აკადემიის პატრონაჟით) შექმნა. ამ ჯგუფმა უნდა შეძლოს სამი რამ:

პირველი – შეისწავლოს ქვეყნის პოტენციალი – მოახდინოს ქვეყნის სრული ინვენტარიზაცია: ვიცოდეთ,  რას ვფლობთ  და რისი გაკეთება შეიძლება.

მეორე – გააკეთოს დღევანდელი მდგომარეობის მიუკერძოებელი, ღრმა, უაღრესად კოპმეტენტური ანალიზი.

მესამე – შეადგინოს კონკრეტული, რეალისტური პროგრამა, რომელმაც უნდა შეძლოს რეალურ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში მისი პოტენციალის მოქმედებაში მოყვანა.

  • კარგად გავიაზროთ დემოკრატიის არსი..უნდა დავამსხვრიოთ პოლიტიკოსთა მიერ შემოგდებული მითი,რომ დემოკრატია არის არჩევნები..დემოკრატია ეს არის არჩევანის თავისუფლება ყველგან და ყველაფერში…დემოკრატიულია ქვეყანა, რომელშიც მართვის სისტემაა დემოკრატიული – ქვეყანას მართავს არა ბიუროკრატიული,პოლიციური და სამხედრო,არამედ, ინტელექტუალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტა, სადაც დეცენტრალიზებულია საფინანსო სისტემა,ეკონომიკა,სადაც ძალაუფლება განაწილებულია სახელისუფლებო შტოებს შორის,სადაც სერიოზული უფლებები აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას,სადაც დაცულია ადამიანის უფლებები – ადამიანები იბრძვიან არა არსებობისთვის, არამედ, საკუთარ შესაძლებლობათა რეალიზაციისთვის და ამისთვის აქვთ თანაბარი პირობები და შესაძლებლობები, სადაც არის ნიჭის ძალაუფლება და არა ფულის!

აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ:

პირველი  ქვეყანაში უნდა არსებობდეს პოლიტიკოსთა და პოლიტიკურ პარტიათა საქმიანობის შეფასების მყარი კრიტერიუმი.

 მეორე   უნდა არსებობდეს პოლიტიკოსად აღიარების  მკაფიოდ ჩამოყალიბებული სისტემა, მას საფუძვლად უნდა დაედოს  პიროვნების რეპუტაცია.

მესამე  –  მიგვაჩნია, რომ ყველა ხელისუფლებაში იყვნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები და ზნეობრივი ადამიანები. არიან დღევანდელ მთავრობაშიც. ჩვენი ამოცანაა, ასეთი ადამიანების პოლიტიკურ სივრცეში შენარჩუნება. კარგი იქნება, თუ დავუბრუნდებით პირველი პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრთა  ჯგუფის მიმართვას და შევქმნით საპარლამენტაშორისო ასამბლეას 1990 წლის 28 ოქტომბრის შემდგომ არჩეული ყველა პარლამენტის წევრთა მონაწილეობით.

მეოთხე  ხელისუფლება აზროვნებაა და არა ასაკი. მომავალი არ აქვს მხოლოდ ახალგაზრდული ასაკის გამო თანამდებობაზე დანიშვნას. ამის გამო, ძალიან ბევრი საინტერესო და სამომავლოდ მომართული ახალგაზრდა დაკარგა ქართულმა პოლიტიკამ. დემოკრატიულ ქვეყნებში, ჩვეულებრივი მოვლენაა ხელისუფლებები 60 წელს გადაცილებულთა შემადგენლობით და იშვიათობაა 30-35 წლამდე ახალგაზრდები. საქართველოში პირიქითაა.

მეხუთე  საქართველოში უმწვავესად დგას ობიექტური ტელევიზიის პრობლემა. დემოკრატიულმა მსოფლიომ არ იცის არც სახელისუფლებო ტელევიზია და არც ოპოზიციური. ხალხის მთავარი მოთხოვნა ობიექტურ ტელევიზიაზეა. მიუხედავად არაერთი განაცხადისა და მცდელობისა, ვერ მოხერხდა სახალხო ტელევიზიის, ანუ ხალხის მსახური ტელევიზიის შექმნა. ჩვენ ვმუშაობთ სახალხო ტელევიზიის კონცეფციაზე, რომელსაც გამოვიტანთ საერთო-სახალხო სამსჯავროზე. შეურაცხმყოფელია, როცა ხალხის ფულით, პირდაპირ ვთქვათ, ბიუჯეტიდან მილიონებით  დაფინანსებული ტელევიზიაც კი, გარკვეული  ძალების მსახურია და არა ხალხის.

ნიშანდობლივია, რომ კონსტიტუციაც პარტიულ ინტერესებს უფრო გამოხატავს, ვიდრე ეროვნულ-სახელმწიფოებრივს. ხალხს ლამის სამოთხედ წარმოუსახეს საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტოზე, მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.

სწორედ ამიტომ ვთვლით, რომ სახელმწიფოებრივი და ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს კონკრეტული პიროვნებები თუ პარლამენტები კი არა, ხალხი უნდა წყვეტდეს რეფერენდუმის გზით.

  • ჩვენ კარგად უნდა გავერკვეთ იმაში, თუ როგორი საგარეო პოლიტიკა გვინდა – მონური და მორჩილი, როგორც 200 წლის განმავლობაში და გრძელდება დღესაც, თუ ისეთი, როცა საქართველო არის არა გარე სახელმწიფოთა დაპირისპირების, არამედ თანამშრომლობის სუბიექტი და ამ თანამშრომლობას საფუძვლად უდევს ქართული ინტერესი..
  • ჩვენ უნდა რეალობად ვაქციოთ ჩვენი სულიერი მამის, უწმიდესისა და უნეტარესის ქადაგება სახელმწიფო კაცების ქვეყნის მართვაში ჩართვის თაობაზე და შევქმნათ სახელმწიფო კაცების საკრებულო“… ერთად ვიფიქროთ იმაზე, ვინ შეიძლება იყოს სახელმწიფო კაცების საკრებულოში;
  • შევქმნათ სისტემა: “პიროვნებათა პარლამენტი“ და დავიწყოთ მუშაობა,საქართველოს ისტორიაში პირველად გავხადოთ შესაძლებელი, საარჩევნო საპარლამენტო სია შეადგინოს არა ოლიგარქმა,მილიარდერმა, გამოგონილმა ბელადმა, არამედ ხალხმა და ეს მოხდეს არა იმიჯმაიკერების მიერ, არამედ პიროვნების რეპუტაციის გათვალისწინენით!
  • ჩვენ ვთვლით, რომ კანონების მიღების დროს, უნდა ვითვალისწინებდეთ არა იმას, რას გვახვევენ თავს გარედან, არამედ იმას, რაც იცავს და განავითარებს ჩვენს ტრადიციებს, არ მოდის წინააღმდეგობაში ჩვენი ძმების, აფხაზებისა და ოსების განწყობებთან, არ უპირისპირდება კავკასიაში თანაცხოვრების პრინციპებს.
  • მოქმედებაში მოვიყვანოთ ახალგაზრდული პროგრამა “თაობათა ერთიანობა.”
  • ჩვენ ასევე პრინციპულად მოვითხოვთ პრემიერმინისტრთან დიასპორი საბჭოს შექმნას და ღია დიალოგს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულად თუ ბედის უკუღმართობის გამო მცხოვრებ ქართველებთან. მეტიც, ჩვენი პრინციპული პოზიციაა, ევროპის გამოცდილების გათვალისწინებით, ამ ქვეყნებში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი წარმომადგენლები აირჩიონ ქვეყნის  საკანონმდებლო ორგანოში.
  • უმნიშვნელოვანესია „ქართული ერთობის დარბაზის“, ბატონების მერაბ ბერძენიშვილის, რეზო ჩხეიძის და ცნობილი მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეების ინიციატივა „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის“ გამართვის თაობაზე. დღევანდელი საქართველოსთვის, სწორი იქნება ამ დიდი ფორუმის ორ ეტაპად ჩატარება კონგრესის სესიები მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის 85 ქალაქსა და საქართველოს ყველა რეგიონში და მისი დასრულება ეროვნული ყრილობ 2020 წლის შემოდგომაზე. ყრილობამ უნდა მიიღოს მომავლის საქართვლოს პროგრამ, აირჩიოს სახელმწიფო კაცების საკრებულო… ყრილობა უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ პარლამენტმა მიიღო საარჩევნო კანონმდებლობის ისეთი ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი და ობიექტური არჩევნების ჩატარებას.
  • ჩვენ უმნიშვნელოვანესად ვთვლით სამართლიანობის დამკვიდრების საკითხს.ძალიან კარგია, როცა გააქტიურდა მუშაობა ცალკეულ პიროვნებებისთვის წართმეული ქონების დაბრუნების თვალსაზრისით. ეს უნდა გაგრძელდეს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მთავარი: სახელმწიფოს აღიარებული აქვს ვალი საკუთარი მოქალაქეებისადმი. ეს ძირითადში ის ფულია, რომელიც მოსახლეობას ბანკებში ჰქონდა შეტანილი და სხვადასხვა მიზეზთა გამო, დაკარგა. მისი დაბრუნება დაიწყო გასული საუკუნის ბოლოს და 2000 წლის შემდგომ პრაქტიკულად, შეჩერებულია. დანაშაულია, როცა შენ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს არ პატიობ ერთ თეთრს და არ გრძნობ პასუხისმგებლობას, რომ იგივე ხალხს შენგან, სახელმწიფოსგან ერგება ფული! ეს უნდა გამოსწორდეს.

ვფიქრობთ, უნდა დაიწყოს მოსახლეობისთვის ვალის დაბრუნება – მოსახლეობას უნდა დაუბრუნდეს იმ თანხის ეკვივალენტი ლარებში, რამდენი დოლარიც იყო თანხის მოცულობა ბანკში შეტანის მომენტში.

  • იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის სამომხმარებლო ბაზრის დიდი ნაწილი უცხოურ პროდუქციას უჭირავს – მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დაიწყოს დიდი მოძრაობა:

აწარმოე იყიდეწაახალისე,  მხოლოდ ნატურალური!        

ანუ, მეწარმემ მხოლოდ  ასეთი უნდა აწარმოოს, ხელისუფლებამ არნახულად უნდა წაახალისოს, როგორც ნატურალური პროდუქტის მწარმოებელი, ასევე მისი შემომტანი… ჩვენ ვითხოვთ, იმდენად დიდი იყოს გადასახადი არანატურალურ პროდუქტზე, რომ არავის ჰქონდეს მისი არც წარმოების და არც შემოტანის სურვილი. ეს არის გზა, როგორც ერის გამოჯანმრთელების, ასევე ტურიზმისათვის საქართველოს მიმზიდველობის გაზრდის.

ჩვენ ამ საკითხს ვაკავშირებთ ვალების დაბრუნებასთან და ვთვლით, რომ სახელმწიფომ პირველ რიგში, ვალი დაუბრუნოს სწორედ იმ პიროვნებებს, რომელთაც ექნებათ ნატურალური პროდუქტების წარმოების პროგრამა. ეს პრაქტიკულად, საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიცია იქნება, რომლის შედეგადაც საქართველოს ბიუჯეტში შემოსული თანხის დიდი ნაწილი უნდა წავიდეს როგორც ვალების დაბრუნებაზე, ასევე იმ ფონდში, რომელიც უნდა შეიქმნას უცხოეთში წასული თანამემამულეების დასაბრუნებლად. ეს ფონდიც ბიზნესის განვითარებასა და ეკონომიკაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ეს პროექტი ბევრ ჩვენს  თანამემამულეს დაუბრუნებს ქვეყანას და ოჯახს.

ეს გრანდიოზული ეკონომიკური პროექტია. ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხზე ხელისუფლებას მისი სურვილის შემთხვევაში წარვუდგინოთ საკუთარი პროგრამა.

 

რეზიუმე

 

ხელისუფლებების მიერ მეცნიერების უგულებელყოფამ, განათლების სისტემის დაკნინებამ, სასამართლო სისტემის მოშლამ, ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლამ, ყველგან და ყველაფერში გააძლიერა  სიყალბე, ხელი შეუწყო ფსევდოძალების მოძალებას.  განსაკუთრებით შემაშფოთებელია პოლიტიკოსებში, პოლიტიკურ პარტიებში, ხელისუფლებაში ზოგადად, გამეფებული ყალბი ეროვნული პათოსი. ყველაზე სამწუხარო ის არის,რომ მათ ხალხშიც აქვთ მოწონება და მხარდაჭერა. ებრძვიან უცხოტომელთა მომრავლებას საქართველოში, რაც ერთი შეხედვით თითქოს ეროვნულია და ამაში არაფერია ცუდი. მაგრამ არ გვაქვს მეცნიერულად გააზრებული პროგრამა, რომ ჩვენი თანამემამულეები ქვეყნის გარეთ არ მიდიოდნენ  და გარეთ წასულნი უკან ბრუნდებოდნენ. ჩვენ დღემდე ვერ შევძელით დემოგრაფიული პოლიტიკის სწორი გააზრება. გაერომ ქართველი ერი მომაკვდავ ერთა სიაში შეიტანა.პრაქტიკულად, ამ სიის სათავეში ვართ, ჩვენ კი ვდუმვართ.

მეცნიერთა პოზიცია მყარია: მივხედოთ განათლების სისტემას, იგი კონსტიტუციურადაც უნდა იყოს აღიარებული პრიორიტეტად… მივხედოთ ეკონომიკას, ადამიანებს მივცეთ საკუთარ შესაძლებლობათა რეალიზაციის  პირობები…

ასეთი პროგრამის შედგენის მცდელობა ჰქონდათ წლების წინ, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების: „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“, თავისუფალი აზრის სახლი“ ქართული ერთობის დარბაზი“ დაარსებით და  „მოქმედების მანიფესტის“ შედგენით.  ამ პროცესს მაშინდელმა და შემდგომმა ყველა ხელისუფლებამ იგნორირება გაუკეთა.

ჩვენ ვთვლით, რომ მსგავსი ინსტიტუტები დღეს ჰაერივით სჭირდება საქართველოს.  ჩვენ ვთვლით, რომ დიდი ქართველი მოღვაწეების: მერაბ ბერძენიშვილი, რეზო ჩხეიძის, ანზორ ერქომაიშვილი, რომან რურუა, გივი თოიძის, ტარიელ ხარხელაური, არნოლდ გეგეჭკორი, ომარ მხეიძის, თემურ გუგუშვილი, გიგა ბათიაშვილი, რამაზ ყურაშვილიმიერ ხელმოწერილი და მოსახლეობის დიდ ნაწილში მხარდაჭერილი „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“, – ხელისუფლებამ სერიოზული განხილვის საგნად აქციოს. მეცნიერთა საერთო აღიარებით, ეს დოკუმენტი ბოლო პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეულად ეროვნული დოკუმენტია, რომელშიც კარგად არის ერთმანეთთან დაკავშირებული ეროვნული და ზოგადკაცობრიული, ანუ ის, თუ როგორ დავიცვათ ეროვნული თვითმყოფადობა უმძიმესი გლობალიზაციის პირობებში.

სწორედ ამ ინსტიტუტების და ამ სახელმწიფო კაცების დიდი მცდელობის შედეგია, მეცნიერთა მიერ შემუშავებული ქვეყნის განვითარების კონცეფცია: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“!

  ჩვენი აზრით, ეს არის ქუჩის აგრესიული პოლიტიკის დასრულებისა და პოლიტიკაში გონების დაბრუნების, ამ ეტაპზე ქვეყნისთვის უპირველესად საჭირო მოვლენის – პოლიტიკის ინტელექტუალური რადიკალიზაციის  კონცეფცია, რომლის საფუძველია თანამშრომლობის ჰარმონიზაცია, დღევანდელი დამანგრეველი დაპირისპირების დასასრულებლად.

 ამ კონცეფციის  შესრულების უმთავრესი წინაპირობაა ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობა. ხალხში ეს განწყობა არის, კონცეფცია პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და მის მოსაზრებებზე დაყრდნობით შეიქმნა.

სწორედ ამ კონცეფციის ირგვლივ იკრიბება „მორალური გუნდი“ . ეს პროცესი ღია და თავისუფალია და მასში ნებისმიერი შეიძლება ჩაერთოს.  მონაწილეობისთვის აუცილებელია  გავეცნოთ  კონცეფციას “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!” მისი აღიარების შემთხვევაში კი, გავხდეთ ამავე სახელწოდების ფეისბუკის გვერდის წევრი.

ქვეყანაში შექმნილი უმწვავესი მდგომარეობის გამო, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს, მხოლოდ ჩვენი ერთობა გადაარჩენს საქართველოს!

ასეთია ჩვენი მოსაზრებები სერიოზული დისკუსიის დაწყების, ხელისუფლებისადმი ხალხის წერილის შექმნის წინ. ვმუშაობთ პროგრამის  – „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“, სრულყოფაზე. მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა დაინტერესებულ ორგანოსთან, ჯგუფთან, პიროვნებასთან, პარტიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან, საინფორმაციო საშუალებებთან, როგორც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო სტრუქტურებთან.  მიმდინარე წლის ბოლო დღეებში, შეიკრიბება მეცნიერთა კონგრესის ხელმძღვანელი ბირთვი. წარმოვადგენთ ამ დოკუმენტს საბოლოო სახით და კონგრესის ჩატარების პროგრამას, რომელსაც მომდევნო წლის პირველ კვარტალში ვგეგმავთ.

 

სიყვარული აღგვამაღლებს!

მოქმედების დროა!

 მეცნიერთა კონგრესი – ეროვნული თანხმობისთვის

26 დეკემბერი, 2018 წელი

 P.S. დაინტერესებულ პირებს მეცნიერთა მიერ შემუშავებული  საქართველოს განვითარების კონცეფციის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ უფასოდ მიღება შეუძლიათ ამავე სახელწოდების ოფისში  მისამართზე: კოსტავას 6 (მეტროსადგურ „რუსთაველთან“) II სართ. ტელ.:299 96 56

ელექტრონული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ფეისბუქის გვერდზე “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”.

 

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *