მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

მეცნიერები “ეროვნული დოქტრინის” პროექტს პრემიერ-მინისტრისათვის გადასაცემად, კანცელარიაში ჩააბარებენ

პრესრელიზი

 

               

ხვალ 12 მარტს,  13:00 საათზე , „ქართული ერთობის დარბაზისა“ და „მეცნიერთა კონგრესის“ წევრები,  მთავრობის კანცელარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის გადასაცემად,  ჩააბარებენ  „ეროვნულ – სახელმწიფოებრივი დოქტრინის“ პროექტს

„ჩვენ, მეცნიერთა დიდი გუნდი, წლებია, ვაკეთებთ ანალიზებს, ვქმნით პროგრამებს, ვუგზავნით სახელისუფლებო წრეებს, არაფერს ვითხოვთ, გარდა ერთისა – მოხდეს განხილვა,  შევერთდეთ მეცნიერულ პროგრამებში. პასუხად, გულისტკენის მეტი არაფერი მიგვიღია. უყურადღებობა და იგნორირება – რამდენიც გინდათ. თითქმის, ყოველთვის. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, 30-ზე მეტი სერიოზული მეცნიერული განწყობის წერილი და პროგრამა ყოველგვარი განხილვის გარეშეა დატოვებული. ერთი პასუხიც კი არ მიგვიღია. მიუხედავად ამისა, მაინც ქართული დიდსულოვნების გზას ვირჩევთ. კიდევ ერთხელ მოვდივართ კონკრეტული წინადადებებით და წარმოგიდგენთ ეროვნული დოქტრინის პროექტს…“  – ნათქვამია  მეცნიერთა პროექტის თანმხლებ  წერილში პრემიერ-მინისტრისადმი.

პროექტის ჩაბარებისთანავე,„ქართული ერთობის დარბაზისა“ და „მეცნიერთა კონგრესის“ წევრები, ჟურნალისტებისათვის გამართავენ პრესკონფერენციას.

 

“ქართული ერთობის დარბაზის“ პრეს-ცენტრი

10.03.2024

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *