- ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც გეგმავს შემოუერთდეს მემორანდუმს, უნდა წარსდგეს 30 წუთიანი მოხსენებით და ეს უნდა იყოს საჯარო (ღია) შეხვედრა. ყოველი მოხსენება გადაიცემა პირდაპირ ეთერში ფეისბუქის და შემდგომში, ტელევიზია „ქართული TV“ – ს მეშვეობით
- თანამსრომლობის შესახებ შეთანხმების შემდგომ, იგეგმება შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან
- მიზანშეწონილია, გაკეთდეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარესთან და საერთოდ, პარლამენტში შეხვედრის თაობაზე
- შესაძლებლად მიგვაჩნია, შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან
- აუცილებლად მიგვაჩნია შეხვედრა საარჩევნო კომისიაში. როგორც თავმჯდომარესთან, ასევე მთელ შემადგენლობასთან
- აუცილებლად მიგვაჩნია სარჩელის მომზადება საკონსტიტუციო სასამართლოში საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, რომ ის ნამდვილად შეესაბამებოდეს საყოველთაო და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნებს (გასაუქმებელია პარტიების დაყოფა „კვალიფიციურ“ და „არაკვალიფიციურ“ პარტიებად, სოფლის გამგებლების არჩევა უნდა ხდებოდეს პირტდაპირი არჩევნების წესით… სასტარტო მოედანი, ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს ერთნაირი. აქ ვგულისხმობთ ბევრ რამეს. დაწყებული საინფორმაციო საშუალებებში გაშუქებით, დამთავრებული – სააგიტაციო მასალების გამოქვეყნების წესით)
- ხელშეკრულებაზე ხელმომწერმა პარტიებმა უნდა გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება „მეცნიერთა კონგრესის“ მიერ მომზადებულ მთავარ დოკუმენტებთან დაკავშირებით. დაწყებული „მოქმედების მანიფესტით – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“, დამთავრებული „ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინით“… უნდა შედგეს ერთობლივი კონფერენცია „მეცნიერთა კონგრესის“ დოკუმენტებზე მიერთებასთან დაკავშირებით
- ჩვენ უნდა გამოვიდეთ ინიციატორი საერთაშორისო კონფერენციისა საქართველოში სამართლიანი და ობიექტური არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით
- შეთანხმების მონაწილე ყველა პარტიამ შეთანხმებამდე უნდა გააკეთოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენ უარს ვამბობთ პარტიულ ბრძოლაზე და ვერთვებით ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღებისათვის საერთო-სახალხო ბრძოლაში.
- სასურველია, რომ ურთიერთშეთანხმებაზე ხელმოწერა შედგეს 10 დღის განმავლობაში, 31 მარტამდე მოსმენილი იქნას პარტიათა მოხსენებები. 31 მარტს , ანუ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, გამოქვეყნდეს ჩვენი პოზიციის გამომხატველი დოკუმენტი (შესაძელბელია სათაურით – საქართველო გარედან მართული ხელისუფლების გარეშე) , ხოლო 9 აპრილს, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საზოგადოების ფართო წარმომადგენლობით, ხელმოწერილი იქნას მემორანდუმი ჩვენი მიზნების სრულად წარმოდგენით.