მეცნიერთა კონგრესი

“დათუნა” – ერთადერთი ქრისტიანული ეკლესია მუსლიმურ დაღესტანში…

ეს პოსტი,16 სექტემბრისთვის,30 ათასამდე ადამიანმა ნახა!
აშკარაა,რომ კავკასიის ერთობა დროის მოთხოვნაა..მეცნიერთა კონგრესი მოქმედებს და იგივეს მოუწოდებს yველას, ხელისუფლების ჩათვლით !

რაც ვნახეთ ,სასწაულია,მთავარი წინაა!

დღეს ვიტყვი მხოლოდ ერთს: დაღესტანის დედაქალაქ მახაჭკალიდან მთებში ოთხსაათიანი მძიმე მოგზაურობის შემდეგ ჩავედით შამილის რაიონის სოფელ დათუნაში…
ენით აღუწერელ კლდოვან სილამაზეში ვნახეთ ქართველთა მიერ მეცხრე საუკუნეში აგებული ეკლესია “დათუნა”.
ადგილობრივმა მოსახლეობამ ვერ გაიხსენა ქართველთა ასეთი ინტერესი ამ ეკლესიის მიმართ.პატივისცემით გაიხსენეს მეცნიერი გივი ღამბაშიძე, რომელიც ამ ეკლესიას 1982 წელს წვევია..ჩვენ დელეგაცია პირველი აღმოჩნდა,რომელიც საქართველოდან
ეწვია ამ უნიკალურ საეკლესიო კომპლექსს…
ეს,მართლაც სასწაული დღე იყო..აქ ნახავთ მხოლოდ ერთ ფრაგმენტს..ეს ჩანაწერი ცნობილ პოეტ ჯუბა ღებელს ეკუთნის…

უახლოეს დღეებში მოგაწვდით სრულ ინფორმაციას ამ მოგზაურობასთან დაკავშირებით და მოსაზრებებს რისი გაკეთება შეიძლება
მომავალში…
ინფორმაციისთვის, ეს არის ერთადერთი ქრისტიანული ეკლესია მუსლიმურ დაღესტანში…მისი ამ ფორმით შენარჩუნება შამილთან და დაღესტანელთა საქართველოსადმი კეთილ განწყობასთანაა დაკავშირებული…

თეიმურაზ შაშიაშვილი.
გელათის აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერთა კონგრესის” წევრი
11.09.2023

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *