მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

დავდგეთ ტელევიზია „ქართულ TV“-სთან და ვიბრძოლოთ, რომ ის ასეთად დარჩეს, ანუ იყოს ნამდვილად ქართული, სახელმწიფოებრივი და მართალი

მეგობრებო, დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოგვეხმაურება. ჩვენ სპეციალურად მოვდივართ იტალიიდან საქველმოქმედო კონცერტებით ტელევიზია „ქართული TV“-სთვის! შემოწირული თანხები სრულად გადაერიცხება ტელევიზიას. საქრთველოში მოგზაურობის თანხებს ჩვენი ოჯახი იღებს, მეტიც, ყოველ კონცერტზე ჩვენც გავაკეთებთ შეწირულობას.

იკითხავთ, რატომ ვდგამთ ამ ნაბიჯს?! ჩვენი პასუხი მარტივია:

ყველაზე დიდი საქმე, რაც შეიძლება გაუკეთო შენთვის საყვარელ ხალხს და ქვეყანას არის ის, რომ დაეხმარო მართალი ტელევიზიის შექმნაში.

ჩვენ რომ გვკითხოს კაცმა, ქართველი მეწარმეები, ქვეყნის შეძლებული ადამიანები, საქართველოს ნამდვილი მეგობრები, პოლიტიკას კი არ უნდა აფინანსებდნენ, არამედ შეუძლებელს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საინფორმაციო სივრცე სიმართლეს ემსახურებოდეს. იტალიაში ჩვენ, ძალიან კარგად ვიცით და ეს არის ევროპული გამოცდილება, რომ თავისუფლება სიმართლეშია!

ჩვენ შეგვძრა მსოფლიოში აღიარებული მოქანდაკის, დიდი ქართველი მამულიშვილის, მერაბ ბერძენიშვილის სიტყვებმა: „მე არ ვიცი, რას ნიშნავს, სახელისუფლებო ტელევიზია, მე არ ვიცი, რას ნიშნავს ოპოზიციური ტელევიზია, მე ვიცი მხოლოდ მართალი ტელევიზია!“

ეს არის ევროპა, ეს არის ზოგდკაცობრიულის და ეროვნულის ერთმანეთთან დაკავშირება.

ჩვენ მოგვხიბლა იმან, რომ ტელევიზიის სათავეებთან დიდი ქართველი მამულიშვილები დგანან. მარტო სახელების ჩამოთვლა რად ღირს: მერაბ ბერძენიშვილი, რეზო ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, გივი თოიძე, ომარ მხეიძე, არნოლდ გეგეჭკორი, რომან რურუა, ტარიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი, რამაზ ყურაშვილი, ჯუმბერ კოპალიანი, რამაზ გახოკიძე, რეზო ბალანჩივაძე, მეცნიერებათა აკადემია, შემოქმედებითი კავშირები, და მეცნიერთა და შემოქმედთა მთელი კოჰორთა, რომ ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, ჩვენი ოლიმპიური სიამაყე, რომან რურუა, რომ ტელევიზიას სათავეში უდგას ჟურნალისტი და ეროვნული განწყობის კომპოზიტორი, მანანა იმედაძე

მოგვხიბლა იმან, რომ ვერავინ ვერავითარი ფულით ვერ გახდება ტელევიზიის აქციების 4% მეტის მფლობელი. ეს მართლაც, სრულიად ახალი მოვლენა იქნება მსოფლიოს სატელევიზიო სივრცეში, როგორც ეს იუნესკოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს. ჩვენც ასე ვფიქრობთ და ამიტომ მოვდივართ თქვენთან!

თქვენი მეგობრები დუჩო ლიმბერტი და ლალი ბურდული

14 სექტემბერს ქუთაისში , ( საკონტაქტო პირი მეცნ.დოქტორი. ქეთევან ქებულაძე ტელ.:579 22 58 94)
17 სექტემბერს თბილისში..(საკონტაქტო პირი მეცნ.დოქტორი ჯუმბერ ბოლღაშვილი 577 00 87 00
  22 – 26 სექტემბერი კვლავ თბილისში

შემდეგ რუსთავში და ბოლოს ბათუმში

პრომოვიდეო (ქუთაისი)

️პირველად საქართველოში  ქართულ-იტალიური დუეტი LALIMBERTI-ს კონცერტები:

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *