სლაიდერიტელევიზია "ქართული TV"

ლელა კუხიანიძე: ჩვენ  ვიქნებით ამაყნი, და ჩვენი შთამომავალნიც იამაყებენ,  თუ  შევძლებთ საქართველოს მივცეთ ძლიერი, მართალი და თავისუფალი ტელევიზია „ქართული TV“

ჩვენი ოჯახი, დეკემბრიდან ყოველი თვის 7 რიცხვამდე გადავდგამთ ამ ნაბიჯს..მადლობა ყველას, ვინც შემოგვიერთდება!

 

ჩვენი ოჯახი, დეკემბრიდან ყოველი თვის 7 რიცხვამდე გადავდგამთ ამ ნაბიჯს..მადლობა ყველას, ვინც შემოგვიერთდება!

 ამ განცხადების გაკეთებამდე ბევრი ვიფიქრე. უფლებაც უნდა გქონდეს, პასუხისმგებლობაც, მიმართო მეგობრებს და უნდა გწამდეს და გჯეროდეს, რისთვისაც აკეთებ მიმართვას!

მე ერთი თქვენთაგანი ვარ. მე ერთი იმათთაგანი ვარ, ვისაც სჯერა , რომ დღევანდელ საქართველოს ჰაერივით სჭირდება მართალი ტელევიზია.
 
მე მჯერა, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია. რადგან მჯერა იმ დიდი მამულიშვილების, რომლებიც იდგნენ ტელევიზია „ქართული TV“ -ს სათავეებთან. მჯერა ტელევიზიის მეგობრების. მე მჯერა „მეცნიერთა კონგრესის“ , იმ მეცნიერების, რომელთაც მომავლის საქართველოს უნიკალური პროგრამა დაწერეს. მჯერა მთელ მსოფლიოში მიმობნეული ჩვენი თანამემამულეების, რომელთაც ერთი დღე არ გვიცხოვრია საქართველოს გარეშე და განვიცდით დღეს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას.
 
ჩვენს ერთობას სასწაული შედეგი ექნება. მთავარია, ვიმოქმედოთ სწორად. სწორი კი ის არის, რომ გავხდეთ მართალი ტელევიზიის შექმნის რთული პროცესის მონაწილე, დავდგეთ იმ ადამიანებთან, ვინც მთელი არსებით არიან ჩართული ამ ერთი შეხედვით თითქოს შეუძლებელ , მაგრამ მისი აუცილებლობის გაცნობიერებით, სწორედ რომ შესაძლებელ საქმესთან…
 
ჩვენ ბევრნი ვართ და დეკემბრიდან მომდევნო წლის ბოლომდე, ყოველი თვის 7 რიცხვამდე რომ ყველამ გავიღოთ იმდენი, რამდენიც შეგვიძლია, (თუნდაც , 10 ევროდან… ვის რამდენი საშუალება გვექნება ამ ეროვნული საქმისთვის), ჩვენ მართლაც, შეუძელბელს შევძლებთ – ქვეყანას მივცემთ მართალ ტელევიზიას!
ჩემი ოჯახი დღემდეც ვიდექით „ქართულTV“ – სთან, ბევრ ჩემ მეგობართან ერთად,ვუერთდები ამ კეთილშობილურ პროცესს და თავს უფლებას ვაძლევ, მოგიწოდოთ თქვენ, თანამემამულენო,ხართ საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ, დავუდგეთ ამ საქმეს გვერდით.
 
ეს იქნება ნამდვილად ქართული, ნამდვილად მართალი ტელევიზია რომელიც გააშუქებს და ისტორიას დაუტოვებს ემიგრანტთა დამსახურებას ქვეყნისთვის ძნელბედობის პერიოდში , ეს იმავდროულად, იქნება ახალგაზრდული ტელევიზია, ინტელექტსა და ნიჭზე ორიენტირებული ტელევიზია.
ჩვენ დღეს, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. უნდა შევქმნათ ასეთი ტელევიზია!.
 
ერთი წლის შემდგომ, 2024 წლის დეკემბერში, ერთად შევაჯამოთ რა შევძელით. ჩვენ ვიქნებით ამაყნი, და ჩვენი შთამომავალნიც იამაყებენ, თუ შევძლებთ საქართველოს მივცეთ ძლიერი, მართალი და თავისუფალი ტელევიზია „ქართული TV“.
 
თქვენი მეგობარი ლელა კუხიანიძე შვედეთიდან

შვედეთში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი

ანსამბლ „ნერგები“ -ს დამფუძნებელი,

 

პრეს-ცენტრი: შვედეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის ამ კეთილშობილურ და ემოციურ მოწოდებას  გამოეხმაურნენ  „ქართული ერთობის დარბაზის“ თავმჯდომარე, მეცნიერებათა დოქტორი, დმანისის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი ბატონმა ჯუმბერ კოპალიანი, სააქციო საზოგადოება „ქართულის“ თავმჯდომარე, მრავალგზის მსოფლიო და ოლიმპიურა ჩემპიონი, სზოგადო მოღვაწე როან რურუა, ტელეკომპანია „ქართული ტვ“ ს გენერალური დირექტორი კომპოზიტორი მანანა იმედაძე და ფონდ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ დირექტორი, მეცნიერებათა დოქტორმა ვახში ჟვანიამ

„უდიდეს კმაყოფილებას გამოვთქვამთ  ქალბატონი ლელას ამ გულიანი და კეთილშობილური ინიციატივის გამო. დიდი მადლობა მათ და ყველას, ვინც გამოეხმაურება და გვერდში დაუდგება ამ მოწოდებას.! ძალიან კარგია რომ ქართულ-იტალიური ოჯახის მიმართვა ასე ლამაზად გააგრძელა შვედეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების კიდევ ერთმა ლამაზმა ოჯახმა.  ეჭვი არ გვეპარება ,მათ ამ ინიციატივას ბევრი და  ბევრი შემოუერთდება და სულ მალე, “ქართული ტვ”-ს  ნამდვილი მეგობრების და გულშემატკივრების  ძალისხმევით  ჩვენ , ყველა ერთად გავიხარებთ ამ ტელევიზიის აღორძინებით და წარმატებებით!“

ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ქალბატონ ლელას, მის მეუღლეს ბატონ ტატოს,მთელ მათ  ოჯახს  , რომელიც ამდემ ქართულ საქმეს აკეთებს და ყველა ჩვენგანს აძლევენ სამშობლოს სიყვარულისა და ერთგულების საუკეთესო მაგალითს!  

ინფორმაცია “ქართული TV” -ს  დახმარების მსურველთათვის

ყველას, ვისაც სურს შემოუერთდეს ქალბატონი ლელას მოწოდებას და გვერდში დაუდგეს ტელეკომპანია “ქართულ TV” -ს .

ტელევიზიის საბანკო ანგარიშია:
TBC ბანკი
ბანკის კოდი TBCBG22
მიმღების დასახელება: შპს ქართული ტვ
საბანკო ანგარიში GE42TB7162736020100001

გადარიცხვა შეგიძლიათ პროექტ “, გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” მხარდაჭერის ფონდის ანგარიშზე: 

 „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ მხარდამჭერი ფონდის ანგარიშები.

ანგარიში ლარებშისს ლიბერთი ბანკი GE66LB0115181809573000; 

USD: Liberty Bank GE39LB0115181809573001;

EUR: სს ლიბერთი ბანკი GE12LB0115181809573002                     

ბანკის კოდი:LBRTGE22

ასევე, გადმორიცხხხვა შესაძლებელია უცხოეთიდან პირადად ბატონვახშიჟვანიას სახელზე: ვახში ჟვანია ( პასპორტში:vakhshi Jvania)ტელევიზიის გენერალური დირექტორისმანანაიმედაძე ,პასპორტში Marine Imedadze ს სახელზე
საკონტაქტო პირები : ვახში ჟვანია +995  57740 71 82
მარინე (მანანა) იმედაძე: +995 558 143 332
NCLE GZA TSIVILIZEBULI SAKHELMTSIPOSKEN MKHARDACHERIS PONDI
USD: Liberty Bank GE39LB0115181809573001
EUR: Liberty Bank GE12LB0115181809573002
LBRTGE22

ქართული TV” –ს აქციების შეძენის მსურველთათვის:

ერთი აქციის ღირებულება შეადგენს 50 ლარს. მისი შეძენა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, საქართველოში და მსოფლიოს ნებმისმიერ კუთხეში, ნებისმიერ ვალუტაში.

ლარის ანგარიში:
ბანკის კოდი:TBCBGE 22
ანგარიშის N: GE07TB7417836020100001

სავალუტო ანგარიში:
ბანკის კოდი:TBCBGE 22
ანგარიშის N: GE24 TB7417836120100002
ერთი აქციის ღირებულება 50 ლარი

დანიშნულება: სს “ქართულის” აქციების საფასური

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *